იუპიტერი მეოთხე სახლში და მისი ასპექტები
აქ იუპიტერი როგორც წესი მიუთითებს ჰარმონიულსა და სტაბილურ მშობლების სახლზე და მათთან კარგ ურთიერთობაზე, ასევე მიუთითებს საკუთარი ბედნიერი ოჯახის შექმნის შანსზე. თუკი იუპიტერი დაუზიანებელია მათ სახლს შეიძლება სავსე ფიალა ეწოდოს. მშობლიურ სახლში მუდამ აქვთ ის კარგი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მათ სულიერსა და ფიზიკურ განვითარებას. ასეთი სახლი ნამდვილი ციხესიმაგრეა, რომელიც აძლევს მათ თავშესაფარს, მხარდაჭერასა და დაცვას.
მართალია რომ იუპიტერი მეოთხე სახლში უმეტეს შემთხვევაში მუშაობს ცხოვრების მესამე ნაწილში, პირველ მესამედში ის ადამიანს აგროვებინებს დადებით გამოცდილებას, ოჯახის შექმნას და კარგ ურთიერთობებს მასში, იძლევა უსაფრთხოების აუცილებელ გრძნობას და მშობლის მხარდაჭერას, მთლიანად მეორე მესამედი ითვლება სოციალური სტატუსისა და მატერიალური სიკეთის დაგროვების კულმინაციად. იუპიტერის ასეთი მდებარეობის შემთხვევაში ცხოვრების მეორე ნახევარი უფრო ბედნიერი და წარმატებულია ვიდრე პირველი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ადამიანი ცხოვრობს მშობლების სახლში ან არ დატოვებს მაინც თავის სამშობლოს. ეს იუპიტერი იძლევა შესაძლებლობას მიიღოს მდიდარი მემკვიდრეობა და ქონდეს ხანგრძლივი, ნაყოფიერი ცხოვრება. ასევე ეს მიუთითებს მშობლების, განსაკუთრებით მამის ბედნიერებაზე.
იუპიტერი ამ სახლში იძლევა სამშობლოს, ისტორიის, ტრადიციების სიყვარულს, აღვივებს სიყვარულს ანტიკვარებისადმი, ყველაფერი ძველისადმი. აძლიერებს ინტერესს ოკულტური მეცნიერებებისადმი, ხშირად მიდრეკილებას იძლევა თავისუფალი სამუშაოებისკენ, რომელიც შეიძლება სახლში შესრულდეს.
თუკი იუპიტერი არის თავისთვის ცუდ ნიშანში – ტყუპებში, ქალწულში ან თხის რქაში – მისი გავლენა სუსტდება და ხშირად არ ვლინდება. ეს იძლევა კონფლიქტებს პჯახში, კამათებსა და კონფლიქტებს მშობლებთან, ღია შეწინააღმდეგებას მათი ნებისადმი, მშობლების ცხოვრებისეული ფასეულობების უარყოფა.
კუროს ნიშანში მდებარეობის შემთხვევაში – კარგი პერსპექტივები და პირობები ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ადამიანები შეიძლება გაიტაცოს ხორციელმა სიამოვნებებმა, რომელმაც შეიძლება მიიყვანოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე ან პარალიჩამდე.
მორიელის ნიშანში – წარმატებისკენ გზა რთული და ხანგრძლივია.
დღე დაბადებულთათვის თუკი იუპიტერი იმყოფება სახლის პირველ მესამედში – დიდება, ცნობადობა, მოსამართლის, კანონმდებელის, დიპლომატის, ექიმის რანგში, საშუალო სულიერი განვითარების დონეზე – ცხოველების მომშენებლის სფეროში.
მზესთან და მთვარესთან ცუდი ასპექტების შემთხვევაში უნდა უფრთხილდეს გულის დაავადებებს, ინსულტს, და თუკი თანვე დაზიანებულია მეოთხე სახლის მართველი სასამართლო გარჩევები მშობლებთან.
იუპიტერის შეერთება
მზესთან – სწრაფი სოციალური ამაღლება, დიდება, ცნობადობა მშობლების დამსახურებით
მთვარესთან – მშვიდი, და ბედნიერი ცხოვრების ბოლო ნაწილი.
მერკურისთან – ერთგულება მშობლების სახლის მიმართ, საგვარეულო ტრადიციების მიმართ, წარმატება თავისუფალ პროფესიებში, სამუშაო სახლის პირობებში
ვენერასთან – მყუდრო ჰარმონიული სახლი, სამუშაო სახლის პირობებში დაკავშირებული ხეელოვნებასთან, სილამაზესთან;
მარსთან – ბევრი ფული, სიმდიდრე, ბედნიერება სახლში, წარმატებული და ბედნიერი ოჯახი, ადვილი სიკვდილი
სატურნთან – ბედნიერი მშობლების სახლი, კარგი ურთიერთობა მათთან, სტაბილური საკუთარი ოჯახი, სიმდიდრე, მემკვიდრეობა
ურანთან – წარმატებული თანამშრომლობა მამასთან, შესაძლებელია მშობლების პროფესიის არჩევა, თანდაყოლილი ინტუიცია, ფენომენალური შესაძლებლობები
ნეპტუნთან –თანდაყოლილი ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობები, ტალანტის რეალიზება სახლის პირობებში, კავშირი უცხო ქვეყნებთან, ღრმა კავშირი მშობლებთან
პლუტონთან – კარგი ურთიერთობა მშობლების სახლთან და მშობლებთან, განსაკუთრებით მამასთან, ინტუიცია, წინასწარმეტყველების ნიჭი, ექსტრასენსორული შესაძლებლობები, შესაძლებელია მსხვილი მემკვიდრეობა.
იუპიტერის დადებითი ასპექტები
ასცედენტთან – ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, კეთილგონიერება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მისწრაფება ცოდნისკენ, შემთხვევითი ბედნიერება
მზესთან – კეთილდღეობა ყველაფერში რაც დაკავშირებულია მშობლიურ სახლსა და კერასთან
მთვარესთან – ხანგრძლივი ნაყოფიერი ცხოვრება, ბედნიერი დასასრული სიცოცხლის
მერკურისთან – წარმატება სახლთან დაკავშირებულ საქმეებში, საქმიანობის სფერო დაკავშირებული სახლთან;
ვენერასთან – მიდრეკილება ბოჰემისკენ, ფუფუნებისკენ, სტუმართმოყვარეობა, ლიტერატურული, პოეტური ან მუსიკალური საღამოები საკუთარ სახლში
სატურნთან – მყარი ჰარმონიული ურთიერთობები მშობლებთან, მატერიალური სიკეთე, მემკვიდრეობა, ხანგრძლივი ნაყოფიერი ცხოვრება
ურანთან – მემკვიდრეობა, წარმატება სახლის საქმეებში, განსაკუთრებით დაკავშირებული კვლევით სფეროებთან, პუბლიკაციებთან, გამოგონებებთან. ოკულტური მეცნიერებები, ხანგრძლივი ცხოვრება, მოულოდნელი მემკვიდრეობა.
პლუტონთან – ძლიერი მიჯაჭვულობა საკუთარ სახლზე და მშობლებზე, განსაკუთრებით მამაზე, ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობები, ოკულტური პრაქტიკა, უძრავ ქონებაზე ვაჭრობა.
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
მერიდიანთან – საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება
მზესთან – ქორწინების არქონა
მთვარესთან – დაძაბული ურთიერთობები მშობლებთან ხასიათის შეუთავსებლობის გამო, ხშირად სიცოცლის უბედური ბოლო პერიოდი
მერკურისთან – ტყუილი, ინტრიგები, ჭორები, ტყუილი განცხადებები დაკავშირებული სახლთან და მშობლებთან, შეცდომები გათვლებში
ვენერასთან – დანაკარგები ხმაურიანი და სკანდალური გართობების გამო
მარსთან – სახლში უბედური შემთხვევები, ხხშირად ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობის გამო
სატურნთან – არაჰარმონიული მშობლიური სახლი, უბედური ბავშვობა,, არასტაბილური მატერიალური მდგომარეობა, მარტოობა სიბერეში, ავტორიტეტის დაკარგვის საფრთხე,
ურანთან – უბეედური შემთხვევა სახლში, ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მემკვიდრეობის დაკარგვა
ნეპტუნთან – მშობლების სახლიდან წასვლა, უცხო ქვეყანაში გადასვლა, უბედური შემთხვევა დაკავშირებული სახლთან, დანაკარგები ტყუილის გამო
პლუტონთან – ქონების დაკარგვა სტიქიური უბედურებების გამო, ჭრილობების არსებობა, ღალატი
ს. ვრონსკი
მოამზადა მერო მერომ