ასტროლოგიური მაღაზია

იწვევს თუ არა ტრანზიტული ასპექტები მოვლენებს?

planets-motion-380x235ზოგადად მოვლენა ხდება, როდესაც ტრანზიტული (მოძრავი) პლანეტა ასპექტს უკეთებს ნატალურ რუქაზე მდებარე პლანეტას ან სხვა მნიშვნელოვან ობიექტს. თუმცა მხოლოდ ტრანზიტული ასპექტი არ არის იმის გარანტია, რომ მოვლენა აუცილებლად მოხდება. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ტრანზიტულ პლანეტებს შორის ასპექტები, იმიტომ, რომ ნატალურ პლანეტებთან ასპექტები გვიჩვენებს, რა სახის მოვლენა მოხდება, ხოლო ტრანზიტულ პლანეტებს შორის ასპექტები გვიჩვენებს – რა ფონზე განვითარდება ეს მოვლენა.

ტრანზიტული პლანეტები ისეთივე ასპექტებს უკეთებს ნატალურ პლანეტებს, როგორც ნატალური პლანეტები უკეთებენ ერთმანეთს, ანუ კონიუნქცია (შეერთება), ოპოზიცია და ა.შ. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების ინტერპრეტაციას, იმიტომ, რომ მათი ზემოქმედება უნდა განვიხილოთ ამ პლანეტების ბუნებიდან გამომდინარე.

მაგალითად ურანის და პლუტონის ტრიგონს ვერ განვიხილავთ ერთ მნიშვნელოვნად დადებით მოვლენად, რადგან ამ პლანეტების ზეგავლენა ყოველთვის მოულოდნელი და ძირეულია, ამიტომ ადამიანს აქვს ძირითადად უარყოფითი განცდა და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აცნობიერებს მოვლენის მნიშვნელობას. ასევე ვენერას და იუპიტერის კვადრატი არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად განვიხილოთ. ამ პლანეტების პოზიტიური ბუნებიდან გამომდინარე, გამონაკლისია შემთხვევა, თუ ერთ ერთი ამ პლანეტათაგანი არის რომელიმე ნეგატიური სახლის (მაგალითად მერვე) მმართველი.

თუ ტრანზიტული პლანეტა აკეთებს რამდენიმე ასპექტს ეს ნიშნავს რომ ეს მოვლენა მოიცავს ადამიანის ცხოვრების რამდენიმე სფეროს, ან ერთდროულად რამდენიმე მოვლენა ხდება.

ტრანზიტულ პლანეტების ასპექტებზე მოქმედებს იგივე ორბისები (ზემოქმედების მანძილი), როგორც ნატალური პლანეტების ასპექტებს შორის. ხოლო ტრანზიტული პლანეტები თუ უკეთებს ნატალურს ასპექტებს უფრო ნაკლები ორბისი უნდა ვივარაუდოდ. ნელი პლანეტებისთვის უნდა ვივარაუდოდ არაუმეტეს 1 გრადუსისა, ხოლო სწრაფი პლანეტებისთვის – 2 გრადუსი…

ტრანზიტული პლანეტის ნატალურ პლანეტასთან ასპექტის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ირთვება ის პლანეტები და ასპექტები, რომლებსაც ეს ნატალური პლანეტა აკეთებს ნატალურ რუკაზე.

მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები