ასტროლოგიური მაღაზია

კურო – სასიყვარულო შეთავსება

კურო

კურო – ვერძი

შესაძლებელი კავშირია თუ კურო ქალია და ვერძი კაცი. ქალი კურო უსაზღვროდ მომთმენი უნდა იყოს და უსიტყვოდ უთმობდეს პირველობას ვერძს. მთელი სახლის საქმეც ქალი კუროს კისერზე გადავა. ვერძი მატებს კუროს სიყვარულს. თუ ვერძი უხეშია, მაშინ ეს კავშირი მუდმივ ძალადობის ქვეშ იქნება. მაგრამ თუ მის მიღმა ნამდვილი რაინდია – წყვილს არამიწიერი სიყვარული და ურთიერთობა ელის. ზოგადად, ეს კავშირი საკმაოდ რთულია და კონფლიქტური, შეიძლება საფუძვლად ედოს საერთო შემოქმედებითი ან საქმიანი ურთიერთობა. ვერძი გასცემს იმპულსს, კურო კი აცოცხლებს დაუდეგარი ვერძის იდეალს.

კურო – კურო

იშვიათი ქორწინებაა, სხვადასხვა ტიპის კუროების შემთხვევაშიც კი. ასეთი მეუღლეები უცბად ვერ აანალიზებენ იმას, რომ ერთნაირნი არიან და ურთიერთობას ძალიან ნელა ავითარებენ. ისინი ერთმანეთზე არიან ჩამოკიდებულნი, რადგან აქვთ სიახლის, ცვლილებების შიში და მიჯაჭვულები არიან სახლზე, კომფორტზე, ბავშვებზე… ორივე ჯიუტია, მაშინაც კი როდესაც აანალიზებენ თავიანთი სიჯიუტის ზიანს _ ამ შემთხვევაშიც აგრძელებენ თავიანთ პრინციპებზე ჯიუტად დგომას, რითიც ურთიერთობას ფუნდამენტს აცლიან.

კურო – ტყუპები

რთული, მაგრამ ხშირი კავშირია, რომელშიც ტყუპები ვერასოდეს შეიცნობენ კუროს ბოლომდე. კუროს ტყუპებში ხიბლავს სიმსუბუქე, კონტაქტურობა, საქმიანი მიდგომა ამა თუ იმ საკითხისადმი და ინფორმაციის ის უსაზღვრო რაოდენობა, რომელსაც ეს ნიშანი ფლობს. ტყუპები კი ეძენებ კუროში ერთგულებას, სტაბილურობას, სახლისა და ოჯახის წარმართვის თვისებებს – იმას, რაც თვითონ ასე აკლიათ. კუროსა და ტყუპებს შორის ყველაზე დიდი პრობლემა ეჭვიანობაა. მოძრავი და დაუდეგარი ტყუპები არა ერთხელ გააცეცხლებს კუროს თავისი საქციელით. როგორც წესი, ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახში, მაგრამ აქვთ განსხვავებული ინტერესები და არ ესმით ერთმანეთის.

კურო – კირჩხიბი

ხშირად შემდგარი, ჰარმონიული კავშირია. მათ ბევრი საერთო აქვთ. მისტიურობისადმი მიდრეკილი კირჩხიბი კუროსაც აზიარებს ამ სფეროს. ორივეს უყვარს სახლი, ორივე კარგი მშობელია. თუ რომელიმე ერთი ღალატობს მეორეს, ეს ის შემთვხვევა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს მათ კავშირს, რადგან მალევე აანალიზებენ, რომ ოჯახზე და სახლზე უკეთესი არაფერია, რადგან სახლი მათთვის ადგილია, სადაც ყოველთვის ყველაფერს აპატიებენ, მხარში დაუდგებიან და მიიღებენ. კურომ კარგად იცის კირჩხიბის ცვალებადი ხასიათის ამბავი და ამიტომ ცდილობს არასოდეს გაუშვას დიდხანს, მარტო. კურო მესაკუთრე და ეჭვიანია, აფეთქებაც შეუძლია, კირჩხიბი კი ყოველთვის ახერხებს მის დაწყნარებას თბილი სიტყვებით, საჩუქრებითა და კეთილგანწყობით. კირჩხიბები გიჟდებიან კუროს მიერ შექმნილ სიმყუდროვესა და კომფორტზე, მათ განუმეორებელ ნიჭზე – დაისვენონ გემოვნებით. კირჩხიბს და კუროს აახლოებს ბავშებზე ერთობლივი ზრუნვა. ორივეს უყვარს შეგროვება და მატერიალური კეთილდღეობა.

კურო – ლომი

ეს სიყვარულისა და ვნების კავშირია. კუროს ლომის მეფური სრულყოფილება იზიდავს და ამავე დროს ადარდებს, რომ არ ჩაიკარგოს მასში. ლომი მუდამ ეძებს თავგადასავალს, სჭირდება, რომ ეთაყვანებოდნენ, შენატროდნენ და შესციცინებდნენ, კუროს კი მშვიდი, სტაბილური კავშირი უფრო მოსწონს. საზოგადოებაში ლომის პრანჭვა და „თამაში“ მუდამ აღიზიანებს კუროს, რაც მის ეჭვიანობასა და ბრაზს წვევს, რომელსაც უკვე ლომი აღარ პატიობს. სამაგიეროდ, ეს კავშირი შეიძლება დამყარებული იყოს მყარ სექსუალურ საფუძველზე. კუროს შეუძLია ლომის სახლში დაკავება, მაგრამ დროსთან ერთად, ეს კავშირი მაინც შეიძლება შეილახოს.

კურო – ქალწული

ბედნიერი კავშირია. ორივე მშვენიერი მეოჯახეა. ორივე საღი, პრაქტიკული, რეალისტი ადამიანები არიან. როდესაც კურო ჯიუტობს, ქალწული ნებისმიერ დათმობაზე მიდის, რათა ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვე შეინარჩუნოს. ქალწული აღფრთოვანებულია კუროს ჰარმონიულობით და მისგან ცხოვრების, არსებობისა და სიხარულის გემოს გებულობს. კურო აღფრთოვანებულია ქალწულის სტაბილურობით, ერთგულებით და მოთმინებით. ამ ორ ნიშანს მიწიერი სიამოვნებებისადმი სწრაფვაც აერთიანებს. ბავშვების დაბადება მათ ოჯახს კიდევ უფრო მტკიცეს ხდის, რადგან შვილები ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. კუროსა და ქალწულის ურთიერთობა შეიძლება გართულდეს მხოლოდ კუროს ეჭვიანობის გამო, რომელიც გამოწვეული იქნება ქალწულის პრანჭიაობით. მესაკუთრე კურო ვერ იტანს ამგვარ საქციელს.

კურო – სასწორი

ორივე ნიშანს ვენერა მართავს. წესით, ბევრი საერთო უნდა ჰქონდეთ. მართლაც, მათ საერთო ინტერესები იზიდავთ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თავიდან – გადის დრო და პირვანდელი ურთიერთლტოლვა გაუგებრობით და გაღიზიანებით იცვლება. კუროს არ მოსწონს სასწორის ზედაპირულობა, მანერულობა, სასწორს კი ზედმეტად სერიოზულად და მიწიერად ეჩვენება კურო. მათ ოჯახში გროვდება წყენა, ურთიერთბრალდებები… ეს ორი ნიშანი ერთად შეიძლება მხოლოდ მაღალ წრეში ტრიალმა ან საერთო სამსახურში ყოფნამ დააკავოს.

კურო – მორიელი

იშვიათი ქორწინებაა. მათ შორის ურთიერთობა იდეალურია, ან საერთოდ არ არის. მათ არაჩვეულებრივი სექსუალური შეთავსება აქვთ _ საერთო მისწრაფებები, სექსუალური აფეთქებები და მგზნებარე ვნებები. კურო იზიდავს ერთგულ მორიელს, მაგრამ მათი ურთიერთმაგნიტურობა სიყვარულის სასიკვდილო თამაშს ჰგავს. ერთად ააგორებენ ხოლმე გრძნობას, მიდიან უკიდურესობამდე, შემდეგ ერთმანეთს სამუდამოდ შორდებიან და ცოტა ხანში ისევ ერთმანეთისკენ ილტვიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ ამოწურავენ ერთმანეთს. როგორც წესი, ხშირად, ისინი უფრო საყვარლები არიან. იშვიათად ხდებიან ცოლ-ქმარი.

კურო – მშვილდოსანი

მათი კავშირი იშვიათადაა წარმატებული. მშვილდოსნის დიქტატორული შეხედულებები და აზრის თავზე მოხვევის თვისება აღიზიანებს კუროს. ინტიმურ სფეროშიც არც თუ ისე იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს. მათი კავშირის შენარჩუნება ბავშვებსაც კი არ ძალუძთ, თუმცა გარკვეული გათვლების ხარჯზე, მნიშვნელოვანი კომპრომისების შედეგად, შესაძლებელია დარჩნენ ერთად.

კურო – თხის რქა

ეს არის საუკეთესო კავშირი ყველა კავშირს შორის. მათ სექსუალური შეთავსება აერთიანებთ, ავთ საერთო ინტერესები თითქმის ყველა სფეროში. ამ წყვილში წამყვანი როლი თხის რქას ენიჭება, რომელიც წინ მიუძღვის კუროს და ანათლებს ყველა საკითხში, დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა დაალაგოს კარადა, რა როგორ სჯობს და ა.შ>… თუმცა, „განათლების“ პროცესი კუროს ყოველთვის როდი სიამოვნებს, ხშირად ცეცხლდება კიდეც ამის გამო. როგორც კი თხის რქა მიხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაშინვე უქმნის პარტნიორს თავისუფლების ილუზიას, გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. კუროსთვის დამახასიათებელია ინერტულობა, რის გამოც მთელი არსებით აღფრთოვანებულია თხის რქისელი საქმისადმი მიდგომითა და გამძლეობით. ცდილობს მიბაძოს მას ყველაფერში. ეს იდეალური კავშირია.

კურო – მერწყული

რთულ და ძნელადშეთავსებად მერწყულს კუროში ერთგულება და სახლის სიყვარული ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს თავისუფლება ურჩევნია, მისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სახლი, სადაც დაბრუნებას შეძლებს. კუროსთვის კი აუტანელია მერწყულის თავისუფლებისმოყვარეობა. მათ ოჯახს გრძნობათა აფეთქებები ელის, ხან სიცივე, ხანაც ცხელი ურთიერთობების მონაცვლეობა. ხშირია კონფლიქტები, გაუცხოება… მსგავსი კავშირის შენარჩუნება იშვიათია, თუ ისინი ზოდიაქოს ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან.

კურო – თევზები

გარეგნულად წარმატებული ურთიერთობა აქვთ, თუმცა მგრძნობიარე თევზებს ხშირად ვნებს უხეში კურო. თევზს არ შეუძლია დააკმაყოფილოს კუროს უსაზღვრო სექსუალობა, ამ უკანასკნელს კი არ ესმის პარტნიორის გრძნობების ცვალებადობა, რომელიც ხან ცხელია, ხანაც ცივი და ეჭვიანობს მასზე. კურო-თევზების ქორწინება იქნება მყარი, თუ კურო სირბილეს გამოიჩენს და თევზებს გაუგებს, ხოლო რაც უფრო „მიწიერი“ გახდება თევზები, უკეთესად გაუგებს კუროს. ხშირად, ორივე მათგანი გულში სხვა პარტნიორზე ოცნებობს…

ავტორი

მსგავსი ფოსტები