კირჩხიბი – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(22.06 – 22.07)
შავი დრაკონის წელიწადში თავის ხელში აყვანა გმართებთ. საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობა არ აიღოთ, ზედმეტად არ ჩაერთოთ არანაირ აქტივობაში და ნურავის გადაყვებით, საკუთარი თავის გარდა.
გაითვალისწინეთ, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპზეა მოწყობილი. ყველა მოვლენას თქვენს ცხოვრებაში მოუძებნეთ მიზეზი და შეეცადეთ წინდახედული იყოთ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს.
შეიძინეთ ყოველდღიური ჩანაწერებისთვის ბლოკნოტი. აუცილებლად გამოგადგებათ.
ამ წელს უამრავი ახალი და საინტერესო იდეა მოგივათ რომლებიც უნდა ჩაიწეროთ. თუ წელსვე არა მომავალში მაინც შეუდგეთ მათ განხორციელებას.
გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად. ოჯახის წევრებს არ მოაკლოთ თქვენი ყურადღება და აგრძნობინეთ ახლობლებს დადებითი დამოკიდებულება მათდამი.
სამსახურში მესაკუთრეობის პრინციპზე უარი უნდა თქვათ და სხვისი იდეების მოსმენა-განხორციელებაც შეძლოთ.
თქვენ წელს დამაკავშირებელი ან მნიშვნელოვანი ფიგურის როლი არა ერთხელ გერგებათ. ბევრ ადამიანს დაეხამრებით საქმიანი სიტუციის წარმართვაში ან სასიყვარულო და ოჯახური საკითხების მოგვარებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი და ზედმეტად არავის ცხოვრებაში ჩაერიოთ
წამოწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. არაფერს არავინ გაგიკეთებთ თუ თვითონ არ მისდიეთ ბოლომდე. წინასწორობის შენარჩუნება, სამყაროსადმი კეთილგანწყობა და მიზანდასახულობა დრაკონის წელიწადში დიდ წარმატებას გიქადით.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება კირჩხიბის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.