იუპიტერი მეშვიდე სახლში
იუპიტერის ეს მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ცხოვრებაში უმთავრეს როლს თამაშობენ მისი ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორები. ამასთანავე, ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, კავშირები – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი იუპიტერს კარგი კოსმიური სტატუსი აქვს. პარტნიორები იზრუნებენ მათ სოციალური სტატუსის ზრდაზე, დაასტაბილურებენ მათ მდგომარეობას საზოგადოებაში, ნებისმიერ რთულ შემთხვევაში, მათ შორის მატერიალური სირთულეებისას პარტნიორების დახმარების იმედი სულ შეიძლება ქონდეს ადამიანს, თითქოს ფარული ხელი იფარავს მათ ცხოვრებისეული სირთულეებისგან.
იუპიტერი ამ სახლში მიუთითებს წარმატებულ და ბედნიერ ქორწინებაზე. მართალია თუკი იუპიტერი იმყოფება ტყუპების, მშვილდოსნის, მერწყულის ან თევზების ნიშანში, ეს შეიძლება მიუთითებდეს ორ, სამ ან უფრო მეტ ქორწინებაზე, განსაკუთრებით გააქტიურებულია ეს ხელოვნების სფეროს მიმდევრებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, პარტნიორები რჩებიან ერთგულები და დაშორების შემდეგაც კი მეგობრობენ. იუპიტერის ეს მდებარეობა ადამიანს ეხმარება იმაში რომ მტრებიც კი მეგობრად გადააქციოს.
იუპიტერის ამ მდებარეობის მქონე ადამიანები, ძალიან ხშირად ირჩევენ იურისპრუდენციას, ყველაფერს რაც დაკავშირებულია ადვოკატურასთან ან სასამართლო საქმეებთან. ხშირად ეს მიუთითებს კარგ შემოსავალზე და სიმდიდრის მატებაზე.
დღე დაბადებულთათვის ეს მდებარეობა კარგია ქორწინებისთვის და პარტნიორული თანაცხოვრებისთვის, მაგრამ აქ შესაძლებელია პარტნიორის ადრეული სიკვდილი, მართალია ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც პარტნიორი ყველაფერს გააკეთებს რუკის მფლობელისთვის.
ღამე დაბადებულთათვის გავლენა შედარებით სუსტი მაგრამ მაინც დადებთია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იუპიტერი ძალიან დაზიანებული არ არის. პარტნიორებს, როგორც წესი, აქვთ კარგი საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობები, შესაძლებელია იყოს ასაკით უფროსი, და სულიერად უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი, განათლებული და რელიგიური.
დაზიანების შემთხვევაში – თავისებურება, სიჯიუტე, ჭირვეულობა. შესაძლებელია ქორწინებაში პრობლემები.
თუკი იუპიტერი ქმნის ოპოზიციას პირველ სახლში მყოფ რომელიმე პლანეტასთან, ეს მიუთითებს ბევრ კონკურენტსა და მტერზე.
იუპიტერის შეერთება
დესცედენტთან – წარმატებული ქორწინება
მზესთან – ხანგრძლივი თანამშრომლობა ქორწინების ან საქმიან პარტნიორებთან;
მთვარესთან – წარმატებები კოლექტივში, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება
მერკურისთან – საზოგადოებრივი მდგომარეობა და მატერიალური სიკეთე დაკავშირებული სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასთან, წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობა
ვენერასთან – ხშირია მაღალი სოციალური სტატუსი, წარმატებული ქორწინება, ბედნიერი თანაცხოვრება პარტნიორთან
მარსთან – წარმატებული ქორწინება, წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობა,შესაძლებელია დიდება და პოპულარობა
სატურნთან – წარმატებული ქორწინება, კარგი ურთიერთობები კოლეგებთან, შესაძლებელია მემკვიდრეობის მღება, სტაბილური ოჯახური ცხოვრება;
ურანთან – წარმატებული თანამშრომლობა ან საზოგადოებრივი საქმიანობა, მიდრეკილება ბოჰემური ცხოვრების, გარეგული ეფექტებისა და ფუფუნებისადმი, აღიარების, ოვაციების, დიდების და ძალაუფლების სურვილი, საწინააღმდეგო სქესზე ძალაუფლებისა და გავლენის ქონა, თავისუფალი კავშირები, სამოქალაქო ქორწინება, წარმატებული ქორწინება.
ნეპტუნთან – წარმატებული ტანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან და უცხოელებტან, ტანამშრომლობა ან კავშირი ადამიანებთან რომლებსაც აქვს ფენომენალური შესაძლებლობები, მიდრეკილება სვეცკური ცხოვრებისკენ, ხშირია საზოგადოებრივი საქმიანობა;
პლუტონთან – წარმატებები პუბლიკასთან, აუდიტორიასტან, ხალხის მასებტან დაკავშირებულ საქმეში, შესაძლებელია რამდენიმე ქორწინება, დიდია პარტნიორების როლი ცხოვრებაში.
იუპიტერის დადებითი ასპექტები
მერიდიანთან – აიოლებს სოციალური სტატუსის ამაღლებას
მზესთან – წარმატებლი საზოგადოებრივი ან საადვოკატო საქმიანობა, წარმატებული სასამართლო პროცესები, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება
მთვარესთან – წარმატებული ადმინისტრატორული ან საზოგადოებრივი საქმიანობა, მიდრეკილება თანამშრომლობისადმი, ცნობადობა, დიდება, პოპულარობა;
მერკურისთან – ინტელექტუალური საქმიანობა, სულიერი დიდება, სამეცნიერო–კვლევითი შრომა, ლიტერატურული, პედაგოგიკური ან იურიდიული საქმიანობა, დიპლომატიური სამსახური
ვენერასთან – მაღალი სოციალური სტატუსი პარტნიორების დამსახურებთ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება
მარსთან – წარმატებული ქორწინება, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობა
სატურნთან – წარმატებული, მოგებიანი ქორწინება, მემკვიდრეობა, სტაბილური ოჯახური ცხოვრება, ხშირია ასაკით უფროსი პარტნნიორი ან გვიანი ქორწინება, კარგი მდებარეობაა ყველასთვის ვინც დაკავშირებულია იურისპრუდენციასთან
ურანთან – წარმატებული ქორწინება, წარმატებაში მეცნიერებაში ან ხელვოენაბში, წარმატებული თანამშრომლობა, მიდრეკილება პოპულარული ცხოვრებისადმი, საზოგადოებრივი საქმიანობა, დაკავშირებული კულტურულ ან საგანმანათლებლო სფეროში;
ნეპტუნთან – წარმატებული თანამშრომლობა მაგებთან, ოკულტური საქმიანობებით დაკავებულ ადამიანებთან, უცხოელებთან, მეზღვაურებთან, საზოგადოებრივი საქმიანობა
პლუტონთან – კოლექტიური საქმიანობა დაკავშირებული ძველი კონსერვატორული სფეროს ნგრევასა და ახალის დანერგვასთან, დიდ როლს თანაშობს ქორწინების ან საქმიანი პარტნიორები, სასარგებლო კავშირები უცხო ქვეყყნებთან.
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
ასცედენტთან – პარტნიორებტან და კომპანიონებთან პრობლემური ურთიერთობებ
მზესთან – შესაძლებელია ღალატი ქორწინებაში
მთვარესთან – ხშირია ქორწინება ქვრივზე
მერკურისთან – გაუგებრობები, ინტრიგები, სკანდალებ ახალგაზრდებთან
ვენერასთან – შემთხვევითი სექსუალური კავშირები, მსუბუქი ცხოვრების წესი,
მარსთან – უსიამოვნებები ოჯახურ ცხოვრებაში, შესაძლებელია განქორწინება, დანაკარგები სასამართლო პროცესების გამო
სატურნთან – რთული ურთიერთობები პარტნიორებთან, წარუმატებელი სასამართო პროცესები, პარნტნიორული ურთიერთობების მოშლა, შესაძლებელია განშორება პარტნიორთან, გვიანი ან ქვრივთან ქორწინება
ურანთან – ფინანსური დანაკარგები ქორწინების ან საქმიანი პარტნიორების გამო, წაგება სასამართლო პროცესებში, სასიყვარულო ავანტურიზმი, საქორწინო აფერა, ტყუილი
ნეპტუნთან – გაორება, ლიცემერობა, ხშირია ამორალური ცხოვრების წესი, შესაძლებელია ტყუილი, ქურდობა, მოწამვლა, მიდრეკილება ბოჰემური ცხოვრების წესის მიმართ;
პლუტონთან – შესაძლებელია დაზარალება რეკეტის, შეიარაღებყლი ტავდასხმის ან უბედური შემთხვევის გამო, სადაც სხვა ადამიანები იქნებიან დამნაშავეები. ქვრივობა.
მოამზადა მერო მერომ