იფანი (18 თებერვალი – 17 მარტი) – დრუიდების ჰოროსკოპი
იფნის კელტური სახელი ირლანდიური სიტყვის „ზეცის“ მსგავსია. კელტურ მითოლოგიაში იფანი მოჯადოებულ ხედ ითვლებოდა, მისგან მაგიურ კვერთხებს ამზადებდნენ.
ეგვიპტელები კელტებს „ზღვის მოხეტიალეებს“ ეძახდნენ. ზღვის ცხენი იფნის სიმბოლოა, რომელიც დაკავშირებულია კელტების წარმოდგენასთან ზღვის ღმერთების შესახებ – ნახევრად თევზი და ნახევრად ცხენი.
იფნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ხასიათის გაორება, რის გამოც ძნელია გაიგო მათი ჭეშმარიტი ნატურა, ან მათი მოტივები.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობენ არტისტულ თვისებებს, არიან ტემპერამენტულები, მაინც დაუცველებს ან საოცრად მგრძნობიარეებს ჰგვანან (თუმცა შეუძლიათ შინაგანი ბუნების შეცვლა, შეუძლიათ გადხნენ უფრო პრაგმატულები და ძლიერები). შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცოვრებაში თანაგრძნობის გრძნობით ხელმძღვანელობენ.
ახალ მთვარეს დაბადებული ადამიანები უფრო იმპულსურები და დემონსტრაციულები არიან სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათ ექსპლოატაციას. ზოგადად, მათთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი ფრთიხლი მიდგომა, ამავე დროს გამოირჩევიან საგანგებო სპონტანურობით.
სავსე მთვარეს დაბადებულები კი უფრო „ექსჰიბიციონისტები“ არიან და გამოირჩევიან დიდი სულიერებით, რაც ზოგჯერ მათ გულუბრყვილობასა და მიამიტობაზე მიუთითებს. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული სისუსტეა, რომლის ქვეშაც ძალიან იშვიათი ადამიანური თვისება – მორჩილება იმალება
მოამზადა ლანა წითელაშვილმა