ასტროლოგიური მაღაზია

იუპიტერის ასპექტები

იუპიტერის ასპექტები

იუპიტერი ექსპანსიის, იღბლიანობისა და გამარჯვების პლანეტაა. პლანეტა, რომელიც პირდაპირ ხელებში გიყრით ყველაფერს, ზრდის ყველაფერს რასაც შეეხება, დრაივიდან დაწყებული, წონით დამთავრებული… ის ოპტიმისტია, ხელგაშლილი და კეთილშობილი.

 

მზესთან მის ასპექტებს ბედის ნებიერი, სოციალური, გულღია და სიამოვნების, გართობის მოყვარული ადამიანების შექმნის რეპუტაცია აქვს, წვეულებებისთვის მუდმივად რომ მზადყოფნაში არიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, როკფელერს ქონდა მზე იუპიტერის კვადრატი და აქ ის გამოვლინდა როგორც მოტივატორი მეტის და მეტის წყურვილისა. როკფელერს სატურნიც ძალიან ძლიერი ჰყავდა და სწორედ ის არ აძლევდა საშუალებას გაეფლანგა, რასაც შოულობდა.

იუპიტერი მიდრეკილია ოპტიმისტური ,,რა თქმა უნდა ყველაფერს შევძლებ“ დამოკიდებულებისადმი. მაგრამ ხომ იცით, ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამსო, ცდა ბედის მონახევრეაო და იუპიტერიც სწორედ იმ თავდაჯერებას გაძლევთ ცდისთვის, რომ განგაწყობთ. მეტი მცდელობა კი მეტი შანსია, თუმცა ძალიანაც ნუ გაუთამამდებით და იღბლის მოლოდინში თითის განძრევა ნუ დაგეზარებათ.

მთვარესთან ასპექტებისას: მთვარე ემოციებია, გრძნობები, იუპიტერი – ოპტიმიზმი და მათი კომბინაცია შინაგან ოპტიმიზმს გვაძლევს და ამ ადამიანებსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ფეხზე წამოდგნენ. მაგრამ ამასთან ერთად მთვარე კუჭსაც მართავს და დაძაბული ასპექტებისას წონის კონტროლი დაგჭირდებათ. ყოველგვარი მთვარე-იუპიტერის ასპექტი ზრდის კეთილშობილებას და სულგრძელობის სურვილს.

მერკურთან მისი ასპექტები : თუ ჰარმონიულია გონებას უადვილებს ზოგადი სურათიდან კონკრეტული ფაქტის გამოყვანას და პირიქით, პატარა წვრილმანების მთელ სამყარომდე განზოგადებას. ამ ასპექტის პრობლემა ისაა, რომ არავინ დაგიჯერებთ რაც არ უნდა მძიმე დეპრესია გქონდეთ და სასოწარკვეთილი იყოთ, იმიტომ რომ ძალიან ოპტიმისტურად ჟღერთ. შეერთება ამ შემთხვევაში ჰარმონიულ ასპექტად ითვლება. დაძაბული ასპექტები გაზვიადებისკენ არიან მიდრეკილნი, ან კიდევ იმდენად იციკლებიან დეტალებზე, რომ მერე საერთო სურათს ვეღარ ხედავენ.

ვენერასთან მისი ასპექტები დამყოლს და სენსიტიურს გაგხდით. შესაძლოა არც ისე რთული იყოს თქვენი შეცდენა და თქვენი სიკეთით სარგებლობა. თუმცა ამას გარდა, ვენერა შარმია და იუპიტერი ამ შარმს ზრდის. დაძაბული ასპექტები ჭრიჭინას სინდრომს გვაძლევს, სანამ კარს ზამთარი არ მოდგება, მანამდე თამაშს რომ არიან გადაყოლილი, რაც არც ისე ეფექტურია საქმის კეთებისას.

მარსთან ასპექტებისას: თუ დაძაბული ასპექტებია ძლიერი მიდრეკილებაა მოუთმენლობისა და სიფიცხისკენ. ფრთხილად იყავით. მარსი ენერგიაა, იუპიტერი ექსპანსია და ოპტიმიზმი. ამ ორის კოალიცია უზარმაზარი ენერგიაა, დრაივი, თითქმის უგნურებამდე მისული. აუცილებელია მისი კონტროლის სწავლა და თუ ეს მოახერხეთ, ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ ვერა, მაშინ ამ უზარმაზარ ენერგიას გაფლანგავთ ერთი-მეორეზე სულელურ საქმიანობებში.

პლუტონის იუპიტერთან კავშირი იდეებს მარტივად ვერ იღებს. ძლიერი ტენდენციაა სრულებით შეცვალოს პრინციპები რომლითაც აღიზარდა.

სატურნის ასპექტი იუპიტერთან შეიძლება თამამად მოინათლოს, ,,ჯეკილი და ჰაიდის“ ასპექტად (სტივენსონის მოთხრობის მიხედვით, ადამიანი გაორებული პიროვნებით). ეს არამარტო ამ ასპექტის მქონე ადამიანის პრობლემაა, არამედ გარშემომყოფებისაც. წარმოიდგინეთ მასწავლებელი სატურნი იუპიტერის ოპოზიციით. ერთ დღეს თქვენ ლაბორატორიაში ზიხართ და ახალ ექსპერიმენტზე წერთ ანგარიშს, ის შემოდის და ყვირის: რას ზიხარ უსაქმურად, წერე თავისუფალ დროს, როცა ლაბორატორიაში ხარ, უნდა იმუშაო, გესმის? შრომა, შრომა და შრომა! მეორე დღეს, როცა ხედავთ, რომ მოდის დაუყოვნებლივ წამოხტებით და მუშაობას შეუდგებით, მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. ის კი – რამდენს მუშაობ, მოეშვი რა, წამო ერთი ხელი ჭადრაკი ვითამაშოთო – გეუბნებათ. აი, ეს არის იუპიტერისა და სატურნის კოალიცია. ერთი გათამამებთ, მეორე გზღუდავთ. იუპიტერი დროის სატარებლად გეპატიჟებათ, სატურნი მათრახით გადგათ თავზე და წელებზე ფეხის დადგმას გაიძულებთ. ამიტომ როცა დაძაბული ასპექტებია , განსაკუთრებით ოპოზიცია, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით. ან თავს აკლავთ სამუშაოს, ან საერთოდ არ აკეთებთ არაფერს

თუკი იუპიტერს ასცედენტთან აქვს კავშირი: მაგალითად შეერთება, მზე-მშვილდოსნის შტრიხებს მოგცემთ, ოპტიმიზმს, სოციალურობას და ცოტა განუსჯელობასაც. ისინი ძირითადად ყველაფერს ამბობენ რასაც ფიქრობენ და არ უჩნდებათ კითხვა როგორ შეიძლება სულ თვითონ იყვნენ მართლები. შეერთება, კვადრატი და ოპოზიცია, ცუდად აისახება წონაზე, რადგან ასცედენტი პირველ რიგში გარეგნობაა, თუმცა სიმაღლეში ზრდაზეც შეიძლება მიუთითებდეს. სექსტილი და ტრინი იღბალია, მაგრამ ისევ გათამამების საფრთხეც. გახსოვდეთ, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს.

ზენიტთან მისი კავშირი; შესანიშნავია შოუბიზნესისთვის. აი, მაგალითად გოლდი ჰოუნს პირდაპირ ზედ აზის, მარლონ ბრანდოს კვადრატი აქვს. იუპიტერი მხოლოდ ზრდას არ უწყობს ხელს, რაც ასე აუცილებელია კარიერისთვის, ის ასევე გვაძლევს წარმატების მთავარ ინგრედიენტს – იღბალს.
მოამზადა დოჩი გოგომ

 

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Sall Ome

    iupiteri saturnis tinze ras ityvit?

დატოვეთ კომენტარი