Previous Story
კედარი გვქონდა ჩვენ, ეზოში…
კედარი გვქონდა ჩვენ, ეზოში..
და სტაფილოსფერი ხალიჩა სახლში…
სპილენძის თასში მისხამდი წყალს… და…
სახის დაბანისას, თმასაც ვისველებდი…
წინჩამოშლილი ხვდებოდა წყალში.
მაღალ და ვიწრო სარკმელში შემოდიოდა. სინათლე, ცხელი სხივებით
და სუნი იყო გახურებული სპილენძის და სველი თმის
ტკბილი იასამნის… შერეული. გამშრალ მცენარეებთან…