კურო – უფრო მიმზიდველი რომ გახდეთ
კომფორტისმოყვარული, რბილი და დიპლომატური ვენერას მიერ მართული კურო, როგორც წესი, ცდილობს სტაბილურობა და საყრდენი მოიპოვოს პარტნიორის სახით.
ის არაჩვეულებრივი მეოჯახეა და სახლში ყველა წევრზე ზრუნავს. ყველაფერი სახლში მოაქვს და ცდილობს ყველა გემრიელად გამოკვებოს, ლამაზად და თბილად შემოსოს და გაახაროს.
ის მზადაა მთელი ყურადღება მეუღლეზე გადაიტანოს და მთელი ცხოვრება ერთგულად მიუძღვნას მას.
სამწუხაროდ, ირგვლივმყოფნი ხშირად ვერ აფასებენ კუროს მცდელობებს. რაც უფრო ცდილობს სიამოვნება მიანიჭოს სხვებს მით უფრო ნაწყენი, გარიყული და ზოგჯერ შეძულებულიც კი ხდება ხოლმე სხვებისგან : (
კუროს მმართველი პლანეტა ვენერა სიყვარულთან ერთად, ფულის სახლიც არის. ამიტომ ღარიბი და უფულო კურო საცოდავი სანახავია. მითუმეტეს მაშინ თუ პარტნიორის წუწუნს და კაპრიზებსაც იტანს.
კურომ ნაკლებად უნდა მიუძღვნას თავი ოჯახის საჭიროებებს და ყურადღება საკუთარ მოთხოვნილებებზე უნდა გადაიტანოს…
პირველ რიგში უნდა ჩაიცვას, გაერთოს და გამოიკვებოს ისე როგორც თვითონ სურს.
ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი კუროს ბედნიერებისთვის ფული უმნიშვნელოვანესია.
ცხოვრებაში კუროს ფული თითქმის ყოველთვის ადვილად ეძლევა, ამიტომ ის უნდა მიეჩვიოს ამ ფულის თავისდასასიკეთოდ და ბედნიერებისთვის ხარჯვას.
კურომ უნდა ისწავლოს სიამოვნების მიღება. არაფერი მოიკლოთ, შეიქმენით კომფორტი, გაიხარეთ თავი და იყავით აბსოლუტურად დამოუკიდებელი.
მამაკაც კუროს ქალი ვერასოდეს ეტყვის უარს, ხოლო ქალი კუროს შემთხვევაში, როგორც კი საწინააღმდეგო სქესი დაინახავს რომ მას კაცის გარეშეც მშვენივრად შეუძლია ცხოვრება მაშინვე გაუჩნდება მასთან ყოფნის ვნება.
მამაკაცმა კუროებმა აგრძნობინეთ ქალებს რომ თქვენ ყოვლის შემძლეები ხართ, ქალებმა კი მიანიშნეთ რომ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გამოცვალოთ პარტნიორი და უკეთესი წყვილი მოძებნოთ.
წარმატებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში!