იუპიტერი მეთერთმეტე სახლში
ამ სახლში იუპიტერი ეხმარება ადამიანს აისრულოს სანუკვარი სურვილები და იმედები. ადამიანებს იუპიტერის ამ მდებარეობით ყავთ ერთგულები მეგობრები, ერთგული თანამოაზრეები, მათ ყავთ ძლიერი და გავლენიანი მფარველები პოლიტიკოსთა თუ სულიერ ადამიანთა წრეებში. აუცილებლობის შემთხვევაში მატ შეუძლიათ მოძებნონ სპონსორები ან მეცენატები, რომლებიც მათ ეხმარებიან საკუთარი გეგმების განხორციელებაში.
მეთერთმეტე სახლის იუპიტერის მქონენი აღწევენ კარგ მდგომარეობას საზოგადოებაში და აგროვებენ კაპიტალს. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ მაშინ როცა იუპიტერს არ აქვს უარყოფითი ასპექტები ადამიანის რუკაში.
ამ ადამიანებს აქვთ კარგი კავშირები და კონტაქტები როგორც სამშობლოში ასევე საზღვარგარეთ. წარმატებები მოდის საზოგადოებრივი საქმიანობებიდან და კოლექტიური საქმიანობებიდან, ასევე თანამშრომლობის შედეგად. საქმეებში დიდ როლს თამაშობს შემთხვევა, რომლის კარგად გამოყენება მათ შეუძლიათ.
კარდინალური ნიშნები იძლევიან ხელმძღვანელის და ადმინისტრატორის ნიჭს; მუტაბელურ ნიშნებს წარმატება მოაქვთ სამეცნიერო ან რელიგიურ წარმატებებში; ფიქსირებული ნიშნები მიუთითებენ იმაზე, რომ ინდივიდი იქნება მეგობრებისა და გარშემომყოფების სიამაყე;
მზესთან, მთვარესთან, ვენერასთან კარგი ასპექტებისას, დღე დაბადებუულთათვის ან სავსე მთვარეობისას დაბადებულთათვის მიუთითებს ერთგულ მეგობრებზე, მაღალ თანამდებობაზე, დიპლომატის კარიერაზე.
იუპიტერის დაზიანების შემთხვევაში, ყველა ზემოთხსენებულ საქმეებში იქნება პრობლემები, კარიერა აიწყობა ნელა. შესაძლებელია ოჯახიდან გაუცხოება, უბედური შემთხვევა საკუთარი დანაშაულით. ასევე შესაძლებელია რომ იცხოვროს ფინანსურ გაჭირვებაში, დაადანაშაულოს ახლობლები არაკეთილსინდისიერებაში. შესაძლებელია საეჭვო წრეში მოხვედრა, ხშირია შემთხვევა რომ მეგობრები აღმოჩნდებიან მატყუარები და ყალბები, მის წრეში შესაძლებელია იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც დააზიანებენ ამ ადამიანის რეპუტაციას.
არცთუ იშვიატად ეს შეიძლება მიუთითებდეს ნაადრევ ქორწინებასა და ნაადრევ ინტიმურ კონტაქტზე, ასევე მიუთითებს იმაზე რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება როცა დაიბადება პირველი შვილი.
იუპიტერის შეერთება:
მზესთან – მომგებიანი კავშირები სახელმწიფო სამსახურში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებთან;
მთვარესთან – ერთგული მეგობრები, ერთგული თანამოაზრეები, ძირითადად მდედრობითი სქესის;
მერკურისთან – მეგობრები მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და კომერციული სფეროში
ვენერასთან – მეგობრები ხელოვნების ან მოდასთან დაკავშირებულ სფეროში;
მარსთან – მეგობრები სამხედრო, კრიმინალისტურ, დეტექტივების, პოლიციების სფეროში, მებრძოლები თავისუფლებისთვის, ადამიანთა უფლებებისთვის და ა.შ
სატურნთან – ასაკით უფროსი მეგობრები, მეცენატები, სპონსორები , მოაზროვნის, გამომგონებლის, რაციონალიზატორის ტიპი;
ურანთან – მეგობრები მეცნიერების, გამომგონებლების, რაციონალიზატორების, ასტროლოგების და ტექნიკოსების სფეროში. მიდრეკილება პირადი და სულიერი თავისუფლებისადმი, დამოუკიდებლობისადმი; სამეგობრო კავშირები უკეთესად ვლინდება ქორწინების შემდეგ
ნეპტუნთან – მეგობრები ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობებით, მედიკოსები, მკურნალები, ფარმაცევტი, ქიმიკოსები, ოკულტისტები, სპირიტუალისტები, ფილოსოფოსები, საეკლესიო მსახურების შორის. სულიერი თავისუფლების დიდი მოთხოვნილება, საზოგადოებრივი საქმიანობა;
პლუტონთან – მეგობრები სამხედროების, კრიმინალისტების, პოლიციელების, დეტექტივის, სპორტსმენების შორის; ორიგინალური აზროვნება, მეგობრული კავშირები ქორწინებასთან შედარებით უფრო პრიორიტეტულია;
იუპიტერის დადებითი ასპექტები
ასცედენტთან – აძლიერებს ადამიანს კარგ თვისებებს განსაკუთრებით ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს, განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს, ხელს უწყობს სულიერი ჰორიზონტის გაფართოვებას, მეგობრულობას და დადებით თვისებებს
მზესთან – მიუთითებს ერთგულ მეგობრებსა და თანამოაზრეებზე, მფარველებზე, სპონსორებზე, სხვა კეთილისმსურველებზე;
მთვარესთან – მეგობრები იქნებიან ყველაზე სანუკვარი ოცნებების ამსრულებლები, ინდივიდის მიდრეკილებების მხარდამჭერები;
მერკურისთან – დიდი ინტელექტის მქონე მეგობრები, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ მწერლები, ჟურნალისტები, კორესპონდენტები, კომერსანტები და ბიზნესმენები, პედაგოგები, იურისტები, ფილოსოფოსები და სულიერ სფეროში მომუშავენი, ოკულტისტები, ასტროლოგები და მაგები;
ვენერასთან – ერთგული მეგობრები, ხელოვნების სფეროში, რეჟისორებში და ა.შ
მარსთან – ერთგული მეგობრები, ერთგული თანამოაზრეები, კეთილსინდისიერი მფარველები, მდიდარი სპონსორები, ყველას იმედებისა და სურვილების ასრულება
სატურნთან – პირად და სულიერი თავისუფლებისკენ მიდრეკილება, ასაკოვანი მეგობრები, პატიოსნები, წესიერები, კეთილისმსურველი
ურანთან – ყველაფერი ახალის წყურვილი, ახლო მეგობრები ტექნიკის მეცნიერების სფეროში, ასტროლოგები, მაგები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები;
ნეპტუნთან – მეგობრები ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობებით, ექიმები, მკურნალები, ფარმაცევტები, ქიმიკოსები, პარაფსიქოლოგები, მეგობრების ძლიერი გავლენა, საქორწინო პარტნიორი ხშირად არის მეგობარი ან მრჩეველი;
პლუტონთან – აზროვნების ორიგინალურობა, დამოუკიდებლობა, მეგობრები სამხედრო წრეში, სპორტსმენები, კრიმინალისტები, მედიკოსები, ძლიერი გავლენიანი მეგობრები, სახელმწიფო მოღვაწეები;
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
მზესთან – ყალბი მეგობრები, უღირსი მფარველები
მთვარესთან – ხშირია ღალატი მდედრობითი სქესის მეგობრებისგან
მერკურისთან – უსიამოვნებები ფულის გამო, ინტრიგები, ჭორები, წერილები რომელთაც უსიამოვნებები მოაქვთ
ვენერასთან – თავქარიანობა, უწესო ცხოვრება ახალგაზრდებთან;
მარსთან – მეგობრებს შორის აღმოუჩნდეს „ცხვრის ტყავში გახვეული მგელი“, რომელმაც შეიძლება მიაყენოს ბევრი უსიამოვნებები, წარუმატებლობები კოლექტივში;
სატურნთან – ასაკით უფროსი მეგობრების დაკარგვა, უსიამოვნებები მეგობრების გამო, ტყუილი, თაღლითობა, ინტრიგები, ჭორები, ანონიმური წერილები, ქურდობის რისკი, რეპუტაციის დაკარგვა;
ურანთან – მოულოდნელი ტყუილები, წინააღმდეგობები მეგობრების გამო, ასევე სირთულეები მასთან, ყალბი მეგობრები, ინტრიგები, გამყიდველობა;
ნეპტუნთან – ყალბი მეგობრები, შანტაჟი, ინტრიგები, ჭორები, ღალატი. მიდრეკილება ცხოვრების ამორალური წესისადმი, უბედური შემთხვევის საშიშროება ან მოწამვლა
პლუტონთან – რთული ურთიერთობა მეგობრებთან, რეკეტის საშიშროება, ძარცვა ან ძალადობის სხვა ფორმებით გამოვლენა. შესაძლებელია განქორწინება, დაქვრივება ან განშორება მეწყვილესთან სხვადასხვა მიზეზის გამო.
სერგეი ვრონსკის მიხედვით
მოამზადა მერო მერომ