იქნებ ეს სტატიაც რაღაცას გეუბნებათ სამყაროს სათქმელს
იყავით მადლიერი იმისთვის რაც გაქვთ – სამყარო მოგიძღვნით მეტს… და ისიც, რაც გაქვთ თქვენივე მონაგარია <3 – ოჯახი, სახლი, კარი, სამსახური, ჯანმრთელობა … ამაოდ არაფერი მოგვეცემოდა :) ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ცხელი პური ან სუფთა ბალიშიც კი წლებია არ ღირსებია… და საქმე სულაც არ არის იმაში, რომ ყველაფერი შედარებითია და უკეთესს უკეთესი არ დაელევა, მჯობს – მჯობი ან უარესს უარესი… ფაქტია ის, რომ
რაც გვაქვს და არ გვაქვს ყველაფერი მოვიპოვეთ ან დავკარგეთ ჩვენ! ჩვენი უარყოფითი ან დადებითი აზრით, სურვილით, მისწრაფებით, საქციელით…
„მე არაფერი გამიკეთებია ცუდი, მე კარგი ვარ და სამყარო მექცევა არასწორად… ბედმა დამჩაგრა… ღმერთმა არ მომცა”… – მსგავსი ტექსტები მხოლოდ აბსურდია სამყაროს თვალში. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვშია ჩაბმული და უმიზეზოდ არავის ცხოვრებაში, ბუზიც კი არ კვდება… ნებისმიერ დადებით თუ უარყოფით მოვლენაში ეძებეთ მიზეზი და გამოხატეთ მადლიერება რომ ეს ხდება თქვენს ცხოვრებაში.
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
კარგი გახარებთ, ცუდი კი გზრდით, გამყარებთ, გიმტკიცებთ ხასიათს და გაძლიერებთ მომავალი წარმატების მოსაპოვებლად… რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში თუ ბარიერებს და სირთულეებს არ გაურბიხართ… სვას არ აჩეჩებთ მოსაგვარებლად, სხვას არ კიდებთ პასუხისმგებლობას და სხვის ხარჯზე არ ცდილობთ საკუთარი სირთულეების დაძლევას. რამდენჯერაც არ უნდა დაგიწეროთ საშინაო დავალება მერხის მეგობარმა საკონტროლოს წერაზე მაინც ორს მიიღებთ თუ გაკვეთილს არ ისწავლით და მასწავლებელი ბოლო მერხზე დაგსვამთ 🙂
დიახ, ასეა! სამყარო სკოლაა ჩვენი სულებისთვის და ჩვენ, ადამიანები სხვადასხვა კლასის საყვარელი მოსწავლეები ვართ მისთვის რომლებსაც ჩვენ-ჩვენი ასაკისა და კლასის შესაბამისი დავალებები გვაქვს შესასრულებელი და მისია გვაქვს გავიზარდოთ სკოლის დამთავრებამდე… თვითონ დაფიქრდით, ცხოვრება გვექცევა ზუსტად ისე, როგორც მოსწავლეებს ექცევიან სკოლის კედლებში. – ვსწავლობთ ერთმანეთის სიყვარულს, სიკეთის კეთებას, გვეკუთვნის დავალებების მომზადება და ყურადღებით ყოფნა იმისთვის, რომ არაფერი გამოგვრჩეს გაკვეთილზე 🙂
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
იმისთვის, რომ კარგი მოსწავლეები ვიყოთ და იმისთვის, რომ თითოეული კლასი, შემდეგ კი სკოლა წარმატებით დავამთავროთ როცა დრო მოვა…
უსმინეთ სამყაროს ყურადღებით, ის არასოდეს დაგავალებთ იმას, რაც „არ მოუცია”, „არ აუხსნია”… არც საკონტროლოს გაწერინებთ გაუფრთხილებლად და არც ორიანებს „ჩაგიყრით” წლის ბოლოს ჟურნალში…
ვინ იცის, იქნებ ეს სტატიაც ახლა სწორედ რაღაცას გეუბნებათ სამყაროს სათქმელს და მიგანიშნებთ რაღაც ძალიან მარტივ ამოცანაზე …
ერთი გახსოვდეთ, შემთხვევით ცხოვრებაში არავინ გვხვდება, არავინ იბადება, არავინ კვდება… და არასოდეს მოგვეცემა რაც არ გვეკუთვნის . . .
ანნა ბასტუკა
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
თითქოს ჩავწვდი თითგოს ვერა ამ ამოცანას და მაინც თქვენგან მინდა პასუხის მოსმენა.გთხოვთ გვიპასუხოთ რაზე მიგვანიშნებს ეს ამოცანა.იქნებ მარტივი სულაც არ არის ჩვენთვის.