ასტროლოგიური მაღაზია

კირჩხიბი – ზოგადი დახასიათება

კირჩხიბიკირჩხიბი22 ივნისი – 22 ივლისი
ასტროლოგიური: წყალიმმართველი პლანეტა: მთვარე
დევიზი: „მე შევიგრძნობ!“

სიტყვა: გრძნობა (მეხსიერება)

სიმბოლო: კიბორჩხალა, გული

თილისმა: გული

ქვები: ოპალი, მთის ბროლი, ბროლი, მარგალიტი, ფირუზი, კალციტი, კატის თვალი, ცელესტინი

ლითონი: ვერცხლი

ბედნიერი კვირის დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი

უიღბლო დღე: სამშაბათი, შაბათი

ბედნიერი რიცხვი: 4, 5, 8, 2 და ყველა რიცხვი, რომელიც ორზე იყოფა

ბედნიერი ფერები: პასტელის (მკრთალი): იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი და ცისფერი

ქვეყნები და ქალაქები: ალჟირი, ამსტერდამი, სომხეთი, აფრიკა, ბაქრეინი, ბერნი, ვენეცია, გენუა, ჰოლანდია, კონსტანტინეპოლი, მაგდებურგი, მაროკო, მილანი, ნიუ-იორკი, პარაგვაი, სენეგალი, სტოკჰოლმი, ტუნისი, შოტლანდია, იავა.

ჯანმრთელობა

კირჩხიბისთვის დამახასიათებელია კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა, ასევე, მისი სუსტი ადგილებია გულ-მკერდის არე, მუხლები, თირკმელები, კანი. მას ხშირად რაღაც აწუხებს, თუმცა მეტწილად, ამ დაავადებებს თვითონ დაიმართებს ხოლმე თვისი აკვიატებით. ახასიათებს გაზვიადება და თვითონვე „იდგენს“ საშინელ დიაგნოზს, რომელიც სამომავლოდ მართლაც მართლდება

პროფესიები

ვაჭრობა, ბიზნესი, ეკონომიკა, მედიცინა (პედიატრია), ოკულტიზმი. მომსახურების სფერო, კვების პროდუქტებითა და საოჯახო საქონლით ვაჭრობა. წარმატებულია პროფესიები, რომლებიც წყალთან და მიწათმოქმედებასთანაა დაკავშირებული.

დადებითი თვისებები

მშვიდობისმოყვარე, მორიდებული, მომთმენი, გულითადი, თანამგრძნობი, ერთგული, მეოჯახე. აქვს ბრწყინვალე მეხსიერება და თავდაცვის უნარი. პატივს სცემს ტრადიციებს.

უარყოფითი თვისებები

ზედმეტი ხელმომჭირნეობა (სიძუნწე), ტყუილების სიყვარული (უბოროტო), გაზვიადებული მგრძნობელობა, ბუტიობა, ზე-მგრძნობიარობა, არასტაბილურობა, დეპრესიულობა

კირჩხიბი ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე ძლიერი ნიშანია წყლის ნიშნებს შორის. მისთვის ყველაზე დიდ ფასეულობას სახლი და ოჯახური ცხოვრება წარმოადგენს. ყველაფერს გააკეთებს საკუთარი კერის დასაცავად.

კირჩხიბს უყვარს წყალი და წყალთან ურთიერთობა, ტრადიციები, ნათესავები, წინაპრები. გამოირჩევა პარტიოტიზმით.

მას გადამდები სიცილი აქვს. წვეულებაზე ყველაზე მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ თვითონ არ ხუმრობს, სხვების ხუმრობებზე ყველაზე მეტს სწორედ ის იცინის. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხშირად ეცვლება ხასიათი. მიდრეკილება აქვს მოღუშულობისკენ.

ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პარტონია. ზოგჯერ ძალიან ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია.

სულიერი ტრავმებისგან თავდასაცავად გამუდმებით ეძებს თავშესაფარს, რომელსაც თავის წარმოსახვით სამყაროში პოულობს, ანუ საკუთარ თავში იკეტება.

ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია. ახასიათებს ღრმა დეპრესიული პერიოდები. მისი წყენინება ადვილია, ცოტა ჰყოფნის, ერთი გამოხედვითაც კი შეიძლება. როდესაც რაიმეზე არის გულნატკენი რთულია მისი უგუნებობის მიზეზების გარკვევა. ყველას საყვედურნარევი მდუმარებით პასუხობს.

კირჩხიბებს შეუძლიათ ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ მათ შიდაბუნებაში შეღწევა რთულია, იმდენად საფუძვლიანად მალავენ თავიანთ შიდასამყაროს _ არ უყვართ საკუთარი ცხოვრებისა და გრძნობების გამომზიურება, საჯაროდ განხილვა.

როგორც წესი, მორიდებული, გაუბედავი, ცვალებადი ბუნების ადამიანები არიან. უფრო ინტუიციასა და გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედებენ, ვიდრე გონებით.

თუ კეთილად ეპყრობიან _ მათი მართვა ადვილია, მაგრამ შეუძლებელი, თუ რაიმეს აიძულებენ. ადგილიდან არ დაიძვრებიან!

მათ უძლიერესი გრძნობები აქვთ, რომლებიც სხვებზეც ახდენენ ზემოქმედებას.

ეს ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. თუ ვინმეს შეიყვარებს – სამუდამოდ, მაგრამ თუ მოისურვა, შეუძლია ძალიან სასტიკი მტერიც იყოს.

ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოგჯერ შურისძიებას მიმართავენ, მაგრამ იმდენად ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რომ როგორც წესი ამას ვერავინ ხვდება. უფრო ხშირად კი საკუთარ ნაჭუჭში ურჩევნიათ გამოკეტვა. საკუთარი თავის რწმენის არქონა და დარდი აიძულებს მათ მარტოობაში ეძიონ შვება, ისევე, როგორც ნამდვილ კიბორჩხალებს ბუნებაში.

კირჩხიბი მშვიდი ბუნებისაა, არ მიილტვის პოპულარობისკენ, თუმცა ეს მას სჭირდება და სიამოვნებას ანიჭებს. სინამდვილეში, გულში სიღრმეში, მას ყურადღების მიქცევა სურს, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არ ისწრაფვის აკვიატებულად დიდებისკენ და საერთოდაც არაფრისკენ.

კირჩხიბის, რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანს ესმის.

კირჩხიბს უყვარს ფულის შეგროვება. მას ფინანსურ გენიოსს უწოდებენ. ის ყოველთვის ითვალისწინებს ყველა ცხოვრებისეულ გაკვეთილს.

ისევე, როგორც ბუნებაში, თუ კირჩხიბის რაიმე სურს, მთელი ძალით „ჩააფრინდება“ მას, ვერავინ გააგდებინებს ხელიდან, ეს ეხება ყველაფერს _ სიყვარულიდან, საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, უბრალო საგნებამდე.

ისევე როგორც ბუნებაში კირჩხიბი, არასდროს მიდის მიზნამდე პირდაპირ, არამედ თავისებურ ტაქტიკას იყენებს _ გვერდიდან და უკან, შემდეგ კი შეუძლია საერთოდ საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდეს, რა დროსაც მხედველობიდან არ კარგავს თავის მსხვერპლს და როგორც კი ის უკან იხევს, კირჩხიბი სწრაფად იწყებს წინსვლას და ხელში იგდებს სასურველ ნადავლს, რასაც, შემდგომში, არაფრით აღარ დათმობს.

წინ მოძრაობას კირჩხიბი იმ შემთხვევაში იწყებს, როდესაც ხედავს, რომ კიდევ ვიღაც არსებობს, ვისაც მისი მსხვერპლი მასსავით თვალში მოუვიდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ დაასწროს.

კირჩხიბისთვის პრობლემაა `არას~ თქმა.

საერთოდ, მას ძალიან ფაქიზი ბუნება აქვს და გული ადვილად უჩუყდება. თუმცა თუ მისგან დახმარებაა საჭირო, არ იჩქარებს _ დაელოდება, იქნებ სხვა დაგეხმაროთ და როდესაც დარწმუნდება, რომ მის გარდა თქვენი მშველელი არავინაა, აუცილებლად გამოგიწვდით დახმარების ხელს. ეს ვრცელდება ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე.

ეს ეგოისტობით არ მოსდის. უბრალოდ, ეს მისი თავდაცვის ინსტიქტია. ის ყოველთვის საზღვრავს თავის ქმედებებს, ზომავს ძალებს.

თითქმის ყველა კირჩხიბს ახასიათებთ უსაფუძვლო შიშები, ფობიები, განცდები, მითუფრო საკუთარი, ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ სადმე რაიმე საშიშ დაავადებას გაიგონებენ, იმდენს იდარდებენ წინასწარ, იმდენს ატრიალებენ თავში, სანამ მართლა არ დაიმართებენ! არცერთ სხვა ნიშანს არ აქვს უნარი, საკუთარი წარმოსახვის შედეგად დაავადდეს, მას კი ეს თავისუფლად შეუძლია.

ავადმყოფობისგან თავდასაცავად კირჩხიბისთვის აუცილებელია კარგი ხასიათი და ოპტიმიზმი. ეს არის მისთვის ყველაზე სასარგებლო და სწარაფმოქმედი წამალი.

საერთოდ, კირჩხიბი, არასდროს გრძნობს თავს რეალურად დაცულად. მას ყოველთვის უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე აქვს _ სიყვარულში, ფულში, ძალაუფლებაში. საკუთრი ემოციები მას საშუალებას არ აძლევს იყოს ზედმიწევნით დარწმუნებული საკუთარ თავში და მოდუნდეს.

კირჩხიბის ფსიქიკის მდგრადობისთვის აუცილებელია, მას სახლში საკვების ულევი მარაგი ჰქონდეს. შეიძლება სულაც არ მიეკაროს მას, მაგრამ, იმისთვის, რომ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს, სასურველია მისი სახლი სავსე იყოს სხვადასხვა კონსერვით და ბურღულეულით, მაცივარი კი სხვადასხვა პროდუქტით იყოს გატენილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობს თავს დაცულად.

კირჩხიბის საყვარელი გამოთქმაა: `ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა!~ და ეს მართლაც ასეა! თუ მას სახლში თბილი, ჰარმონიული ატმოსფერო აქვს, ასევე საკვების დიდი მარაგი, მაშინ ბევრად დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს.

კირჩხიბების ამოცანაა: ეს ადამიანები უნდა მიეჩვიონ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვას და დაიმორჩილონ თავიანთი ზედმეტად ემოციური სამყარო. მათ უნდა გააცნობიერონ: როგორიც იქნება მათი შინაგანი განწყობა, ისევე წარიმართება მოვლენები მათ ცხოვრებაში.

რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად სასურველია, კირჩხიბებმა ყური დაუგდონ თავიანთ ინტუიციას, მიენდონ თავიანთ პირველად ემოციურ იმპულსს. მათ ხომ ბრწყინვალე წინათგრძნობის უნარი და ინტუიცია აქვთ, რომელიც არასდროს ცდება.
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული კირჩხიბში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები კირჩხიბში
კვანძები კირჩხიბში
ლილიტი კირჩხიბში
სელენა კირჩხიბში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Mari Xarebava

    ემთხვევაა ძაან
    🙂

  2. მარიამ კუკავა

    dzaan :)))

  3. Salomé Jama

    kirchxibixar?

  4. Salomé Jama

    :*

  5. მარიამ კუკავა

    ho 🙂

  6. Salomé Jama

    romel ricxvshii

  7. Salomé Jama

    meec <3

  8. მარიამ კუკავა

    16 shi 🙂

  9. Salomé Jama

    vaa me 13 😀 Kaia 😀

  10. Gauqmda Gauqmdatqo

    :))

  11. Gauqmda Gauqmdatqo

    EMTXVEVA:):*

  12. Kote Khubuluri

    emtxveva zustad

  13. Keti Benashvili

    dzalian magrad emtxvevaa:)))

  14. Sofi Sofi

    zustad emtxveva 🙂

  15. Mariam Tsertsvadze

    hahaa tiitqmis 100%iaan :D:D

  16. Data Macharadze

    xo *-*

დატოვეთ კომენტარი