ისევ მეცამეტე ნიშნის შესახებ
ქეთი ვაწაძე
მოკლედ და უბრალო ენით რომ ავხსნა, ასტროლოგიაში, ზოდიაქოს სისტემაში გამოიყენება არა თანავარსკვლავედები, არამედ ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც არ არის ერთიდა იგივე.
ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია, რომლებიც 30 გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილი ვერძის ზონა, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულის ბუნიაობაა (20-21 მარტი).
ზოდიაქოს სისტემა არის სტატიკური (უძრავი) და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება, ანუ, 21 მარტს, ყოველწლიურად იბადება ვერძის ნიშნის წარმომადგენელი, 21 აპრილს-კუროსი და ა.შ.
ანუ, ზოდიაქოს სიტემაში ყოველთვის იყო და არის 12 ნიშანი. უბრალოდ ეს გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია, რომელიც პრეცესიის გავლენით დღეს უკვე არააქტუალურია (განსხვავებით ადრეული ეპოქისგან, როდესაც მოხდა ზოდიაქოს ნიშნებისთვის თანავარსკვლავედების შესაბამისი სახელების დარქმევა, მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე თანავარსკვლავედების განლაგება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა).
ხოლო ე.წ. მე-13 ზოდიაქო, გველისმჭერი, უფრო მისტიკური ხასიათისაა (ბევრი ასტროლოგის აზრით მდებარეობს მორიელსა და მშვილდოსანს შორის) და მისი ვითომდა “აღმოჩენა” არ ახდენს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე და ფსიქოტიპზე გავლენას და არც ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების გადანაცვლებას მოითხოვს. ანუ, როგორც აქამდე ხელმძღვანელობდით ტყუპების ზოდიაქოთი, კვლავაც ამ ნიშნით უნდა იხელმძღვანელოთ.
ამ ზოდიაქოს შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს თემა რატომღაც ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული, ან “ძალადპოპულარული” სახელის მოხვეჭის მსურველი ერთ-ერთი ამერიკელი ასტრონომის (და არა ასტროლოგის), პარკ კუნკლესა და სენსაციების მოყვარე ჟურნალისტების ხელშეწყობით.
ისე, აჟიოტაჟის ატეხვა მართლაც კარგად გამოუვიდათ, თუმცა ასტროლოგიით დაინტერესებული ადამიანები კარგად ხედავენ ამ მოსაზრების აბსურდულობას.
წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე:)