ასტროლოგიური მაღაზია

კურო-ტყუპები – მესაზღვრე ნიშნები

კურო ტყუპი მესაზღვრე(17-22 მაისი)

ამ საზღვარზე მარადმწვანე ახალგაზრდები იბადებიან. ენერგიულები, ნაყოფიერები და თუკი თავიანთი მოწოდება ნახეს, მათი შეჩერება შეუძლებელი ხდება. კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია, ის სამყაროს მატერიალურ კვლევას იწყებს, ტყუპები ზოდიაქოს მესამე ნიშანია და მის ინტელექტუალურ გააზრებას ეძიებს.

კუროს მმართველი ვენერაა (აფროდიტა), სილამაზის, სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც ჰარმონისკენ, მშვიდობისკენ ისწრაფვის, ტყუპების მმართველი მერკურია (ჰერმესი), რომელიც ღმერთების შიკრიკი, მაცნე, კომუნიკატორი გახლდათ. პირველი მიწის ნიშანია, მყარი, მატერიალისტი და ერთგული, მეორე კი – ჰაერის ნიშანი, ცვალებადი, მერყევი და ადვილად წყინდება ყველაფერი. ამიტომ ხშირია მათ შორის კონფლიქტი.  კუროს სტაბილურობა სურს, ტყუპები კი არამდგრადები არიან და ცოტა ქარაფშუტობაც ახასიათებთ.  წარმატებისთვის აუცილებელია თვითდისციპლინა და თანამიმდევრობა.

ისინი ამაყები და დამოუკიდებლები არიან. აქვთ მრავალმხრივი ტალანტები და ცვალებადი განწყობილება.  დაინტერესებული არიან ხელოვნებით, მუსიკით მოგზაურობითა და სოციალური აქტივობებით. მოსწონთ გუნდური მუშაობა და კარგად გამოსდით მედიატორის როლი, რადგან კომუნიკატორებად არიან დაბადებულები. აქვთ ცვალებადი განწყობილება, არასოდეს იღლებიან ინფორმაციის ძიებით,  აინტერესებთ ყველაფერი და ნებისმიერ ყურმოკრულ თემაზე ისე დაბეჯითებით შეუძლიათ ლაპარაკი, რომ ეჭვი არ შეგეპარებათ მის კომპეტენტურობაში. იმდენად უყვართ ლაპარაკი, ხანდახან დიალოგი მათ მონოლოგად იქცევა ხოლმე,  შეიძლება საათობით ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე და თანაგრძნობა არ შეეძლოთ. ამიტომ ზედაპირულ ურთიერთობებს უფრო მეტად იზიდავენ ვიდრე ჭეშმარიტ მეგობრებს და საჭიროა სიფრთხილე რომ ამ ურთიერთობებში არ გაითქვიფონ.

უყვართ კარგი ცხოვრება,  კარგი სახლი და კარგი საჭმელი. ფული ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, თუმცა ძუნწობას ვერ დავაბრალებთ. უყვართ გართობა და საუკეთესო თავშესაქცევი მეგობრებთან ერთად კარგ რესტორანში ვახშმობა და ცოცხალი საუბრები გახლავთ. ეძებენ მხიარულ, საინტერესო და ლოიალურ მეგობრებს. თუ უბედურად გრძნობენ თავს, ლეთარგიულები და აპათიურები ხდებიან.

თუკი ტყუპებისა და კუროს დაბალანსება შეძლეს, სტაბილურობასთან ერთად ინტელექტუალური და კომუნიკაციური სქილები მათი სიძლიერის მთავარი საფუძველი გახდება. კარგ ანალიტიკოსებს და კომუნიკატორებს სიბეჯითე და საქმისადმი ერთგულება წარმატებულ ადამიანებად აქცევთ. თუკი ტყუპების მრავალფეროვნებას კუროს თავგანწირვას მივუმატებთ, შესანიშნავ ნაზავს მივიღებთ.

ამისთვის აუცილებელია, ისწავლონ ერთ საკითხზე კონცენტრირება, სიმტკიცე სხვების აზრების უარყოფისას, პატიება სხვისი იქნება ეს თუ  საკუთარი თავის, ზომიერება, ბალანსი, სიმშვიდე და დასვენება.

გონებაგახსნილებს და მშრომელებს  შეუძლიათ იყვნენ თავაზიანები და პირდაპირები, წყნარები და ნერვიულები, მორცხვები და სოციალურები, მყარები და ცვალებადები, მკაცრები და ზედმეტად შემწყნარებლები… შთამბეჭდავები, ენერგიულები, მომხიბლავები, განათლებულები, მრავალფეროვნები, პრაქტიკულები, დაუღალავები… ვენერაც და მერკურიც უხვად აჯილდოვებთ მათ და თუ ამ ენერგიას ჭკვიანურად გამოიყენებენ მაშინ ეს საზღვარი სულაც არ იქნება ,,არაფრის ენერგიის საზღვარი“, როგორც ხშირად უწოდებენ მას.

 მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები