კურო – სახალისო ჰოროსკოპი
კურო იდუმალი ემოციების გენერატორია. თუკი ერთ წუთში ბედნიერნი არიან, მეორე წამს შეიძლება განწყობა საპირისპიროდ შეუტრიალდეთ, თუმცა, საბოლოოდ არ არის გამორიცხული რომ საყვარელი ტელერეპორტიორიც კი „მიცხრილონ“, უბრალოდ იმიტომ…
თქვენ, კუროები ხომ ასეთი მიწიერი არსებები ხართ! გიყვართ მსუბუქი ფილმების ყურება სადაც ყოველი პერსონაჟი ბედნიერი და მხიარულია თუმცა უფრთხის ოფიციანტებსა და ბილბორდებს.კუროებს მოგწონთ საკუთარი მეგობრების ფსიქო-ანალიზირება, თუმცა თავად არცთუ ისე კარგად ერკვევით ცხოვრებაში.
კურო უცნაური ვინმეა, მას ხომ ასე ადვილად შეუძლია იდარდოს სრულიად არარსებულ მიზეზებსა თუ პრობლემებზე! ეს ალბათ იმის გამო გემართებათ, რომ არაადეკვატურად გრძნობთ თავს ზოდიაქოს საწყის ხაზზე – თქვენ ხომ ვერძებმა წაგართვეს პირველობა თუმცა ამასთანავე გრძნობთ, რომ საუკეთესო ხართ, რადგან ყველა კუროს უნდა ღმერთი თავად იყოს! თქვენი გაგება ცოტა რთულია, რადგან კითხვაზე კითხვითვე პასუხობთ ხოლმე. ამასთანავე ხშირად იმალებით ლოგინის ქვეშ;
კონფლიქტური ხართ. თუ ირგვლივ ყველაფერი რიგზეა, მაშინ რაღაცას მაინც მოუძებნით ხოლმე ნაკლს. კუროების უმეტესობას იზიდავს ორთაბრძოლები – თუკი თავად ვერ მონაწილეობენ ასეთ შეჯიბრებებში საინტერესო ამბებს თხზავენ და მეგობრებს უყვებიან. კუროებს ისეთ განცდა გაქვთ, თითქოს ცხოვრებაში ერთ ადგილს ხართ მიჯაჭვული…
შესაძლოა მართალიც ხართ, თქვენ ხომ ასეთი სულსწრაფნი ხართ; მუდამ წინ მიიჩქარით არსაითკენ თქვენი ცხოვრების დიორამის შესაქმნელად მხოლოდ ნაცნობი ადამიანების პორტრეტებს იყენებთ და ისეთი სცენარის მიხედვით მოქმედებთ, თითქოს ღმერთი იყოთ.