იუპიტერი მეექვსე სახლში
იუპიტერი მეექვსე სახლში უარყოფითი მაჩვენებლების არარსებობისას მიუთითებს კარგ ჯანმრთელობაზე, ნათესავების დახმარებასა და კარგ სამუშაოზე. ადამიანები ასეთი იუპიტერით ხშირად იკავებენ წამყვან თანამდებობებს და იმსახურებენ თანამშრომელთა და დაქვემდებარებულთა დაფასებას. ამ იუპიტერის მფლობელისთვის უმჯობესია თუ სხვებს მოემსახურება როგორც მაგალითად ექიმი ან მკურნალი, უარესია თუკი მას ემსახურებიან სხვები.
მოგება შეიძლება მოიტანოს შინაურმა ცხოველებმა, ან თუკი ადამიანი ფერმერია სასოფლო პროდუქტებით ვაჭრობამ, მიწათმოქმედებამ. კარგ შემოსავალს მისცემს თავისუფალი პროფესიები, ადვოკატურა, საეკლესიო სამსახური, საზოგადოებივი და საქველმოქმედო საქმიანობები.
დაზიანების შემთხვევაში უნდა ერიდოს იუპიტერის დამახასიათებელ დაავადებებს, განსაკუთრებით ძლიერი ექსცენტრულობის ნიადაგზე რაც შეიძლება განვითარდეს. ეს დაავადებები იკურნება დიეტით, ჰიგიენის დაცვით, სიმშვიდით.
იუპიტერის დაზიანების შემთხვევები:
ვერძის ნიშანში – ფანატიზმი, სულიერი გაუწონასწორებლობა, კაპრიზები, ისტერიულობა, მოუთმენლობა, დაუფიქრებლობა, გადაწყვეტილებების მიღებაში სიჩქარე, თავბრუსხვევები, გულისწასვლები, სისხლის მოწოლა თავში, ტვინის ფუნქციების მოშლა, შესაძლებელია სეფსისი.
კუროში – თავისებურება, სიჯიუტე, კაპრიზები, ისტერიულობა; სიმსუქნე, პოდაგრა, სპაზმები, კონვულსიები, ყელის დაავადებებიი, დიფტერია, ნივთიერებათა ცვლის მოშლა კვების რეჟიმის დაუცვველობის გამო;
ტყუპების ნიშანში – სასუნთქი გზებს დაავადებები, ბრონქების, ფილტვების, სისხლის დაავადებები, ასევე ნერვული სისტემის დაავადებები
კირჩხიბის ნიშანში – დიეტის დარღვევის ან ნივთიერებათა ცვლის მოშლის, მუცლის, ღვიძლის, სისხლის, კანის დაავადებები, ავიტამინოზი
ლომის ნიშანში – გულის და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის ან ფილტების ინფარქტი, პლევრიტი, სისხლის დაავადებები, აპოპლექსია;
ქალწულის ნიშანში – კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ღვიძლის დაავადება, სისხლის დაავადებები, სეფსისი, ანთებითი პროცესები, სიყვითლე, მელანქოლია, სიმსივნე;
სასწორის ნიშანში – ანთებითი პროცესები, ავადმყოფობები, თირკმლების სიმსივნე, სისხლძარღვების, ნერვული სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
მორიელის ნიშანში – სასქესო ორგანოებისა და გამოყოფის ორგანოების სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შარდის ბუშტის დაავადებები;
მშვილდოსნის ნიშანში – წელის, თეძოს დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ღვიძლის, სისხლის დაავადებები, სიმსივნე, იშიაზი;
თხის რქის ნიშანში – ნივთიერებათა ცვლის დაავადეები, ართრიტი, პოლიართრიტი, ღვიძლის დაავადებები, სისხლის, კანის, მუხლების სახსრების დაავადებები, მელანქოლია
მერწყულის ნიშანში – სისხლის და გულის დაავადებები, სეფსისი
თევზის ნიშანში – სისხლისა და ფეხების დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, შესაძლებელია მოწამვლა წამლებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით.
იუპიტერის შეერთება
მზესთან – ცხოვრებისადმი რეალისტური დამოკიდებულება, კარგი განსჯის უნარი, პროფესიონალიზმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, საზოგადოებრივი პოზიცია, საექიმო პრაქტიკა, იურისპრუდენცია, კარგი ჯანმრთელობა;
მთვარესთან – მაგარი ჯანმრთელობა, ხანგრძლივი ნაყოფიერი ცხოვრება, წარმატება, სიმდიდრე სახლში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, კაცებში – კარგი ურთიერთობები ოჯახში, ასევე კოლეგებთან, ქალებში – ნაყოფიერება;
მერკურისთან – პედანტიზმი, პრაგმატიზმი, განსჯის უნარი, სხარტი გონება, ორატორული ნიჭი, მორალური პრინციპები, შემსრულებლის ტალანტი;
ვენერასთან – კარგი მომსახურე პერსონალი, კარგი ურთიერთობები სამსახურში, ინტელექტუალური სამუშაო, განვითარება სამსახურში;
მარსთან – მეცნიერ მკვლევარის ტალანტი, გონებრივი აქტიურობა, გამჭრიახობა, ორგანიზატორული ტალანტი;
სატურნთან– მაგარი ჯანმრთელობა, დიდი სულიერი ძალა, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ოჯახის, მომსახურე პერსონალისა და კოლეგების დახმარება;
ურანთან – მოქნილი გონება, მიდრეკილება კვლევითი საქმიანობისკენ, ინტერესი ოკულტური მეცნიერებებს მიმართ, ჩვეულებრივი ინტელექტუალური შრომა, რეფორმატორული საქმიანობა;
ნეპტუნთან – დიდი სულიერება, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, თავისი იდეების განვითარების შესაძლებლობები, ხალხური ან აღმოსავლური მედიცინით გატაცება, სახელმწიფო სამსახურში წარმატების დიდი შესაძლებლობა
პლუტონთან – ფილოსოფიური გონება, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, განსჯის უნარი, პედანტიზმი, პრაგმატიზმი, შემოქმედებითი ჭკუა, ერთგული და თავდადებული მოსამსახურები, კარგი თანამშრომლები, ჩვეულებრივ კარგი ჯანმრთელობა;
იუპიტერის დადებითი ასპექტები
მზესთან – ფიზიკური და მორალური სისუფთავე, წარმატებები ყველა იმ სფეროში რომელიც საჭიროებს ინსტრუქციების ზუსტ შესრულებას; ხშირია საზოგადოებრივი ან საქველმოქმედო საქმიანობა;
მთვარესთან – მაგარი ჯანმრთელობა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება, წარმატება, სიმდიდრე სახლში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა. კაცებში – კარგი ურთიერთობა ოჯახში, ასევე თანამშრომლებთან, ქალებისთვის – ნაყოფიერება;
მერკურისთან – ანალიტიკური აზროვნება, მიდრეკილება კრიტიკისადმი, შემოსავალი სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისგან, სულიერი საქმიანობა, ინტელექტუალური შრომა, ხშირია თავისუფალი პროფესიები;
ვენერასთან – ვალდებულების გრძნობა, პასუხისმგებლობა, კარგი ურთიერთობები სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებაში, კარგი ჯანმრთელობა
მარსთან – კარგი ჯანმრთელობა, წარმატებები ბუღალტრულ და საბანკო საქმეებში, მედიცინაში;
სატურნთან – ძლიერი ჯანმრთელობა, დიდი სულიერი ძალა, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ოჯახისა და კოლეგების დახმარება;
ურანთან – მოქნილი გონება, ხშირად მოფილოსოფოსო აზროვნება, სამეცნიერო ინტერესები, ინტელექტუალური შრომა, რეფორმატორული საქმიანობა, ხშირია ოკულტიზმი
ნეპტუნთან – მაღალი სულიერება, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ფენომენალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობები, წწარმატებები სახალხო მედიცინაში
პლუტონთან – კარგი ჯანმრთელობა, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, განსკის უნარი, პედანტიზმი, შემოქმედებითი სული, ორგანიზატორული ტალანტი, წარმატებები თავისუფალ პროფესიებსა და სხვა ადამიანების მომსახურების სფეროში;
იუპიტერის უარყოფითი ასპექტები
მზესთან – ჯანმრთელობის დაკარგვა ჭამაში თავშეუკავებლობის ან სექსუალური აქტიურობის გამო, შესაძლებელია ინვალიდობა
მთვარესთან – წარუმატებლობა სამსახურში, მფლანგველობა, ავადმყოფობა არაჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის მიმართ, შესაძლებელია შრომისუუნარობა, ინვალიდობა;
მერკურისთან – უზრუნველობა, განუსჯელი მფლანგველობა, მძიმე ურთიერთობები უფროსობასთან ან მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალური პირებთან, მდგომარეობის დაკარგვა და მატერიალური ზარალი, ავადმყოფობა მერკურის ან იუპიტერის სპეციფიკის;
ვენერასთან – იძულებითი პროფესია რომელიც არ არის ადამიანის მოწოდება, ქრონიკული დაავადებები, შრომისუუნარობა, ქალებში – არასასურველი ჩასახვა, აბორტი ან თვითაბორტი, რთული მშობიარობა;
მარსთან – პრობლემები თანამშრომლებთან და უფროსობასთან, რომელიც ხელს უშლის კარიერის განვითარებას, უბედური შემთხვევა მოგზაურობის დროს, ღვიძლის, სისხლის დაავადებები, ტრავმები და ტკივილები თავზე;
სატურნთან – ძირითადად სუსტი ჯანმრთელობა, შესაძლებელია ინვალიდობა, ფსიქოსომატური ხასიათის ქრონიკული დაავადებები, ტრავმები, მოწამვლის საშიშროება, ქირურგიული ჩარევის ალბათობა;
ურანთან – მომეტებული კრიტიციზმი, ცუდი ურთერთობა მომსახურე პერსონალთან, უფროსობასთან, დაქვემდებარებულ ხასიათთან, არ შეიძლება ადამიანს ქონდეს სამსახური რომელშიც მას ექნება მატერიალური პასუხისმგელობა ან საქმიანობა დაკავშირებული იქნება ახალგაზრდოობის აღზრდასთან;
ნეპტუნთან – ინტრიგების, წყევლის, შანტაჟის, ღალატის საშიშროება, მოწამვლის, ნერვოზების და ფსიქიკური გაღიზიანებადობის საშიშროება,
პლუტონთან – ხშირია სუსტი ჯანმრთელობა, ცუდი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, უფროსებთან, შესაძლებელია შავი მაგიის ზეგავლენა, ქრონიკული უკურნებელი დაავადებები, შესაძლებელია შანტაჟი. ინტრიგები და წყევლა.
მოამზადა მერო მერომ