კირჩხიბი – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კირჩხიბი
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი აქცენტს პირად ცხოვრებაზე გაგაკეთებინებთ. საქმეზე მეტად წელს სწორედ სასიყვარულო სფერო დაგაინტერესებთ. გახსოვდეთ, მოთმინება და სხვების მოსმენა თქვენი წარმატების გასაღები იქნება. დიდი ალბათობაა, გასულ წლებში შექმნილი შემოქმედებითი ნაშრომები და პროექტის იდეები სწორედ წელს გახდეს პოპულარული და საზოგადოებრივი აღიარება მოგიტანოთ. მტკიცედ მიჰყევით გულისთქმას მაგრამ ზურგი არ შეაქციოთ გონების ძახილს. იყავით კეთილი და თბილი გარშემომყოფების მიმართ. ასეთი განწყობა ყოველთვის დადებითად დაგიბრუნდებათ.
კარიერა
წლის პირველი მეოთხედი წარმატებული იქნება, იგრძნობთ, რომ წინა წლებში დაგროვილი ღვაწლი არ ამაო არ იყო. 2014ის მეორე ნახევარში კი სცადეთ თავი ახალ სფეროში. აუცილებლად გექნებათ სფერო, რომელშიც ყოველთვის გაინტერესებდათ მოხვედრა. აქცენტი გააკეთეთ გუნდური მუშაობის პრინციპზე და ისწავლეთ თანამშრომლობა მათთანაც კი, ვისაც საერთოდ ვერ ეწყობით. დათმობით და წინდახედული სვლით ყველაფერი შესაძლებელია.
სიყვარული
წელს რეალური ურთიერთობების არარეალურისგან გარჩევას ისწავლით. ცრუ დაპირებებით არ მოიხიბლებით და თავსაც არ მოიტყუებთ. იყავით ის რაც ხართ, პირდაპირ დააფიქსირეთ საკუთარი სურვილები ურთიერთობაში. სხვისგან ბევრს ნუ მოითხოვთ და თქვენც ზომიერად გაეცით. წლის ბოლოს, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. დაგილაგდებათ პირადი ცხოვრება და იგრძნობთ რამდენად მარტივია კავშირი, როდესაც ორივე მხარეს საკუთარი სამოქმედო არეალი აქვს.
ფინანსები
კარგი პერიოდია უკვე დაგეგმილი გეგმების განსახორციელებლად. თამამად ჩაერთეთ, ახალ პროექტებში, რომელთა წარმატება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს. არც ერთი შემოთავაზება რომელიც თქვენამდე მოვა, არ იქნება შემთხვევითი. ფინანსურ სტაბილურობას წლის ბოლოსთვის უნდა ელოდოთ. მანამდე მოგიწევთ მიზანმიმართული მუშაობა.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის მხრივ, სასიკეთო პერიოდი გაქვთ. სულიერი სიმშვიდე თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ფსიქოლოგიურ განტვირთვას და დადებით ემოციებს. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:* :* მადლობა ხალხო 🙂
davmshviddi 🙂
magariaaa:))))