კირჩხიბი – კვების რაციონი
კირჩხიბი თვლის, რომ გზა მამაკაცის გულისკენ მის კუჭზე გადის, ცდილობს მოამზადოს რაიმე გემრიელი და ტრაპეზი თავის რჩეულთან გაიზიაროს.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თქვენი წონა დამოკიდებულია თქვენს პირად ცხოვრებაზე. გარდა ამისა, თქვენ ძალიან გიყვართ „შამპანური“ და უარს ვერ ამბობთ თევზსა თუ ჩიფსებზე.
თითქმის ვერც ერთი კირჩხიბი ვიწრო წელით ვერ დაიკვეხნის,
ალბათ, დიდი მკერდი და მუცელი გაქვთ. იცით რომელი ვარჯიშებით შეიძლება გახდომა, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით მათ შესასრულებლად.
თქვენთვის და თქვენი რჩეულისთვის საჭმელი მოამზადეთ აღმგზნები პროდუქტებისგან, რათა თქვენს ურთიერთობას ახალი იმპულსები შესძინოთ და ამავე დროს, გახდეთ ტანწერწეტა.
“სექსუალური” საუზმე (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი):
1. ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი, 50 გრ მოხარშული სოკო, 1 ტოსტი და მოთუშული პომიდორი.
2. 2 ნაჭერი პური, 25 გრ. გამოყვანილი ორაგული და ლიმონის წვენი
3. საშუალო ზომის მარცვალი ყურძენი და ციტაოდენი ბურბუშელა სიტკბოს გარეშე.
აღმგზნები სადილი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი):
1. ნახევარი ავოკადო ლიმონის წვენით და 50 გრ კრევეტებით, დიდი პორცია შერეული ბოსტნეულის სალათა
2. 2 ცალი შემწვარი და კანგაცლილი ქათმის ბარკალი სუნელებით, დამზადებული 2 ს.კ იოგურტის მდოგვის, `კარრის~ ფხვნილის, პომიდვრის და ხახვისგან.
3. 2 ნაჭერი პური, 25 გრ ხიზილალა დანამული ლიმონის წვენით, კიტრითა და მწვანე სალათით
პიკანტური ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი):
1. 150 გრ კანგაცლილი ქათმის ფილე მოხარშული სოკოს წვნიანში, `სპარჟის~, სალათის, ფორთოხლისა და მცირე კარტოფილისგან. ეს ყველაფერი ბოსტნეულის სალათთან ერთად.
2. 150 გრ კიბორჩხალა დიდ ულუფა ბოსტნეულის სალათთან ერთად, რომელიც უნდა შეაზავოთ ლიმონის წვენით და 125 გრ მოხარშული კარტოფილით.
3. 125 გრ უცხიმო, გრილზე მომზადებული რომშტექსი, 75 გრ ჩიფსი, მოთუშული პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო და რამდენიმემარცვალი ყურძენი.