ასტროლოგიური მაღაზია

კირჩხიბი – ლომი – მესაზღვრე ნიშნები

კირჩხიბი ლომი მესაზღვრე(19-24 ივლისი)

კირჩხიბი-ლომი მესაზღვრები შესაძლოა ცოტა ცვალებადები იყვნენ და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ხშირ-ხშირად ვარდებოდნენ. ცვლილებები – ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური, კარგად ნაცნობია მათთვის. ერთ წუთს შეიძლება მორცხვები მოგეჩვენოთ და მეორე წუთას ყველანაირად ეცადონ ყურადღების მიქცევას. ასე იმიტომ ხდება რომ ეს ორი, ერთმანეთისგან განსხავებული ენერგიით დამუხტული მზე, მათ სხვადასხვა ხასიათის თავისებურებებითა თუ ტემპერამენტით აჯილდოებთ.

წყლისა და ცეცხლის ეს კომბინაცია, ძალიან საინტერესოა. ერთის რეზონანსული ენერგია მეორის სენსიტიურობით რბილდება და პირიქით, ძლიერი ემოციურობა მძლავრი ამბიციით ბალანსდება. კირჩხიბი –  წყლის ნიშანი, რომელსაც მთვარე მართავს ჩაკეტილი, მორცხვი და ემოციურია, ის ყველაზე კარგად სახლში გრძნობს თავს,  ლომი კი ცეცხლის  სტიქიას წარმოადგენს, ის მზის შვილია და პუბლიკა სურს,  აპლოდისმენტები,  საკუთარი თავის გამოხატვა და ძალიან ამბიციურია. აი, აქ იქმნება ამ მესაზღვრების შინაგანი კონფლიქტი. პირველი მარტოობისკენაა მიდრეკილი, ჩრდილში ყოფნისკენ, მეორე კი პროჟექტორების შუქისკენ ისწრაფვის, ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა. თუკი ამ კონფლიქტს გადალახავენ  წარმატებასაც ადვილად მიაღწევენ და გაცილებით ბედნიერად იგრძნობენ თავს.

არიან დაბადებული სცენისთვის, პოპულარობისთვის, იმისთვის რომ იკაშკაშონ, თუმცა თუ ამ სამყაროში თავისი პატარა ინტიმური კუთხე არ ექნებათ, სახლი, ოჯახი, საყვარელი ადამიანები, სადაც და ვისთანაც ყველაზე უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობენ თავს, მათი ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან ორივე ნიშანს მზრუნველი და მოსიყვარულე ბუნება აქვთ. ურთიერთობებში სულგრძელები, გულისხმიერები და კრეატიულები არიან.  მათ ყველაზე კარგად ესმით საყვარელი ადამიანის და შეუძლიათ თავიც შესწირონ პარტნიორს. კარგად უგებენ ბავშვებს. განსაკუთრებულ სულიერ კავშირს გრძნობენ საჭმელთან. კარგად განვითარებული ფანტაზიის უნარით სასწაულებს სჩადიან სამზარეულოში. უყვართ ამქვეყნიური სიამენი და სოციალური შეკრებები, თუმცა მარტოდ ყოფნას დიდად არ დაგიდევენ.  წუწუნებენ პატარა წვრილმანებზე და დიდ ტკივილს მამაცურად იტანენ. ძალიან განიცდიან კრიტიკას, თუმცა ხანდახან ისეთი თავის თავში დარწმუნებულები მოგეჩვენებათ რომ გეგონებათ, სადღაც სხვა თავიანთ წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობენო.

არიან გრაციოზულები და ძლიერები. შეუძლიათ ინტელექტუალური გენიოსები და ყველაზე უპრინციპო ხალხი იყვნენ ამქვეყნად. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება,  არასოდეს ავიწყდებათ პატარა დეტალებიც კი. აქვთ შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი, მათგან დგებიან კარგი მენეჯერები და ხელმძღვანელები.  კირჩხიბი ჩუმად აკეთებს თავის საქმეს, ლომს კი აჟიოტაჟის გარეშე არ შეუძლია. ეს მესაზღვრეები კი სადღაც შუაში არიან.  პატიოსნებს, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ერთნაირად შეუძლიათ დახმარების ხელი გაუწოდონ მტერსაც და მოყვარესაც.

ამ საზღვარს დიდი რყევების საზღვარს უწოდებენ, რომელზეც  ამაყი, შემოქმედებითი, ემოციური, მზრუნველი, მგრძნობიარე, მხიარული,  ამბიციური,  პრაქტიკული, ტრადიციული,  კაშკაშა,   მხნე, ინსპირატორი,  რომანტიული, მგზნებარე, რეალისტი და გულუხვი  ადამიანები იბადებიან. შესაძლოა იტანჯებოდნენ ჰიპერმგრძნობიარეობით, ეგოცენტრულობით და დამოკიდებულობით.

წარმატების მისაღწევად საჭიროა სტაბილურობა და თვითდისციპლინა, თუმცა კარგი იქნება თუ სპონტანურობასაც შეინარჩუნებენ. თუკი სიმშვიდის ცენტრს იპოვიან საკუთარი თავის რწმენასაც მოიპოვებენ. მათ ხომ ზოდიაქოს ორი დიდი ,,ბოსი“ მზე და მთვარე მფარველობს.  მზე და მთვარე, იანგი და ინი, დღე და ღამე, ცეცხლი და წყალი, ქოლერიკი და ფლეგმატიკი, ცნობიერი და ქვეცნობიერი, აქტიური და პასიური… მათ ყველაფერი აქვთ, მთავარია ამ ყველაფრის ჭკვიანურად დაბალანსება შეძლონ.

მოამზადა დოჩი გოგომ

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. saintereso informaciaa.

  2. Tamo Tamo says:

    simartleaaa