კურო – ზოგადი დახასიათება
ასტროლოგიური სტიქია: მიწა
მმართველი პლანეტა: ვენერა
დევიზი: მემაქვს!
სიტყვა: სტაბილურობა
სიმბოლო: კუროსთავიდარქები
თილისმა: ოქროს კურო, ბუ
ქვები: ფირუზი, ძოწი, მალაქიტი, საფირი
ლითონი: სპილენძი
ბედნიერი კვირის დღე: ორშაბათი, პარასკევი
უიღბლო დღე: სამშაბათი
ბედნიერი რიცხვი: 6
ბედნიერების მომტანი ფერები: მწვანე და ცისფერი
ქვეყნები და ქალაქები: არგენტინა, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, კიპრი,
პალერმო, უკრაინა, ბელორუსია, სენტლუისი, სტამბული
ჯანმრთელობა:
კუროსსუსტიადგილიყელიდაგულია. მიდრეკილებაგაქვსსიმსუქნისადმი. კუროებმაუნდამიხედონკბილებსდაგლანდებს, ვინაიდან ხშირია შუაყურის
ანთება და ანგინა, რაც თავის მხრივ აზიანებს ყელის ლიმფურ კვანძებს.
პროფესიები:
საპარფიუმერო ბიზნესი, სილამაზის სალონი, ძვირფასეულობის მაღაზია,
მებაღეობა, ხელოვნებისსფერო, საბანკო-ეკონომიკურისისტემა, ვაჭრობა.
დადებითი თვისებები:
სიძლიერე, გამძლეობა, მიზანდასხულობა, შეუპოვრობა, ერთგულება,
პრაქტიკულობა, შრომისმოყვარეობა, სილამაზის აღქმის უნარი
უარყოფითი თვისებები:
სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა (სიძუნწე), მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, კონსერვატიზმი.
კუროსუყვარსყველაფერი ლამაზი, ხარისხიანი და როგორცწესი, თავის ენერგიას,
მატერიალური სიმდიდრეებისა და ფულის დაგროვებისკენ მიმართავს, რათა
დაიკმაყოფილოს თავისისურვილები.
ეს შეიძლება იყოს: სიამოვნება, კომფორტი, კეთილდღეობა.
ის აფასებს ყველაფერს ლამაზს, ტანსაცმლიდან დაწყებული ლამაზ მუსიკამდე.
კუროები სტაბილური, ერთგული, სანდო ადამიანები არიან, თუმცა ძალიან ჯიუტები,
ასევე, ცოტათი ზანტებიც, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ დაწყებული საქმე.
მეგობრებთან და ახლობლებთან, როგორცწესი, გულახდილობითა და ერთგულებით
გამოირჩევიან და ხშირად საკუთარ თავზე იღებე მათ პრობლემებს.
უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და ბევრს მუშაობენ, რათა ჩანაფიქრის მატერიალიზება მოახდინონ.
ეს შემგროვებელი ნიშანია, რომელიც ნელი, სტაბილური პროგრესისკენ ისწრაფვის.
გამოირჩევა გაბედულებით, უყვარსშეძენა. არ უყვარს ცვლილებები დამოულოდნელობები. საოცრადკონსერვატორია. კუროები გულის სიღრმეში ადამიანების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათ ცხოვრებაში გარანტიები სჭირდებათ.
მათკომფორტსანუსაფრთხოებასსაფრთხეემუქრება, საერთოდ იხურებიან და არეალიდან ქრებიან. საერთოდ, კუროს წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია. მას უდიდესი მოთმინების უნარიაქვს, მაგრამ, თუ ყელშიამოუვიდა, იფეთქებს და ძალიან საშიში ხდება, რის შემდეგაც დიდხანს არ პატიობს. მას წყენის დამახსოვრება, ან უბრალოდ, წლების მანძილზე გაბუტვა შეუძლია.
კურო არ ეძებს პოპულარობას. ცხოვრებაში მაღალ მიზნებს არ ისახავს. თავის მიზნებამდე, ნელა, მაგრამ დარწმუნებით მიდის. ზოგჯერ ძალიან ძუნწი, ხელმომჭირნეა, თუმცა დღესასწაულებზე ხელგაშლილი, მაგრამ არასდროს _ მფლანგველი.
უყვარს ტრადიციები და სტაბილურობა. შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს. კუროები, როგორც წესი, სიტყვის ადამიანები არიან. არ უყვართ არარეალური მიზნები და დაპირებები. არასდროს წუწუნებენ. შეუძლიათ მძიმე სამუშაოს შესრულება. არ უყვართ სამუშაოა დგილის შეცვლა.
საზოგადოებაში კურო თავისი ჩუმი ქცევით გამოირჩევა. მისი მიხვრა-მოხვრა, ლაპარაკის მანერა, ყველაფერი მის ჩუმ ბუნებაზე მიუთითებს, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. მას უნარი აქვს თვეების ან ზოგჯერ წლების მანძილზეც კი იგნორირება გაუკეთოს იმას, რაც სხვებს ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობიდან გამოიყვანდა. მას შესაშური მოთმინების უნარი დაა მტანიანობა აქვს.
შეუძლებელია კუროს რაიმეს კეთება აიძულო. რაც მეტადმოინდომებთ, მითმ ეტად გაჯიუტდება და გაძალიანდება. კურო საწინააღმდეგო სქესს იზიდავს, მაგრამ ამისთვის არასდროს ირჩევს აგრესიულ გზებს. ურჩევნია ადამიანები თვითონ იჩენდნენ მასთან დაახლოების ინიციატივას. პასიურობა _ მისთვის ტიპიურია.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ ირგვლივმყოფებისგან ბევრი სიყვარულის მიღებას. უზარმაზარი მგრძნობელობა ახასიათებთ და ესაჭიროებათ მიწიერი, ინტიმური სიახლოვე. ამიტომ, როგორც წესი, ემოციურ კომფორტს მხოლოდ სიყვარულისა და ეროტიკულად დატვირთულ ატმოსფეროში განიცდიან, ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ კონტაქტებში.
ეს მოთხოვნილება უფრო მძაფრად მოზარდობის ასაკში ვლინდება. თუ ამ დროს ვერ ღებულობენ საკმარისი ოდენობით სიყვარსულსა და სექსუალურ სიამოვნებას, სასტიკად აგრესიულნი ხდებიან.
თუ სექსუალური ენერგია გამოსავალს ვერ ჰპოვებს, მათში ფსიქოლოგიური დისკომფორტი იწყება, რაც მძიმე დეპრესიში გადადის. კუროები მესაკუთრე და ეჭვიანები არიან, ზოგჯერ უკიდურესად.
ეს ნიშანი ძალიან იშვიათად იმყოფება გაღიზიანებულ ან ნერვოზულ მდგომარეობაში. შინაგანად ძალიან მტკიცეა. ყველაფერს იღებს ისე, როგორც არის. გალამაზების გარეშე.
უყვარს საკუთარი სახლი, საყვარელი სავარძელი, ნაცნობი გარემო. ვერ იტანს ავეჯის გადაადგილებას და საერთოდაც, ნებისმიერ ცვლილებას. ოცნებობს აგარაკზე, საკუთარ სახლზე. უყვარს მიწასთან ურთიერთობა, ბუნება, ყვავილები.
როგორც წესი, კურო კარგი მეოჯახეა. მისთვის სახლი – მისი ციხე-სიმაგრეა. ის უერთგულესი ადამიანია საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მის თვალში ნდობა დაიმსახურა. კურო ყველაზე ჯიუტი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. მას წლების მანძილზე შეუძლია გაუძლოს უამრავ პრობლემასა და სირთულეს ხმის ამოუღებლად.
არავის შესჩივლებს, არც დაადანაშაულებს და რაც მეტი უსიამოვნება ექმნება, მით მეტ ძალას პოულობს საკუთარ თავში, რათა მოერიოს მათ და სტაბილური გარემო შეიქმნას. იმდენს, რასაც ეს ნიშანი ბედის დარტყმების დროს იტანს, ვერავინ აიტანდა. კურო იშვიათადაა შურისმაძიებელი და სასტიკი.
მას უყვარს ფული და ეხერხება მისი შოვნა. საძირკველს ნელა, მაგრამ ფუნდამენტურად აშენებს და ხშირად, დიდ მატერიალურ დოვლათს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად სწორად მოქმედებს, რომ ადრე თუ გვიან, ფული მაინც მოდის მასთან მისი უნიკალური მოთმინების უნარისა და ყაირათიანობის წყალობით.
საერთოდ კუროს ძალიან უყვარს სიამოვნების მიღება, სიყვარული, სექსი იქნება ეს თუ ხელოვნების სფერო. მას ხიბლავს თვითონ ფორმა, სურნელი რომ არა სიჯიუტე, კუროები გაცილებით ადვილად და მალე მიაღწევდნენ დასახულ მიზნებს. მათ მოქნილობა, ლაბილურობა აკლიათ
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული კუროში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები კუროში
კვანძები კუროში
ლილიტი კუროში
სელენა კუროში
11 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
gio ♥
სრულიად ვეთანხმები… 😀
^_^
faizayia 😐 ! 😀
martaliaa <3
99% realuria .!
martla egeti var
es rodidan rodemdea ?
100% it vetanxmebi martalia
Zogi AR daemtxva,Mara dziritadi da mnishvnelovani kii