კირჩხიბი ბოსი
იუმორით სავსე კირჩხიბის ოფისი შესაძლოა ხმაურიან მხიარულ ბალაგანად წარმოიდგინოთ, მაგრამ ძალიან შეცდებით. ასეთი ატმოსფერო მხოლოდ მაშინ დაგხვდებათ მასთან, თუკი კინო ან ტელესტუდიის დირექტორია, ისიც გამონაკლის შემთხვევებში. ამიტომ თუკი კიბო უფროსის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ რომ ეს ხუმრობა საქმე სულაც არ არის.უკეთესია თუ რიგიან ვარცხნილობას გაიკეთებთ, წესიერად ჩაიცვამთ და სერიოზული შრომისთვის მოემზადებით. შრომისმოყვარე კირჩხიბი უსაქმურ და ზარმაც ადამიანებს ვერ იტანს. მისი აზრით 8 საათიანი სამუშაო დღიდან 7 საათი და 59 წუთი მუშაობას უნდა დაეთმოს, მისი იუმორი კი სამსახურში მხოლოდ ხელმოცარულ კონკურენტებზე ან ხელფასის გაუმართლებლად მომატების მთხოვნელ ხელქვეითზე დაიხარჯება.
ამ შესავლით ალბათ უკვე დაგაფრთხეთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. იმ ხელქვეითებისთვის, ვინც სამუშაოზე თავს არ ზოგავს კიბო ურიგო უფროსი როდია.
გახსოვდეთ მას სამუშაო ფულის გამო უყვარს, ხოლო ფული მისთვის ყველაფერია, უსაფრთხოება, ემოციური სტაბილურობა, სავსე მაცივარი, სიმდიდრე, პრესტიჟი და ღმერთმა უწყის კიდევ რა აღარ. რაც უფრო მეტს იმუშავებ, მით უფრო მეტს ფულს მიიღებ – აი, მისი ცხოვრებისეული კრედო და თუ მასთან მუშაობას აპირებთ ამ პრინციპით უნდა იხელმძღვანელოთ.
თუკი ცნობილი ბიზნესმენების რიცხვს გადახედავთ, აღმოაჩენთ რომ ბევრი მათგანი კიბოა, რაც დამთხვევა სულაც არ არის.
მეგობრული საუბრისას თუკი ფრთხილად შეაპარებთ შეკითხვას, როდის გადაინახა პირველად თავისი ნაოფლარი, პირს ნუ დააღებთ როცა გიპასუხებთ 6-7 წლის ასაკშიო. ისინი არცერთ სამუშაოს არ თაკილობენ სადაც ფულის შოვნა შეიძლება. მდიდარ მშობლებს მისი სრული უზრუნველყოფაც რომ შეეძლოთ, დამატებით შემოსავალზე კიბო უარს მაინც არ იტყვის.
როცა ფირმისადმი თქვენს ერთგულებაში დარწმუნედება, კიბო სტიმულის მოცემას მხოლოდ სიტყვით არ შეეცდება და კეთილგანწყობას სოლიდური თანხითაც დაგიდასტურებთ. მას მშვენიერი მეხსიერება აქვს და არ ავიწყდება არც სიკეთე და არც სიავე. ერთხელაც რომ შეირცხვინოთ თავი, ჩათვალეთ რომ მასთან თქვენი კარიერა დასრულებულია.
დიდი მემკვიდრეობის პატრონიც რომ იყოს, რომელიც მასაც და მთელ მის მემკვიდრეობასაც თავისუფლად ეყოფათ, ის მაინც თავდაუზოგავად იმუშავებს. მნიშვნელოვანი მისთვის მაინც ის არის, თავად რამდენს შოულობს. თან ფული ზედმეტი არასდროს არის. ვინ იცის ხვალ რა დროს დადგეს.
ერთხი შეხედვით ის ძუნწიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის არაფერს დაიშურებს. სიყვარულით კი ჯერ შინაურები (ოჯახის წევრები) უყვარს, მერე თავისი ფირმა და მერე ველა ვინც მას ესიმპათიურება.
საინტერესოა რომ კირჩხიბ უფროსებს შორის უმეტესობა ქალია. კირჩხიბი ქალები, რაც ა რ უნდა მეოჯახეები გახლდნენ, უსამსახუროდ მაინც გულნაკლულად არიან. სამსახურის გამო არა, ფული მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ქმრის შემოსავლით არ კმაყოფილდებიან. თუკი რაიმე მიზეზის გამო კირჩხიბი ქალი არ მუშაობს, მაგალითად პატარა ბავშვები ჰყავს, აუცილებლად დაიწყებს მუშაობას, როცა პატარები წამოიზრდებიან.
კირჩხიბი უფროსი, კეთილი, პატიოსანი და სამართლიანია. დიდსულოვნება და თანაგრძნობა მისთვის ლიტონი სიტყვები როდია. ინტუიციის წყალობით ყოველთვის ზუსტად იციან რა ხდება თქვენს გულში და შეძლებისდაგვარად ყველანაირად ცდილობენ დაგეხმარონ, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია.
კირჩხიბ უფროსთან მუშაობა კიდევ იმითაც არის კარგი, რომ მასთან ერთ თვეში ისწავლი იმას, რასაც სხვასთან წელიწადი არ ეყოფა. თუკი მის პრინციპებს გაიზიარებთ, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. რაც შეეხება ხუმრობას, შესვენებისთვის გადადეთ და თუკი გონებამახვილურია, აუცილებლად იცინებს თქვენთან ერთად არასამუშაო საათებში.
ლინდა გუდმენი