კურო ბოსი
თქვენი უფროსი სასიამოვნო, ბუნჩულა და გულისხმიერ ადამიანად მიგაჩნიათ, რომელიც არასოდეს წუწუნებს, ყველაფერს გიგებთ, არასოდეს იძლევა შენიშვნებს და მითუმეტეს არასოდეს ყვირის? მადლობა ღმერთს, რომ სანამ მას ბოლომდე გაიცნობდეთ ამ ყველაფრის წაკითხვას და გათვალისწინებას მოახერხებთ. კუროა ძალიან თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ მის მოთმინებას საზღვარი გააჩნია. შესაძლოა თქვენ ის წყნარ, მშვიდ, სასაცილო და მოუქნელ სრულიად უვნებელ დათუნიას გაგონებთ, მაგრამ კარგად გაიხსენეთ ზღაპრის დათუნიების, განსაკუთრებით ის სამი დათუნია ერთმა გოგონამ რომ მათი სკამების, საჭმლისა და საწოლების ხელყოფა გაბედა. გოგონამ ტრაგიკული ფინალიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ რა გარანტია გაქვთ რომ ასე გაგიმართლებთ?
ამას გარდა, ის დათვი კი არა ხარია და ხარი დათვისგან განსხვავებით სრულიად მოულოდნელად შესაძლოა ეძგეროს ადამიანს. ისინი საკმაოდ საშიში ცხოველები გახლავთ. ნუ გამოსცდით მის მოთმინებას. როცა ის მშვიდი სახით გპატიობთ რაღაცას ამ დროს მის თავზე საავდრო ღრუბლები გროვდება და ერთ დღეს ერთი წვეთიც საკმარისი იქნება მეხის გასავარდნად. დღეს რომ შეცდომებიანი წერილი შეუტანეთ, ხვალ რომ ანგარიშში ერთი ორი ციფრი შეგეშალათ და ის ყველაფერს მშვიდად შეხვდა, თქვენც ფიქრობთ რომ ზეგაც იოლად გამოძვრებით? ძალიან ცდებით, ის ყველაფერს იმახსოვრებს და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ეგ ფურცლები თავზე დაგახიოთ. მას არც ეზარება და არც ეუხერხულება თქვენთვის შენიშვნის მოცემა, უბრალოდ იცის რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ყურადღებით გაკვირდებათ და თუ შეგატყოთ რომ თავს გაგივიდათ, სამსახურიდან გაგაგდებთ და საერთოდ არ იდარდებს ამის გამო. შანტაჟის მოწყობა არც იფიქროთ, კუროს ცრემლების არ სჯერა. გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე ბევრი შანსი აქვს მოცემული და საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა და ახლა ამ გადაწყვეტილებას არაფრით არ შეიცვლის. იგი ბუნებით მესაკუთრეა და თავის ფირმას თქვენ გამო არავითარ შემთხვევაში არ აზარალებს.
როცა კურო უფროსს ელაპარაკებით ეცადეთ საქმის არსი ძალიან მოკლედ და მარტივად აუხსნათ, შესაძლოა არ გითხრათ რომ ბევრს მიედ მოედებით, მაგრამ გულში აუცილებლად გაივლებს.
რაც შეეხება სიახლეებს, მას თქვენი გენიალური იდეით აღტაცებაში უცებ ვერ მოიყვანთ. იგი მართალია პატარა საქმით არ კმაყოფილდება და ცდილობს გაზარდოს თავისი კომპანია, უფრო მეტიც ნამდვილ იმპერიად გადააქციოს, მაგრამ ამას ნაბიჯ ნაბიჯ, მოზომილად და გეგმაზომიერად აკეთებს. რისკზე წასვლა არ უყვარს. ამიტომ თქვენს ნოვაციას საკმაოდ გულგრილად შეხვდება, საფუძვლიანად შეამოწმებს პრაქტიკაში და როცა ყოველგვარ რისკს გამორიცხავს, დინჯად დაიწყებს ცვლილებების განხორციელებას. იგი ბუნებით კონსერვატორია და აზარტთანაც ვერ მეგობრობს. ურჩევნია სიახლე სხვებმა გამოსცადონ და თავად მშვიდად გაუყვეს უკვე სხვების მიერ გატკეპნილ ბილიკს.
ამას გარდა, მას თავაზიანი, მოწესრიგებული და ელეგანტური ხელქვეითები მოსწონს, კარგი მანერებით. ცხარე კამათს დინჯი განსჯა ურჩევნია. როცა დაჯდომას გთავაზობთ, სკამზე ნუ გადაიშხლართებით, საზურგეზე ნუ გადაწვებით და ღმერთმა დაგიფაროთ, ფეხების ჟურნალების მაგიდაზე შემოწყობის იდეისგან. ამას არავითარ შემთხვევაში არ მოგითმენთ. ეცადეთ არ ზედმეტი ექსტრავაგანტულობით და მკვეთრი მაკიაჟით მოხვდეთ თვალში.
მოკლედ, კურო უფროსი საერთოდ არ არის ისეთ უპრობლემო ადამიანი როგორიც თავიდან გეგონათ, თუმცა ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის არასოდეს ივიწყებს ერთგულ თანამშრომლებს, სამართლიანია და ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას რასად ამბობს. თუ ბრიყვი გიწოდათ, ესე იგი ბრიყვად გთვლით და სჯობს თავად ეძებოთ სხვა სამსახური, მაგრამ თუკი შეგაქოთ და მის მოკავშირედ გთვლით, დაწინაურებაა და სტაბილურ სამუშაო ადგილი გარანტირებული გაქვთ. თქვენ საიმედო ხელში ხართ.
ლინდა გუდმენი