ასტროლოგიური მაღაზია

კირჩხიბი – სასიყვარულო შეთავსება

კირჩხიბიკირჩხიბი – ვერძი

რთული კავშირია. თავიდან კირჩხიბს მოსწონს ვერძის სიმხურვალე, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, თუმცა მალევე იწყება კონფლიქტი და გაუგებრობა. ვერძის აქტიური ნატურა აღიზიანებს და თრგუნავს ემოციურ კირჩხიბს, რომელსაც სურვილი აქვს დაიმორჩილოს და მიიბას პარტნიორი. ხშირად, ეჭვიანი კირჩხიბის საქციელი აიძულებს ვერძს იყოს უხეში და გადადგას პირველი ნაბიჯი დაშორებისკენ. კირჩხიბი იტანჯება ვერძის უხეშობის გამო, გულღია ვერძი კი განიცდის კირჩხიბის გულჩათხრობილობას და მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს ის გულის გადასაშლელად… სიტუაცია სწორედ აქ რთულდება, რადგან კირჩხიბი ჩაკეტილი არსებაა გაღიზიანებული ვერძი წავა, კარის მოჯახუნებით.

ვერძის და კირჩხიბის წარმატებული კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ორივე საკუთარი ნიშნის არატიპიური წარმოდგენილია.

კირჩხიბი – კურო

ხშირად შემდგარი, ჰარმონიული კავშირია. მათ ბევრი საერთო აქვთ. მისტიურობისადმი მიდრეკილი კირჩხიბი კუროსაც აზიარებს ამ სფეროს. ორივეს უყვარს სახლი, ორივე კარგი მშობელია. თუ რომელიმე ერთი ღალატობს მეორეს, ეს ის შემთვხვევა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს მათ კავშირს, რადგან მალევე აანალიზებენ, რომ ოჯახზე და სახლზე უკეთესი არაფერია, რადგან სახლი მათთვის ადგილია, სადაც ყოველთვის ყველაფერს აპატიებენ, მხარში დაუდგებიან და მიიღებენ. კურომ კარგად იცის კირჩხიბის ცვალებადი ხასიათის ამბავი და ამიტომ ცდილობს არასოდეს გაუშვას დიდხანს, მარტო. კურო მესაკუთრე და ეჭვიანია, აფეთქებაც შეუძლია, კირჩხიბი კი ყოველთვის ახერხებს მის დაწყნარებას თბილი სიტყვებით, საჩუქრებითა და კეთილგანწყობით. კირჩხიბები გიჟდებიან კუროს მიერ შექმნილ სიმყუდროვესა და კომფორტზე, მათ განუმეორებელ ნიჭზე – დაისვენონ გემოვნებით. კირჩხიბს და კუროს აახლოებს ბავშებზე ერთობლივი ზრუნვა. ორივეს უყვარს შეგროვება და მატერიალური კეთილდღეობა.

კირჩხიბი – ტყუპები

ტყუპები კირჩხიბისთვის მუდმივი მომხიბვლელობის ნიშანია და ამიტომაც იზიდავს მას. ტყუპები და კირჩხიბიც არასტაბილური პარტნიორები არიან, ინფანტილურები და ცვალებადი ხასიათის, თუმცა ერთად ყოფნა ორივეს ძალიან მოსწონს და აინტერესებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ინტელექტუალურ საკითხებამდე მიდის _ კირჩხიბი ყველა მოვლენის არსსა და ძირს წვდება, ტყუპები კი ინფორმაციას ჰაერშივე იჭერს და მიღებულ ცოდნას სისტემატიზირებას უკეთებს. კირჩხიბისა და ტყუპების ქორწინების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი და თავისუფალი ურთიერთდამოკიდებულებით, რაც სენტიმენტალურ კირჩხიბს არც ისე ხშირად გამოსდის. როგორც კი კირჩხიბი ცდილობს ტყუპების მთლიანად მიბმას, მისი ჩანაფიქრიდან არაფერი კარგი არ გამოდის, რაც კიდევ უფრო ძაბავს მათ შორის ურთიერთობას.

კირჩხიბი – კირჩხიბი

საკმაოდ ხშირი ქორწინებაა, რადგან კირჩხიბი თავისთვის ორეულს ეძებს. ადამიანს, რომელიც მასსავით აღიქვამს გარესამყაროს, აქვს პატიების უნარი და ესმის ყველა კომპლექსი და იმ პატარა საიდუმლოებების არსებობა, რომელთა შენახვაც ასე უნდა. ორი კირჩხიბის კავშირში ემოციების ამოფრქვევა, ცრემლი, სკანდალები და ამავე დროს პატიება და გაგებაა. ახალგაზრდობაში, როგორც წესი, კირჩხიბი სოლიდურ და ასაკით უფროს პარტნიორს ირჩევს, მერე კი, უკვე ახალგაზრდებს ანიჭებს უპირატესობას, რაც ასევე გარკვეული კომპლექსების გამოვლინებას უნდა მივაწეროთ.

კირჩხიბი – ლომი

იდუმალი და საინტერესო სასიყვარულო კავშირია, რომელიც ქორწინებისთვის ნაკლებად გამოდგება. კირჩხიბი ლომს ცბიერების, მიზიდულობის, საიდუმლოთა ქსელში აბავს და პრაქტიკულად უმოქმედო, უმწეო ადამიანად აქცევს. ოჯახის შექმნის შემდეგ, ეს წყვილი, ძნელად ეგუება ერთმანეთს. კირჩხიბის სურვილია, ბოლომდე ფლობდეს ლომს, რის ნიადაგზეც იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, იწყება ჩხუბი, დაძაბულობა. მაშინ, როდესაც კირჩიბი თავის სურვილებს ღიად არ ამჟღავნებს, მათ იმდენად არაოსტატურად მალავს, რომ ლომისთვის სახლში მისვლაც კი აუტანელი ხდება. თუ ორივე პარტნიორი დაბალი ინტელექტის პატრონია, ასეთ შემთხვევასი ეს კავშირი რამდენიმე კვირაშივე წყდება. ლომმა და კირჩხიბმა შესაძლოა შეძლონ თანაცხოვრება როგორც და-ძმამ, მზემ და მთვარემ, რომლებიც ოჯახში მოვალეობებს ინაწილებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთვევაში მოხდება, თუ ერთმანეთის მოსმენასა და პატიებას ისწავლიან.

კირჩხიბი – ქალწული

კარგი კავშირია, რადგან კაპრიზული, ნერვიული დ ქაოტური კირჩხიბის გაგება, სხვებზე უკეთ, სწორედ ქალწულს შეუძლია. ქალწული აძლევს კირჩხიბს მისთვის აუცილებელ თავისუფლებას, შესაძლებლობას – წავიდეს და უკან დაბრუნდეს. ყოველ ჯერზე ქალწული იფარებს, ეხმარება და იცოდებს უკან დაბრუნებულ კირჩხიბს სჯერა რა, რომ ეს უკანასკნელად ხდება! კირჩხიბებს მოსწონთ ქალწულის სტაბილურობა, გონიერება, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების უნარი. ოჯახისა და ბავშვების ხათრით ქალწული ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. ქალწულები კი მოხიბლულნი არიან კირჩხიბის მგრძნობელობით და ემოციურობით.

კირჩხიბი – სასწორი

ამ კავშირში სასწორი უნდა იყოს ძალიან მომთმენი და საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეს აღებული დედა-დიასახლისის როლი, კირჩხიბი კი მამობას უნდა ირგებდეს. ხშირად, ასეთ ქორწინებას ფინანსური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ხათრით ინარჩუნებენ. ამ ორ ადამიანს შორის ყოველთვის არსებობს ფარული დისტანცია. მე _ მე ვარ, და შენ _ შენ!

კირჩხიბი – მორიელი

ისინი უფრო კარგი საყვარლები იქნებოდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარნი, რადგან კირჩხიბს არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მორიელის წნეხის ქვეშ ყოფნა. მორიელსაც აღიზიანებს კირჩხიბის არასტაბილურობა და ცვალებადობა. მიუხედავად ყველაფრისა, კირჩხიბი და მორიელი მუდმივად იზიდავენ ერთმანეთს, აინტერესებთ ერთად ყოფნა, თუმცა კარგად ესმით, რომ ეს არც თუ მარტივი ურთიერთობაა მათთვის.

კირჩხიბი – მშვილდოსანი

ხშირი კავშირია, რომელიც თავისი სიკაშკაშით ყალბ ბრილიანტს ჰგავს. მათ შორის ბევრი აღტაცება, სიხარული, ვნებიანი სექსი და სიყვარულია, თუმცა ხშირია წყენა, ჩხუბი და გაწბილებაც, რომელიც დაშორებამდე და სასამართლო გარჩევებამდე მიდის. მშვილდოსნისთვის ძალიან რთულია კირჩხიბის დაუფლება, თუმცა მაინც ბოლომდე ცდილობს მიზნის მიღწევას.

კირჩხიბი – თხის რქა

იშვიათი და პრობლემური კავშირი, საკმაოდ არაშეთავსებადი ქორწინებაა. თხის რქა ზედმეტად მომთხოვნია კირჩხიბის მიმართ და ყველაფერში საკუთარი წესრიგის დაწესებას ცდილობს. მას სურს „გამოასწოროს“ კირჩხიბი, ამ ნიშნის გამოსწორება კი შეუძლებელია! ამიტომ იწყება მუდმივი ჩხუბი, კონფლიქტი, კამათი, გაურკვევლობა, წყენა… საბოლოოდ ხშირად, ისინი შორდებიან ერთმანეთს.

კირჩხიბი – მერწყული

უსაზღვროდ რთული, ხშირი კავშირია. მათ იზიდავთ ერთმანეთი, შემდეგ კი განიზიდავთ, შორდებიან და ისევ ერთად არიან და ასე დაუსრულებლად. მათი ურთიერთობა კათარზის ჰგავს. კირჩხიბი მიჩვეულია პარტნიორის დაყოლიებას და შენარჩუნებას, მერწყულს კი ვერასოდეს დაიყოლიებ, ამიტომაც აუცილებლად წავა, კირჩხიბი კი სამუდამოდ დაელოდება. საბოლოოდ, როდესაც მერწყული უკან დაბრუნდება, კირჩხიბი ისევ `დაპატიმრებას~ დაუპირებს მას და სახლში ციხის პირობებს შეუქმნის, რის გამოც თავისუფლებისმოყვარე მერწყული ისევ უკანმოუხედავად გაიქცევა.

კირჩხიბი – თევზები

ემოციურ კირჩხიბს ყოველთვის იზიდავს ღრმა, იდუმალი თევზები, თუმცა ვერასოდეს ახერხებს ამ ნიშნის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. კირჩხიბი ცვალებადია, თევზების ემოციები კი ნელა-ნელა მატულობს, შეიძლება საერთოდაც გაქრეს. მხოლოდ ორივეს პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული რამდენად აიტანენ ერთმანეთის ასეთ ცვალებადობას. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ეს ქორწინება ერთ-ერთისგან მსხვერპლს მოითხოვს. თუ საჭირო მსხვერპლი გამოინახა, კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები