კურო მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
საერთოდ, კურო, თავისი სიჯიუტითაა ცნობილი. უაზრობაა აიძულოთ ის შეცვალოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება, ან აიძულოთ, გააკეთოს რამე. და რაც უფრო მეტად ეცდებით, მით უფრო არ გამოგივათ. არაფერს დათმობს. მისი, ასე ვთქვათ, `დამუშავება~ წინასწარ, შეპარვით უნდა დაიწყოთ, ძალდაუტანებლად უნდა შთაუნერგოთ თქვენი იდეა მანამ, სანამ არ გაითავისებს და საკუთარი არ ეგონება.
კუროსთან სიფრთხილე გმართებთ. მიუხედავად მისი უკონფლიქტო, დინჯი რეპუტაციისა, არ შეიძლება მისი ზედმეტად გაღიზიანება, ან მისი ჩვევების ან სისუსტეების სასაცილოდ აგდება – ერთ `მშვენიერ~ მომენტში აფეთქება და თან ისე, რომ საერთოდ შეიცვლით მის შესახებ შთაბეჭდილებას. მისი გულის მოპოვება მხოლოდ მოთმინებით, ერთგულებითა და სირბილითაა შესაძლებელი. მასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მის გრძნობებს მიმართავთ: ის გულკეთილი და სენტიმენტალურია. შეეცადეთ, ყოველთვის მაძღარი და ნასიამოვნები გყავდეთ თქვენი რჩეული. იყავით მის მიმართ ყურადღებიანი და თბილი, გამოხატეთ თქვენი გრძნობები, ის ხომ ასე აფასებს თქვენს ერთგულებას. მისი მოხიბვლა, ასევე, სასიამოვნო არომატითა და ლამაზი ტანსაცმლით შეიძლება. კურო _ სილამაზის ტყვეა.