ასტროლოგიური მაღაზია

კირჩხიბი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

კირჩხიბი_20132013 წელს, კირჩხიბებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით ურთიერთობებში. პლიუს ნიშნით მოხდება ეს ყველაფერი თუ მინუს ნიშნით, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

აუციელბლად დაუთმეთ საკმარისი ყურადღება თქვენს მეგობრებს და ახლობლებს. ეს ისევე აუცილებელია თქვენთვის, როგორც იმათთვის.

შეეცადეთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თქვენი ენერგიისა და ენთუზიაზმის დახმარებით არა ერთი სიტუაციის თქვენდასასიკეთოდ მობრუნებას მოახერხებთ.

თუ იგრძნობთ, რომ 2013 არც ისე კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ როგორც ისურვებდით, უბრალოდ მიენდეთ სამყაროს და მისდიეთ მოვლენებს. გახსოვდეთ, რომ სიკეთით, კეთილსინდისიერებითა და საკუთარი თავის რწმენით ნებისმიერ საქმეში მიაღწევთ წარმატებას.

სამსახურში ყურადღებით იყავით თანამშრომლების ქმედებების მიმართ, შეეცადეთ არ გააკეთოთ სხვისი გასაკეთებელი საქმე მითუმეტეს, თუ ქულები სხვას დაეწერება და არა თქვენ.

ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხებთ თქვენთვის სასიკეთო გზის მოძებნას თუ წინდახედულად იმოქმედებს და ემოციების მოზღვავებას არ მისცემთ უფლებას გაგიფუჭოთ საქმე.

2013 წელს მნიშვნელოვანია ენდოთ მხოლოდ გამოცდილ მეგობრებსა და პარტნიორებს.

კარგი წელი იქნება ძველი ვალების დაბრუნებისთვის და ზედმეტი ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად. წინდახედულად ხარჯეთ მთელი 2013-ის განმავლობაში.

ნუ იჩქარებთ ახალი პარტნიორის მოძიებას. წელს არსებობს საფრთხე შეცდომების დაშვების და ადამიანების გაიდეალიზებისა. ნურავის ენდობით სანამ კარგად არ გაიცნობთ და შეიცნობთ. უკეთესი იქნება თუ უკვე არსებულ ურთიერთობებს გაუფრთხილდებით, შეინარჩუნებთ და არ დაანგრევთ.

ენდეთ საკუთარ თავს და მისდიეთ საკუთარ სურვილებს. ისწავლეთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ნუ იქნებით დამოკიდებული სხვის რჩევებზე.

სამყარო თქვენსკენ არის… უსმინეთ მას და გამოიყენეთ შესაძლებლობები თქვენდასასიკეთოდ : )

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი