იუპიტერი მერვე სახლში
ეს მდებარეობა იუპიტერისთვის არც ისე სასურველია (სახლის სამივე ნაწილში იუპიტერს მხოლოდ სამი ქულა აქვს), ვინაიდან ეს არცთუ იშვიათად მიუთითებს ქონების დაკარგვაზე სასამართლო პროცესების შედეგად, ნატესავების ადრეულ დაკარგვაზე. თუმცა მეორეს მხრივ სწორედ ეს მიუთითებს ქორწინების შედეგად მიღებულ სიმდიდრეზე ან მემკვიდრეობაზე.
იუპიტერის ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს დიდ შემოსავლებზე, შესაძლებელია მოხდეს სხვისი ფულის მართვა. ხშირად ასეთ ადამიანებს სდევს წარმატება ოკულტურ მეცნიერებებში, ისინი ფლობენ გარკვეულ ფენომენალურ შესაძლებლობებს, მაგალითად: ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ან წინასწარჭვრეტის უნარი აქვთ.
ამ სახლისთვის იუპიტერის საუკეთესო მდებარეობაა კირჩხიბში ან ლომის ნიშანში ყოფნა, ამის გარდა სასურველია თუკი ის არ იქნება დაბადების ანდა ამავე სახლის დომინანტი.
დაზიანების შემთხვევაში აფექთების, ხანძრის, დამწვრობის, ჭრილობების საფრთხე. ღვიძლის, სასქესო ორგანოების დაავადებები, შესაძლებელია სპაზმები,კონვულსიები, ტუბერკულოზი, არცისე იშვიათია სეფსისი, მოწამვლა სხვადასხვა პროდუქტებითა და წამლებით. იუპიტერი თუკი იმყოფება თევზის ნიშანში უნდა მოერიდოს წყალს.
იუპიტერის შეერთებები
მზესთან – კაცის ჰოროსკოპში – ძლიერი ვიტალურობა, ქალის ჰოროსკოპში წარმატებული ქორწინება
მთვარესთან – შესაძლებელია მემკვიდრეობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქორწინების შედეგად;
მერკურისთან – ხშირად საქმიანობა ოკულტურ მეცნიერებებში ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად
ვენერასთან – მატერიალური უზრუნველყოფა ქორწინების ან საქმიანი პარტნიორის დამსახურებით
მარსთან – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქორწინების შემდეგ, ან მემკვიდრეობის შედეგად, ხშირად ინტერესი ოკულტური მეცნიერებების მიმართ
სატურნთან – ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება, ენერგიულობა, რომელიც იმატებს სირთულეების გადალახვის საჭიროებასთან ერთად.
ურანთან – წინასწარმეტყველების ნიჭი, სიზმრები, წარმატებული ოკულტური საქმიანობა, ადვილი ბუნებრივი სიკვდილი, ტკივილებისა და ტანჯვის გარეშე
ნეპტუნთან – სამეცნიერო და მისტიკური აზროვნება, ოკულტური საქმიანობები, ინტერესი სპირიტული სეანსების მიმართ, ხშირად ნათელხილვის ნიჭი
პლუტონთან – ძალაუფლება მოსაუბრეზე, სიტყვის მაგია, საჯარო ლექციები ოკულტურ მეცნიერებებსა და პრობლემატიკაზე, რელიგიაზე, პარალელურ სამყაროებზე და ა.შ.
იუპიტერის დადებითი ასპექტები
მზესთან – წარმატებული ქორწინება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქორწინების შემდეგ;
მთვარესთან – წარმატებული ქორწინება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქორწინების შემდეგ, მემკვიდრეობა;
მერკურისთან – არც თუ იშვიათად წარმატებული საქმიანობა სუტენიორის როლში, ოკულტური საქმიანობა
ვენერასთან – დადებითად მოქმედებს ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია მერვე სახლთან
მარსთან – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქორწინების შემდეგ
სატურნთან – მდიდარი მემკვიდრეობა, წარმატებული საქმიანობა დაკავშირებული სიკვდილთან, ხანგრძლივი ნაყოფიერი ცხოვრება
ურანთან – წარმატებული ფინანსური გარიგებები და კაპიტალდაბანდებები, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა, წინააღმდეგობების გადალახვის კარგი უნარი
ნეპტუნთან – ინტუიცია, გამჭრიახობა, ნათელხილვის ნიჭი, სხვა ფენომენალური შესაძლებლობები, ოკულტური საქმიანობები, სპირიტული სეანსები, შეხვედრები უცხოელებთან;
პლუტონთან – ძლიერი ნება, დიდი ენერგია, ფსიქიური ძალა, ჯანმრთელობა, საკუთარი ღირსების ძლიერი გრძნობა, ღრმა რელიგიური გრძნობები
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
მზესთან – ახლობლის ან მატერიალური ფასეულობების დაკარგვა
მთვარესთან – არცთუ იშვიათად ქორწინება ქვრივთან
მერკურისთან – უსიამოვნებები, შესაძლებელია დანაკარგები ქურდობის ან წარუმატებელი შეთანხმებების გამო
ვენერასთან – ფულის დაკარგვა ცხოვრების ამორალური წესების გამო
მარსთან – მატერიალური ფასეულობების ან ქონების დაკარგვა ხანძრის ან უბედური შემთხვევის გამო, მემკვიდრეობის დაკარგვა
სატურნთან – ასაკით უფროსი ახლობელი ადამიანის დაკარგვა, შესაძლებელია მემკვიდრეობის დაკარგვა, ნელი სოციალური ზრდაა, შესაძლებელია უბედური შემთხვევა, ჭრილობები, ტრავმები, დახრჩობა
ურანთან – მოულოდნელი სიკვდილი, აფეთქების, ხანძრის, მეხის დაცემის ან ელექტრონიკასთან უყურადღებოდ მოქცევის გამო, მიდრეკილება ჩხუბებისკენ, სკანდალებისკენ; უიღბლო ფინანსური გარიგებები, ტყუილი, თაღლითობა
ნეპტუნთან – ტყუილი, ინტრიგები, ჭორები, ანონიმური წერილები, გათვალვის, წყევლის, მოწამვლის საფრთხე;
პლუტონთან – შესაძლებელია ძალადობრივი ქმედებები, რეკეტი, ძარცვა, კონფლიქტები;
მოამზადა მერო მერომ