იუპიტერი მეხუთე სახლში
იუპიტერი მეხუთე სახლში იძლევა ჯანსაღ ოპტიმიზმს, ენთუზიაზმს, აძლიერებს შემოქმედებით პოტენციალს ნებისმიერ სფეროში. ასევე წარმოადგენს პროფესიონალთა შორის ავტორიტეტის მოპოვებისა და კარგი საზოგადოებრივი რეპუტაციის ქონის შესაძლებლობას. იუპიტერის ეს პოზიცია კარგია კაპიტალდაბანდებებისთვის, რადგან დიდი შანსია ბედნიერი შემთხვევის ქონის.
ეს იუპიტერი აღვიძებს ინტერესს პედაგოგიკისა და მომავალი თაობის აღზრდის საკითხების მიმართ. ხალხი მსგავსი იუპიტერით აკეთებენ ყველაფერს რათა მათ შვილებს ქონდეთ კარგი აღზრდა და განათლება, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და საკუთარი ბედით კმაყოფილები. იუპიტერის ეს მდებარეობა ხშირად მიუთითებს სიყვარულით ქორწინებაზე და მრავალრიცხოვან ოჯახზე, გარდა იმ შემთხვევაში როცა პლანეტა მდებარეობს ტყუპებში, ქალწულში ან თხის რქაში. ამ შემთხვევაში დადებითი შესაძლებლობები შეიძლება იყოს ნეიტრალიზებული, ისევე როგორც იმ შემთხვევაში თუკი იუპიტერს ექნება მხოლოდ უარყოფითი ასპექტები.
იუპიტერის ექსპანსია აქ ვლინდება ძირითადში გასართობ სფეროში. ეს გამოიხატება გატაცებაში ყველანაირ გასართობ სფეროსთან მხიარულ კომპანიაში, სპეკულაციური საქმიანობებისა და აზარტული თამაშების სფეროში მიდრეკილებებში, სხვადასხვანაირ ჰობებში. ბევრი სიამოვნება მოაქვს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს – კონცერტების, მუზეუმებში, გამოფენებში და თეატრებში ყოფნისას. ეს ყველაფერი სიამოვნებასთან ერთად შეიძლება იყოს შემოსავლის მომტანი, ასეთი იუპიტერის მფლობელი ალბათ აირჩევს გასართობ სფეროში მოღვაწეობას.
იუპიტერის შეერთება
მზესთან – წარმატებები საქმიანობაში, მატერიალური მდგომარეობა საშუალოზე მაღალი;
ზრდად მთვარესთან – წარმატება სახელმწიფო სამსახურში;
კლებად მთვარესთან – წარმატება დიპლომატიურ სამსახურში, ადმინისტრატორის პოზიციაზე, და ასევე სფეროში რომელშიც საჭიროა ორგანიზატორული ტალანტი და ხელმძღვანელის ნიჭი;
მერკურისთან – წარმატება მეცნიერების, მკვლევარის, პედაგოგის და აღმზრდელის როლში
ვენერასთან – ხშირია მრავალრიცხოვანი ოჯახი, სუსტი ხასიათი, გასართობებისადმი სიყვარული, მომატებული ინტერესი საპირისპირო სქესისა და ინტიმის მიმართ;
მარსთან – რობინ ჰუდის სული, მიდრეკილება სარისკო წინააღმდეგობების მიმართ, ავანტურიზმი, ექსცენტრულობა, ექსპანსიური მოქმედებები;
სატურნთან – წარმატება მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, პედაგოგიკასა და ფილოსოფიაში, ხშირია სახელმწიფო პოსტი;
ურანთან – არაჩვეულებრივი სულიერი ინტერესები, ორიგინალური იდეები, ცნობადობა, პოპულარობა, მაღალი სოციალური და მატერიალური დონე;
ნეპტუნთან – ერთის მხრივ – მისტიციზმი, მეორე მხრივ – მერკანტილიზმი, სპეკულაციები, აზარტული თამაშები, არსებობს დიდი მოგების შესაძლებლობა, შემთხვევითი შემოსავლები; წარმატებული ფინანსური შეთანხმებები და საბირჟო ოპერაციები;
პლუტონთან – ძლიერი პატივმოყვარეობა, დიდების სიყვარული, ორგანიზატორული ნიჭი, ტალანტი ხელმძღვანელის, ორატორობა; მიდრეკილება სარისკო და საშიში წინააღმდეგობებისადმი, ხშირია ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობები;
იუპიტერის დადებითი ასპექტები
მზესთან – წარმატებული პროფესიული საქმიანობა, შესაძლებელია კარგი კარიერა, მატერიალური სიმდიდრე
მთვარესთან – წარმატება პედაგოგიკასა და აღმზრდელობით საქმიანობაში, პირველი შვილი მოუტანს დიდ სიხარულს
მერკურისთან – წარმატება სახელმწიფო სამსახურში, სულიერი საქმიანობა, ინტელექტუალური შრომა
ვენერასთან – დადებითი გავლენა ეროტიკაზე, ჩასახვასა და მშობიარობაზე
მარსთან – წარმატება საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში, არც თუ იშვიათია სამხედრო სფეროში საქმიანობა, ასევე სიყვარულისა და ქორწინების სფეროში; ჯანმრთელი და ნიჭიერი შვილები, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება;
სატურნთან – ჰარმონიული ურთიერთობა ასაკით უფროს ადამიანებთან, წარმატება მეცნიერებასა და სსამეცნიერო კვლევით საქმიანობასი, ასევე შესაძლებელია მისიონერული საქმიანობა;
ურანთან – შესაძლებელია მაღალი სოციალური თუ მატერიალური დონის მიღწევა, წარმატება მეცნიერებაში, მედიცინაში, პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, ასევე პოლიტიკურ არენასა და ხელოვნებაში. ცნობადობა, დიდება, პატივი, ჯილდოები, საპირისპირო სქესის ადამიანებთან მიზიდულობა, სასიყვარულო ავანტურიზმი
ნეპტუნთან – ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, ალტრუიზმი, წარმატებები ფინანსურ გარიგებებსა და საბირჟო ოპერაციებში, ერთის მხრივ მიჯაჭვულობა ოჯახსა და ბავშვებზე, მეორეს მხრივ ბოჰემრ ცხოვრებისადმი მიდრეკილება, დიდება, ტიტულები, ჯილდოები, საზოგადოებრივი პატივისცემა;
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
მზესთან – მიდრეკილება აზარტული თამაშებისა და თავგადასავლებისდმი, ავანტურიზმი, ფინანსური და მატერიალური დანაკარგები
მთვარესთან – წარუმატებლობები პროფესიულ ცხოვრებაში, მატერიალური დანაკარგები ფინანსური სპეკულაციების, არასწორი გათვლების შედეგად; წარუმატებელი პოლიტიკური საქმიანობა
მერკურისთან – მატერიალური დანაკარგები წარუმატებელი სპეკულაციური საქმიანობების, ტყუილის, თაღლითობისა და არაკეთილსინდისიერი გარიგებების შედეგად;
ვენერასთან – მატერიალური დანაკარგები შემთხვევითი სასიყვარულო ურთიერთობების ან ინტრიგების შედეგად;
მარსთან – მატერიალური დანაკარგები მხარჯველობის გამო
სატურნთან – შინაგანი დაუკმაყოფილებლობა, ხასიათის არასტაბილურობა, ხშირია ქონების დაკარგვა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოგება ან არ მოდის ან მოდის უპატიოსნო გზით.
ურანთან – თავისებურება, სიჯიუტე, თავის ქება, კაპრიზები, მატერიალური დანაკარგები წარუმატებელი სპეკულაციების შედეგად, ისტერიული ხასიათი.
პლუტონთან – ქონების დაგროვება საეჭვო გზებით, მატერიალური დანაკარგები არაკორექტული მოქმედებების შედეგად, კორუფცია, სასიყვარულო ავანტურები, საქორწინო აფერა ან ქორწინების გარეშე ბავშვები, ქალებთან შესაძლებელია რთული მშობიარობა;
მოამზადა მერო მერომ