ასტროლოგიური მაღაზია

კურო – ანტი-ჰოროსკოპი

კურო_ანტი-ჰოროსკოპიამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზედმეტი ხელმომჭირნეობით გამოირჩევიან, რასაც სინამდვილეში ძუნწობა ქვია , თუმცა თავად ასე არ თვლიან. მუდმივად, როგორც საჭირო, ასევე ყოვლად უსარგებლო ნივთების დაგროვების პროცესში იმყოფებიან. თავიანთი “ქონების” სხვებთან გაზიარება არ უყვართ. ის რაც სხვებისთვის სიძუნწეა, კუროებისთვის – სიფრთხილე და კეთილგონიერებაა. მაგრამ არ ენანებათ ფულის ხარჯვა საკუთარ კომფორტსა და გემრიელ კერძებში.

კუროს ნიშნის წარმომადგენლები საოცარი მსუნაგობით და უჩვეულო სიჯიუტით გამოირჩევიან. თუ რაიმე არ სურთ ვერავინ გადაარწმუნებს. კუროების კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი – ვიწრო აზროვნებაა.

საკუთარი თავის გარდა არაფრის დანახვა არ სურთ და პრინციპში, არც შეუძლიათ. აუცილებელი ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელება ძალიან უჭირთ, არ სჩვევიათ საკუთარ თავზე მუშაობა და მანკიერ ჩვევებზე უარის თქმა. არარისკიანი და ზედმეტად ფრთხილი ნიშანია, მოცემული შანსების გამოყენება არ შეუძლიათ, რის გამოც ხშირად მიზანს ვერ აღწევენ.

სასურველია, კურომ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოისმინოს და შემდეგ რამეს გამოსწორება სცადოს და არა ჯიუტად იმოქმედოს ძველი ჩვევების მიხედვით.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – სიჯიუტე, სიზარმაცე, ეგოიზმი, გულგრილობა, ზოზინი , სიძუნწე, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი