ინდიგოა თუ არა ბავშვი, მაჩვენებლები ასტროლოგიურ რუკაზე
ინდიგო ბავშვები თანდაყოლილი ნიჭით დაბადებული ბავშვები არიან, რომლებსაც ხშირად უსვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზს.
ADHD სიმპტომებია: ყურადღების დეფიციტი (უყურადღებობა, გონება დაფანტულობა), იმპულსურობა (უნებლიე ქცევების გაკონტროლების სირთულე, აგრესიულობა) და ჰიპერაქტიურობა (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე).
ერთის მხრივ, ის პრეტენზიულია, უჭირს ფოკუსირება, არ შეუძლია სკამზე მშვიდად ჯდომა, ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საერთოდ არ გისმენთ, ძალიან მალე სწყინდება ყველაფერი და ერთი დავალებიდან მეორეზე ხტება, კარგავს ნივთებს, არ შეუძლია ლოდინი, მოქმედებს დაუფიქრებლად, ერევა დიდების ლაპარაკში, ან გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს, ან საერთოდ არ ამბობს არაფერს, უჭირს მითითებების შესრულება და ვერ იტანს დაძალებას. მეორეს მხრივ კი ძალიან კრეატიულია, გრძნობს მუსიკას, მხატვრობას, უყვარს მცენარეები და ცხოველებს კარგად უგებს.
ინდიგოების ხშირად არ ესმით ადამიანებს. ბევრი მათგანი ძალიან მორცხვია, კოშმარებით იტანჯება და ძალიან სურს რაღაცით მაინც შეცვალოს სამყარო.
შესაძლოა თუ არა გავარკვიოთ ასტროლოგიური რუკის მიხედვით ინდიგოა თუ არა ბავშვი? ნატალურ რუკაზე ამის ბევრი მაჩვენებელი არსებობს.
ასეთი ბავშვების რუკაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა დაუბალანსებელი რუკა, ანუ ძირითადად პლანეტების კონცენტრაცია რუკის ერთ ნახევარსფეროში ხდებოდა (ძირითადად ქვედა ნახევარსფერო იყო განვითარებული, რადგან ქვედა ნახევარსფერო აგებს პასუხს შინაგან განვითარებაზე).
მინიმუმ 6 სახლი იყო ცარიელი და დანარჩენ 6- ში იყო განაწილებული დანარჩენი პლანეტები. სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ისინი იშვიათად არიან ერთნაირად დაინტერესებული ცხოვრების ყველა სფეროთი, მათი ენერგიის ფოკუსირება, მხოლოდ რამდენიმე სფეროში ხდება.
მათ რუკებში ხშირია კლასტერი (პლანეტების ერთად შეჯგუფება). რამდენიმე პლანეტა ჯგუფდება ორ თუ სამ სახლში, რაც ამ სახლის სფეროებისკენ მიმართავს მთელ კოსმიურ ენერგიას. ამგვარი განლაგებით ვიღებთ ინდივიდს, რომელსაც აქვს გენიოსობის პოტენციალი, ის არ არის მრავალმხრივად განვითარებული, მაგრამ იმ სფეროში, რომლითაც დაინტერესებულია, შეუძლია თავისი კვალი დატოვოს ამ სამყაროზე. მოკლედ, ამართლებენ გამოთქმას რომ გენია კომპენსაციის ნიჭია.
მათ რუკაზე პირადი პლანეტები კოლექტიურ პლანეტებს ერწყმის, ხშირია სტელიუმი.
ხშირად მათი ასცედენტი ცეცხლის ნიშნებში ხვდება, მაგალითად ლომში, ან ვერძში (შესაძლოა მარსი ასცედენტზე). მათ მკვეთრად გამოხატული ეგო აქვთ, ძალიან ჯიუტები არიან და წესებს არ ემორჩილებიან.
ინდიგოების უმრავლესობა ძალიან გატაცებულია ვიდეო თამაშებით. ადამიანებზე უკეთ კომპიუტერებს, ელექტრონულ გაჯეტებს, ტელეფონებს უგებენ. ამიტომ მათ რუკაში ხშირად ორი ან მეტი პლანეტა მეხუთე სახლში ხვდება. ასეთი მაჩვენებელი იმ ინდიგო ბავშვებს აქვთ, რომლებიც ხშირად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გრძნობას მოკლებულნი არიან, სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც აინტერესებთ და მთელ დღეს თამაშში ატარებენ.
ბევრი მათგანი მედიუმური უნარებით არის დაჯილდოებული, რაც მთვარის წყლის ნიშნებში – თევზებში ან კირჩხიბში ყოფნით არის განპირობებული (ამ მონაცემებს მთვარე ნეპტუნის შეერთებაც იძლევა). ზოგადად, წყლის ნიშნები ძალიან ინტუიტიურები არიან ბევრია მათ შორის მორიელი ან თევზები.
ინდიგო ბავშვებში აუცილებელია მერწყულის ნიშნის გავლენაც, ხშირად რამდენიმე პლანეტაც კია მერწყულის ნიშანშია განლაგებული. მერწყული ხომ მომავლის ნიშანია და კაცობრიობამაც მერწყულის ხანაში შეაბიჯა.
ინდიგო ბავშვები 1978 წლიდან იბადებიან:
1982-84 წლებში დაბადებულ ინდიგო ბავშვებს ურანი და ნეპტუნი მშვილდოსანში ჰყავთ, ისინი სამყაროს მკვლევარები არიან.
1984-88 წლებში დაბადებულებს პლუტონი მორიელში, ნეპტუნი თხის რქაში და ურანი მშვილდოსანში, ისინი სამყაროს დასახმარებლად დაიბადნენ და ქველმოქმედ შუამავლებად იწოდებიან.
1988- 95 წლებში ,,თავდადებულები“ მოგვევლინენ. ეს ინტელექტუალი და გამომგონებელი თაობაა.
1996-2003 ,,ცეცლისწამკიდებლები“ მოდიან, ურანით მერწყულში და პლუტონით მშვილდოსანში. ისინი უკმაყოფილოები არიან ჩვენი წინა თაობის დანატოვარი სამყაროთი და აწყობენ ამბოხებას.
2003 წლიდან მარსის თაობა მოდის. მარსი ათასწლეულების მანძილზე ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან. ამ პერიოდში დაბადებული ინდიგოები მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, ქმედებისთვის დაიბადნენ.
მოამზადა დოჩი გოგომ