Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ინდიგო ბავშვები

ინდიგო-ბავშვებიტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში. მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი ანუ მუქი იისფერი აურა აქვთ, სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები” და ეს ტერმინიც აქედან დამკვიდრდა.

“ინდიგო ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი კი “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს-ეს ოფიციალური მონაცემებია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება თუ უკეთ გავიცნობთ ამ საოცრად ნიჭიერ ადამიანებს.

კი სწორედ ჩვეულებრივ ადამიანებს და არა “ზეციურ მოციქულებს”, ამით სასწაულების არსებობა არ გამოირიცხება, უბრალოდ სანამ მოვლენას ჩავთვლით სასწაულად,ყოველი შემთხვევისთვის სიტუაცია კარგად შევისწავლოთ, მითუმეტეს როცა ამის საშუალება რეალურად არსებობს. სტატიას დაერთვება ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია ინდიგო ბავშვები, ისინი თავადვე საუბრობენ საკუთარ თავზე.

ინდიგო არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გაცილებით ნიჭიერია, ვიდრე სხვები, რომლებსაც მეცნიერების მონაცემებით როგორც წესი ტვინის უჯრედების მხოლოდ 3-4% აქვთ გახსნილი. ხოლო თუ ერთი ადამიანი ნიჭიერია მეორეზე, ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ეს დაკავშირებულია სასწაულთან ან ანომალიასთან, პირიქით ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და შესაბამისად აქვს განსხვავებული ნიჭი,შესაძლებლობები და ა.შ.

ახლა კი ეს სიტუაცია მეცნიერული თვალსაზრისით განვიხილოთ, ანუ რატომ იბადება ასე მოკლე დროში უჩვეულოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანი,იგულისხმება ბოლო ათი-თხუთმეტი წელი. მართლაც, არაერთი ნიჭიერი ადამიანი დაბადებულა გასულ საუკუნეებში, მაგრამ 21-ე საუკუნეში მათი რიცხვი გაცილებით დიდია, რასაც ბუნებრივია თავისი მიზეზი აქვს.

როგორც ვიცით სამყარო მუდმივად მოძრაობაშია. დედამიწა მზის სისტემაში მოძრაობს, მზე თავის მხრივ გალაქტიკაში და ა.შ. ამასთან ერთად იცვლება სივრცე, რომელიც არაერთგვაროვანია თავისი მატერიებით და მისი შემადგენლობით. უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს, მაგალითი მოვიყვანოთ: ნებისმიერი ორი მეზობელი ქვეყნის ბუნებრივი პირობები, კლიმატი და ა.შ. საგრძნობლად განსხვავდება.ეხლა კი წარმოვიდგინოთ კოსმიურ სივრცეებს შორის რამხელა განსხვავებაა,ბუნებრივია კოლოსალური.

მეცნიერული თავალსაზრისით კოსმოსში გადაადგილებისას, მატერიების არაერთგვაროვნება დიდ ზეგავლენას ახდენს თავად გადაადგილებულ, ამ შემთხვევაში როგორც პლანეტეპზე ასევე ცოცხალ ორგანიზმებზე, მითუმეტეს ადამიანზე. ამ ეტაპზე დედამიწა გამოვიდა კოსმოსის ერთი სივრციდან და გადავიდა სხვა განსხვავებულ სივრცეში, რომელიც ძალიან განსხვავდება და სწორედ ეს არის ცვლილებების მიზეზი.საუბარია ადამიანის განვითარებაზე ანუ იმ სივრცეში სადაც ეხლა ვიმყოფებით ბევრად უკეთესი პირობებია იმისათვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი ნიჭი .ხოლო ამ სივრცეში გადასვლის თარიღია 1995-1996 წლები,რაც ემთხვევა ინდიგო ბავშვების დაბადებას ანუ ამ წლების შემდეგ იბადებიან ნიჭიერი ადამიანები.

ინდიგოს ფენომენი არაა დაკავშირებული მხოლოდ გარე ფაქტორთან, ნიჭიერი ადამიანები შესაძლოა სხვა ცივილიზაციიდან, სხვა პლანეტებიდან მოვიდნენ, რომლებიც კოსმოსში უამრავია და ბევრი მათგანი ანალოგიურია, ჩვენი მსგავსი ადამიანები არიან. ამიტომ შესაძლოა, რეინკარნაციის პრინციპით სხვა ცივილიზაციის ადამიანი აქ დაიბადოს. ეს სულაც არ არის სასწაული, პირიქით კოსმიური კანონზომიერებაა,რომელიც ითვალისწინებს ადამიანის სულიერ განვითარებას.

მსოფლიოში და რასაკვირველია საქართველოშიც ინდიგო ანუ ნიჭიერი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან. ისინი გამოირჩევიან საოცარი შესაძლებლობებით, მაგალითად ბევრ მათგადს შეუძლია დაინახოს აურა, მოკლე დროში ისწავლოს რამდენიმე უცხო ენა, მცირე ასაკიდან აღმოაჩნდეთ ხატვის ან მუსიკის საოცარი ნიჭი და ა.შ.

ბევრი მათგანი საკუთარი ე.წ. “ზებუნებრივი ნიჭის” გამო საზოგადოებაში დისკომფორტს განიცდის, არ იციან სხვებისგან რატო გამოირჩევიან და შესაძლოა ამის გამო საკუთარ თავში ჩაიკეტონ. სინამდვილეში კი მათ შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ საზოგადოებაც და მსოფლიოც!

თუ ისინი მაქსიმალურად მოახერხებენ საკუთარი ნიჭის რეალიზებას, ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტანენ ჩენი ცივილიზაციის განვითარებისთვის.

აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერ თაობას მაქსიმალურად შეუქმნათ ხელის შემწყობი პირობები, ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ხელოვნება, ბუნება და საერთოდ სამყარო, ვეცადოთ, რომ საკუთარ თავში არ ჩაიკეტონ და მაქსიმალურად მოახერხონ პოტენციალის რეალიზება. ამ შემთხვევაში კი შედეგი არ დააყოვნებს და შესაძლოა პატარა ვუნდერკინდებმა სულ მოკლე დროში “სასწაულებიც” კი მოახდინონ.

ამრიგად, სამყაროსგან გვეძლევა საშუალება, რომ გაცილებით სწრაფი ტემპებით განვავითაროთ გონებრივი პოტენციალი, ჩვენში ბევრად დიდი ნიჭი, უნარებია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. გამოვიყენოთ ეს შანსი და უფრო უკეთ დავინახავთ როგორც შინაგანს, ისე მთლიანად სამყაროს, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მოამზადა გიო ჩარლიმ
ფეისბუქი-http://www.facebook.com/gio.charli

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი