ასტროლოგიური მაღაზია

კირჩხიბი – 2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კირჩხიბი_სასიყვარულო_პროგნოზი2013 წელს, კირჩხიბებს ძირითადი დროის პირადი ურთიერთობებისთვის დათმობა მოუწევთ. პარტნიორის გარეშე ცხოვრება მათთვის ისედაც წარმოუდგენელი და ძალიან რთულია.
თუ წინა ურთიერთობები ახალი დასრულებული ან გაწყვეტილი გაქვთ შეეცადეთ დაფიქრებით იმოქმედოთ და „ოღონდ ვინმე გყავდეთ” ამ პრინციპით არ იხელმძღვანელოთ.

როგორც წესი, კირჩხიბებს რეალური ვნება და მგზნებარე სიყვარული ნაკლებად ახასიათებთ. მათი სიყვარული ხშირად წარმოიშობა მადლიერების და საზოგადოებრივი კეთილგანწყობის საფუძველზე. მათ ადვილად შეუძლიათ დაარწმუნონ თავი ნებისმიერი ადამიანის სიყვარულში, თუმცა გველის წელიწადში ეს ნაკლებად გამოუვათ. გველს მხოლოდ ჭეშმარიტი და რეალურად ძლიერი სასიყვარულო თავგადასავლები ხიბლავთ.

უკვე ქორწინებაში მყოფ კირჩხიბებს თავისებული მიდგომა აქვთ ოჯახური ურთიიერთობების მიმართ. ისინი უბრალოდ არაფერს იმჩნევენ პრობლემურს. 2013 წელს კი კირჩხიბების მეუღლეებს არცთუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი ელით, რადგან როგორც იქნა, ისინი რეალურად დაანახებენ მათ ყველა დეტალს, რომელიც არ აკმაყოფილებთ და მოითხოვენ მათ გამოსწორებას. ზაფხული თქვენი ოჯახური ურთიერთობებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ჩხუბისა და აურზაურისგან. გაანეიტრალეთ უარყოფითი მუხტი მეტი ჩახუტებით, მოფერებით, დადებითი მოვლენებით. მოგზაურობით და ახალი ემოციებით. მზად იყავით კომპრომისზე წასასვლელად.

რაც მთავარია, შენარჩუნებული ურთიერთობის გაგრძელებას განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულობა დასჭირდება. იყავით რბილი, მაგრამ პირდაპირი. არ დაიტოვოთ საიდუმლო გაუზიარებლად.
მარტოხელა კირჩხიბებს წელს გაუმართლებს თუ ერთხელ და სამუდამოდ შეძლებენ გაწყვიტონ კავშირი წარსულთან და დაივიწყონ ძველი ურთიერთობები. წინ ვერ წახვალთ სანამ უკან გაკავებენ.

ასე ძლიერაც ნუ უფრთხილდებით თქვენს თავისუფლებას და თუ როდესმე მაინც აპირებთ პარტნიორის ყოლას მაშინ წელს კარგი დროა სამოქმედოდ.
კირჩხიბებს, რომლებიც დღემდე სხედან და ელოდებიან დედის ან მამის თანხმობას მათ ქორწინებაზე ვურჩევთ ერთხელ და სამუდამოდ მიხვდნენ რომ ცხოვრება მათ ეკუთნით და არა ოჯახის წევრებს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი