ასტროლოგიური მაღაზია

კარმული ასტროლოგია

კარმული ასტროლოგიაარსებობს ძალიან ბევრი რამ ბუნებაში, რაც მიგვითითებს, რომ უნდა ვითვალისწინებდეთ და გვქონდეს თუნდაც მცირედი, ზოგადი წარმოდგენა ასტროლოგიასა და კარმაზე.

მთელი ცხოვრების მანძილზე გვეძლევა საშუალება,  ვისწავლოთ რაღაც ახალი. გვეძლევა გაკვეთილები, რომლებსაც ან ვითვისებთ და ვწავლობთ, ან ის წაგვაქცევს უბრალოდ და ერთი და იგივე ადგილზე მოგვიწევს ყოფნა განვითარების გარეშე. არჩევანი ჩვენზეა, თითოეულ ინდივიდზე, თუ როგორ მივიღებთ ამ გაკვეთილებს, როგორ გავუმკლავდებით მათ, გადავლახავთ მათ თუ ვერა.

მიზეზი, რამაც შეიძლება დაგვაძლევინოს შემოთავაზებული ცხოვრებისეული გაკვეთილები არის ის, რომ უნდა შევძლოთ საკუთარი სისუსტეების მიღება, აღიარება და მათზე მუშაობა. ორი, ყველაზე გავლენიანი პლანეტა კარმულ ჰოროსკოპში არის მზე და პლუტონი. მზე ასოცორდება დაწყებასთან , ხოლო პლუტონი დასასრულთან. ძალიან ხშირად ეს უკანასკნელი პლანეტა გაკვეთილების მეშვეობით გვასწავლის, როგორ გავხდეთ უფრო ძლიერები და დავძლიოთ სირთულეები.

                                                               სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>

მიუხედავათ პლანეტების განლაგებისა, პირველ სახლი შეიძლება გამოხატავდეს თქვენ შინაგან მისწრაფებას, თუ ვინ ხართ და რას უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, მზე გვაძლევს აღწერილობას, რაში შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი და ასევე რა გვზღუდავს. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების განმავლობაში ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი შემზღუდველი მიზეზების დაძლევა, მივიღოთ ისინი და გავაგრძელოთ სვლა წინ.

კარმულ ასტროლოგიაზე წინასწარმტყველი Eდგარ ჩაყსე ამბობდა, რომ ადამიანის სული განვითარებისთვის, მუდამ დაძაბულობაშია და რაც არ უნდა იყოს ჩვენი მზის ნიშანი და რა პლანეტაც არ უნდა გვყავდეს პირველ სახლში, ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენ სურვილებს და ჩვენ მისწრაფებას, ბრძოლას მათთვის, ხოლო რომელი პლანეტაც არ უნდა იყოს ჩვენ მეთორმეტე სახლში განსაზღვრავს თუ სად და როგორ შეიძლება დავასრულოთ, თუ არ მივიღებთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, „გაკვეთილებს“.

მთვარის მნიშვნელობა კარმულ ასტროლოგიაში, ასევე ძალიან დიდია, რადგანაც ის განსაზღვრავს ფსიქიკას და ბუნების ციკლს, რომლის გაკონტროლებაც არ ძალგვიძს. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს მივყვებით თუ დინებას, ამას შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა ჩვენ კარმაზე. ეს არ არის ის, რაც გვსურს, რომ ვაკეთოთ, არამედ ის, რაც ჩვენ სულს სჭირდება საკეთებლად.

 სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

ინდოელი ასტროლოგები ძირითად დატვირთვას აძლევენ მზის ნიშანს, რადგან თვლიან, რომ ამით უფრო ზუსტად შეუძლიათ დაასახელონ ის გამოწვევები და ბრძოლები, რისთვის უნდა მოემზადოს ესა თუ ის პიროვნება.

ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ „განაჩენს“ გამოგვიტანს კარმა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის სამართლიანია და ხანდახან ძალიან სასტიკიც.

როგორც იტყვიან ინფორმირებულია ანუ შეიარაღებულიო, მე ვეცადე მომეწოდებინა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რას და როგორ გააკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში. გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ , ადრე თუ გვიან ყველანაირი სიბოროტე ისჯება.

 სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

ავტორი

მსგავსი ფოსტები