კირჩხიბი – ანტი-ჰოროსკოპი
მშობლების რჩევის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. ზედმეტად მგრძნობიარე და მუდმივად წუწუნის მოყვარული ნიშანია. (ბავშვობაში ენატანიები არიან). ცდილობენ უწყინარი საუბრის დროს საწყენი ქვეტექსტი იპოვნონ, ეს მათი საყვარელი ჰობია. კირჩხიბს რომც აუხსნათ, რომ არაფერი ცუდი მხედველობაში არ გქონიათ, აზრი არ აქვს, მაინც ვერაფრით გადაარწმუნებთ. უკიდურეს სიტუაციებში ამ ნიშნის წარმომადგენლებს სამარცხვინო ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ. ასეთ დროს შეუძლებელი ხდება სიტუაციის განმუხტვა პირიქით, თავად დარჩებით დაზარალებული, კირჩხიბი კი უკონტროლო გახდება. უმჯობესია მარტო დატოვოთ და გარკვეული დროის მერე თავისით დაწყნარდება.
პრობლემას წარმოადგენს კირჩხიბების წარსულზე მიჯაჭვულობა. მათი წარმოდგენით შორეულ ბავშვობაში ცა უფრო ცისფერი იყო, ბალახი უფრო მწვანე და ადამიანი უფრო კეთილი. მათი წარსულის მიმართ ნოსტალგია ძალიან შემაწუხებელია. ასევე არ უყვართ განშორება ძვირფას ადამიანებთან, ყველანაირი ხერხით შეეცდებიან მუდმივად მიჯაჭვული ან მათზე დამოკიდებული ყავდეთ საყვარელი ადამიანი. კირჩხიბის რჩეულთა სიაში მოხვედრილი ადამიანი მისი მხრიდან დიდ თანადგომას გრძნობს, დანარჩენების მიმართ კი ეს ნიშანი გულგრილობას ავლენს. ასევე მოეპყრობა ყველას, ვინც ოდესმე იმედს გაუცრუებს.
ძირითადი უარყოფითი თვისებები – ზედმეტი ხელმომჭირნეობა (სიძუნწე), ტყუილების სიყვარული (უბოროტო), გაზვიადებული მგრძნობელობა, ბუტიობა, არასტაბილურობა, დეპრესიულობა.
მოამზადა ცისია დონდუამ