ის ყველაზე ძვირფასია…
ხშირად უთხარით თქვენს პატარას:
· მე შენ მიყვარხარ <3
მიყვარხარ, ყველაფრისდამიუხედავად <3
· მიყვარხარ მაშინაც, როდესაც გაბრაზებული ხარ ჩემზე<3
· მიყვარხარ მაშინაც, როდესაც მე გიბრაზდები<3
· მიყვარხარ მაშინაც, როდესაც შორს ხარ ჩემგან. სადაც არ უნდა იყო, ჩემი სიყვარული მუდამ შენთან არის <3
· სამყაროში ნებისმიერი ბავშვის არჩევა რომ შემძლებოდა, მე მაინც შენ აგირჩევდი <3
· მიყვარხარ ცამდე, და ოკეანის ფსკერამდე <3
· მადლობა <3
· ძალიან მომეწონა შენთან ერთად თამაში <3
· მაპატიე (თუ არასწორად მოგექეცი)
· რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ სამყაროს უყვარხარ და მაშინაც კი, თუ მე შემთხვევით მოგექცევი უსამართლოდ, შენ გულშემატკივარი აუცილებლად გეყოლება.
ხშირად მოუყევით:
· მათი დაბადების ან შვილად აყვანის ისტორია ^_^
· როგორ ეფერებოდით და აძინებდით როდესაც პაწაწუნები იყვნენ ^_^
· თქვენი პატარაობის ამბები ^_^
· როგორ შეხვდით მის მამიკოს ან დედიკოს ^_^
· როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ბებიებს და ბაბუებს ^_^
· რომ ზოგჯერ თქვენც გაქვთ რთული პერიოდები 🙁
· რა გეგმები გაქვთ ^_^
· რით ხართ დაკავებული…
ყურადღებით მოუსმინეთ:
· რას ყვება თქვენი შვილი მანქა თავისი სათამაშოების და მეგობრების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მისთვის.
· რას ფიქრობს ის უფროსებზე, მშობლებზე, და-ძმაზე.
· როგორ ყვება დღის განმავლობაში გადამხდარ ამბებს და რაზე ამახვილებს ყურადღებას…
შეეკითხეთ თქვენს პატარას:
· როგორ ფიქრობ, ეს რატომ მოხდა?
· როგორ ფიქრობ, რა მოხდება თუ…
· ეს როგორ გავარკვიოთ?
· რაზე ფიქრობ?
· დღეს ყველაზე სასიამოვნოდ რა დაგამახსოვრდა?
· რა არ მოგწონს?
· რატომ არ მოგწონს?
· რას შეცვლიდი?
· რა მოგწონს და რატომ?
აჩვენეთ:
· როგორ გააკეთოს რაღაც იმის ნაცვლად რომ აუკრძალოთ რაღაცის გაკეთება.
· როგორ დაჭრას საკვები
· როგორ დაკეცოს თეთრეული ან ტანსაცმელი
· როგორ მოიძიოს ინფორმაცია როდესაც თქვენ არ გაქვთ კითხვაზე პასუხი
· როგორ გიყვართ თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთმანეთ.
· რომ ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა.
გამოყავით დრო:
· საბავშვო მოედანზე სეირნობისთვის
· სადილის ერთად მომზადებისთვის
· ქვიშაში ერთად სათამაშოდ
· სხვა და სხვა ადგილებში ერთად სასიარულოდ
· უბრალოდ მის გვერდით დასაჯდომად, როდესაც თამაშობს…
გაახარეთ თქვენი პატარა:
· გაუკეთეთ სიურპრიზი და წამოუღეთ საყვარელი ტკბილეული სახლში
· გაუფორმეთ საჭმელი და მიეცით პროდუქტს პერსონაჟების ფორმა.
· ითამაშეთ მასთან ერთად იატაკზე.
მოიშორეთ:
· დანაშაულის გრძნობა.
· თქვენი ფიქრები იმის შესახებ რა როგორ უნდა ყოფილიყო…
· თქვენი მოთხოვნილება იყოთ მართალი
გაეცით:
· უყურეთ პატარას სიყვარულით სავსე თვალებით.
· გაუღიმეთ როდესაც ის ოთახში შემოდის.
· მოეფერეთ როდესაც ის გეხებათ.
· დაამყარეთ კონტაქტი სანამ შენიშვნას მისცემთ იმისთვის, რომ მან უკეთ გაიგოს რაში ცდება.
· აცადეთ თავად გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემებს და მხოლოდ მიეშველეთ. (დაიცალოს ბრაზისგან, გამოთქვას აზრი… )
· ხშირად მოეფერეთ და ჩაიკარით გულში. გახსოვდეთ, თქვენი პატარა ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ არის, რისი შექმნაც შეგიძლიათ <3
მოამზადა: ვივი ვაშამ