Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

იპოვნეთ თქვენი ქვა!

qvaჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, არამედ ატარებდნენ როგორც თილისმას. დღესაც ბევრს სჯერა ამის, სჯერათ რომ ქვები ზემოქმედებენ ადამიანებზე, მათ აურაზე და შეუძლიათ გადასცენ თავისი ძალა ადამიანებს. ნებისმიერი ზემოქმედება კი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

ამიტომ, საჭიროა იპოვნოთ ზუსტად “თქვენი ქვა”, რომელიც თქვენი თილისმა გახდება და დაგეხმარებათ ცხოვრებაში. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის იუველრთა ასოციაციამ შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა ხელმძღვანელობითაც შეძლებთ სასურველი ქვის პოვნას.

აქვამარინი

აქვამარინი შეიძლება იყოს თილისმა ოქტომბრის თვეში დაბადებულთათვის. ეს ქვა დაიცავს მის მფლობელს საშიშროებებისაგან და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან, ავითარებს გაბედულებას. აქვამარინი აცოცხლებს გონებას, კურნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. გადმოცემის თანახმად, მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის გუნება-განწყობის მიხედვით.

ალმასი

ეს ქვა მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. მას განსაკუთრებული, უჩვეულო ძალა აქვს! ალმასი ადამიანს დაუმარცხებელს ხდის, გულადობასა და გამბედაობას მატებს. ითვლება, რომ ადამიანს, რომელიც ალმასს ატარებს, შეუძლია მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ეს ქვა ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი – ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისმა ძლიერმა ენერგეტიკამ შეიძლება ზიანო მოგიტანოთ, თუ თქვენი სულიერი თვისებები და ჩანაფიქრები არ შეეფერება ალმასის სისუფთავეს.

ამეთვისტო

მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, ურჩევენ ატარონ ამეთვისტო. მას კიდევ მოიხსენიებენ “სულიერ” ან “დალოცვილ” ქვად. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სულიერი ტკივილებისაგან, მოიპოვოთ სიმშვიდე, წონასწორობა და ჰარმონია. იგი გულწრფელობისა და მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. ზოგიერთი მას განშორების ქვად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ამეთვისტო ფარდას ხდის სიცრუესა და ღალატს. იგი დაგეხმარებათ ძველი, უბედური სიყვარულის დავიწყებაში და გულს ახალი სიყვარულისათვის გადაგიშლით. ეს ქვა თავის მფლობელს დაიცავს ლოთობისგან და ცდუნებისაგან. თუ თქვენ ფარული ნაკლოვანებები გაქვთ, ამეთვისტო არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას.

ფირუზი

ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვისაა. სპარსულიდან იგი “ბედნიერების ქვას” ნიშნავს. მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. იგი შეარიგებს მტრებს, ოჯახში დაამყარებს მშვიდობას, ამას გარდა ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა და იმედების სიმბოლოა და სიყვარულში ბედნიერება მოაქვს.

ძოწი

თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი – თქვენი თილისმაა. ეს ქვა აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ასე რომ, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ, უმჯობესია არ ატაროთ ძოწი, იგი მეტისმეტად აგაფორიაქებთ. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია – იგი დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, აგარიდებთ საშიშროებას(განსაკუთრებით მოგზაურობისას), უბედურ შემთხვევებს, დაგიცავთ ღალატისაგან, გათვალვისაგან და ჯადოსაგან(თუ მისი გჯერათ).

მარგალიტი

მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. საერთოდ, იგი ითვლება მხოლოდ ქალურ ქვად. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს ნაღველისა და მელანქოლიისაგან. მარგალიტი დაეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ფანატიურად ერთგულ ადამიანებს – აძლევს მათ საშუალებას იაზროვნონ ობიექტურად და ეხმარება შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. უწესო, ბოროტი ადამიანის ხელში იგი მუქდება ან სულაც იმსხვრევა. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების სიგნალიც.

ზურმუხტი

თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ყველაფერი ცუდისაგან, მოგანიჭებთ მხიარულებასა და სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიას და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. ამას გარდა ზურმუხტი – ნამდვილი მკურნალია. იგი აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს და მწყობრში მოყავს ორგანიზმის ყველა სისტემა.

ოპალი

ეს ქვა მარტის თვეში დაბადებულთათვისაა. მან თავისთვის წყლის მაცოცხლებელი ძალა აირჩია, ამიტომ ყველაზე მეტად გამოადგებათ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ოპალმა წყლისგან არა მხოლოდ ენერგეტიკა აიღო, არამედ საოცარი ფერებიც. არსებობს ოპალი შავი, თეთრი და მოცისფრო ელფერით. ამასთან, ქვას შეუძლია ფერის შეცვლა: თუ იგი გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.

ლალი

მათთვის, ვინც ივლისში დაიბადა. ეს არის ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. მისი სტიქია – სიყვარულია. წითელი ლალი შეყვარებულების გულებში ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს. ლალი – ლიდერების ქვაა. იგი მათ ანიჭებს ძალას, უშიშარობას, ახალ გამარჯვებებს ჰპირდება და შემოქმედებით იმპულსებს. ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და დაეხმარება მათ კომპლექსებისაგან თავის დაღწევაში. ამას გარდა, ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.

საფირონი

ეს ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი “ბრძენების” ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.

ტოპაზი

ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. იგი ცნობილია, როგორც “მძიმეწონიანი” – რადგან ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების შესაძლებლობას. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ საკუთარი აზრები. ზოგიერთები ტოპაზს შინაგანი გაბრწყინების ქვასაც ეძახიან. იგი ამძაფრებს რეაქციას გარემოს მიმართ, ავითარებს ინტუიციას, ფარდას ხდის საიდუმლოებებს და რაც მთავარია, მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს.

ქრიზოლითი

თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. დაგიცავთ ცეცხლისა და ხანძრისაგან, საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ამ ქვას ნორმალიზებაში მოყავს ნერვული სისტემა, მოგაშორებთ შურის შეგრძნებას, დაგიცავთ სულელური საქციელისაგან და უწმაწური სიტყვებისაგან. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას. არ არის საჭირო ქვა-თილისმების სპეციალური დამუხტვა – საოცარი ძალა მათ ბუნებამ მიანიჭა. მაგრამ ნუ იჩქარებთ მის ტარებას შეძენისთანავე. სამკაული უმჯობესია ერთი კვირით თქვენი ძვირფასეულობის ზარდახშაში ჩადოთ, რადგან სხვაგვარი ამულეტებისაგან განსხვავებით, ქვები მაშინვე ზემოქმედებას არ იწყებენ. იგი უნდა მიეჩვიოს ახალ მფლობელს, ხოლო მფლობელი – მას. ყველაზე მოქმედ, საიმედო და ძლიერ თილისმად ითვლება ის ქვები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მაგრამ სახელდობრ მათ სჭირდებათ მიჩვევისათვის მეტი დრო.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. საინტერესო ინფორმაციაა (Y) დიდი მადლობა.

  2. Chanel Chanel

    me mshvildosani var da firuzis garda mtavis qva sheidzleba rom vataro?

  3. Lida Linda

    სად შეიზლება შევიძინო ასტროლოგიური ქვები?

  4. Eka Bakhtadze

    dz.momewonaaaaaaaaaa

  5. Vasili Manijashvili

    da es kvebi sad unda vishovot

  6. Maka Jugashvili

    ivlisii… lali.. :)))

  7. Lasha Morgoshia

    ამეთვისტო, ტოპაზი, ხრიზოლიტი, ფირუზი, ქარვა, მთვარის ქვა, ლაჟვარდი

  8. Lasha Morgoshia

    შენებია ეს ყველა 🙂

დატოვეთ კომენტარი