ასტროლოგიური მაღაზია

ინატრეთ და გაჩნდება

ახალშობილი

თქვენ იცით რომ შვილის ბედნიერებაზე ზრუნვა შეგიძლიათ მის დაბადებამდე კი არა, ჩასახვამდე ბევრად ადრე დაიწყოთ ? <3

რა ასაკისაც არ უნდა იყოთ ახლა, სულ ერთია გაქვთ ოჯახი თუ არა, მომავალში თუ შვილების ყოლას აპირებთ ამ წამიდანვე განეწყეთ დადებითად თქვენი სურვილსადმი და დაგეგმეთ როგორი პატარა გინდათ რომ მოგევლინოთ ქვეყნად ^_^

პირველი, რაც არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ არის ის, რომ თქვენი შვილი თქვენი და თქვენი მომავალი ან ამჟამინდელი პარტნიორისimages (2)(მეუღლის) შთამომავლობის გაგრძელება იქნება და მასზე რეალურად გადავა ყველა ის დადებითი და უარყოფითი მოვლენა რომელიც თქვენს საგვარეულოში მომხდარა ან ხდება …

ამიტომ, შეეცადეთ დაამყაროთ დიალოგი სამყაროსთან და სთხოვოთ გაათავისუფლოს თქვენი წინაპრები, თქვენი მომავალი შვილი და მისი შთამომავლობა ყოველგვარი უარყოფითისგან და ბოროტისგან რაც კი ნებით თუ უნებლიედ დასადგურებურა მისი მშობლების საგვარეულო ხაზში, იმისთვის, რომ პატარა ბევრად ჯანმრთელი და ბედნიერი დაიბადოს… რთული ამაში არაფერია… მთავარია გრძნობდეთ იმას რასაც ითხოვთ და ხვდებოდეთ რისთვის ითხოვთ…
თუ უკვე გსურთ ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ და ერთი სული გაქვთ როდის მოხდება ეს საოცარი ამბავი შეეცადეთ აქაც ერთი-ორი რჩევა გაითვალისწინოთ:

პირველი – არავითარ შემთხვევაში, იდეა ფიქსად არ აქციოთ ეს სურვილი და თვიდან თვემდე არ ელოდოთ სასურველ შედეგს… ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ სამყაროში და თუ დღეს რამე არ გეძლევათ ესე იგი ჯერ არ არის ეს დრო დამდგარი…

ყველაფერი საოცარი როგორც წესი, მოულოდნელად ხდება ჩვენს ცხოვრებაში და თქვენც მიეცით ამ საოცარ ამბავს უფლება და საშუალება მოხდეს მაშინ და ისე, როგორც თავად სურს ^_^ დიდი შანსია, დაჟინებული მოლოდინით უფრო აფუჭებდეთ საქმეს და ფსიქოლოგიურად ხელს უშლიდეთ ბავშვის ჩასახვას… თუ თქვენს დაჟინებას მშობლების, ბებიების, ბაბუების, ბიძების, მეგობრების, ნათესავებისა და მეზობლების დაუსრულებელი კითხვებიც ემატება ხომ საერთოდ… არასასურველად გაქვთ საქმე : (

ყველა დადებით და კარგ ამბავს სამყაროში სჭირდება შესაბამისი ენერგია იმისთვის, რომ მოხდეს… ნაკლებად ილაპარაკეთ ამ თემაზე და არც სხვებს მისცეთ უფლება უტიფრად შეეხონ ამ სანუკვარ საკითხს! ეს რჩევა განსაკუთრებით ახალოჯახშექმნილ წყვილებს გამოადგებათ, რომლებსაც ჩვენს ქვაყანაში, რატომღაც პირველივე თვის გასვლისთანავე „ჭამენ” უხამსი შეკითხვებითა და რჩევებით… :(

ნუ დაიძაბებით… უბრალოდ იყავით ბედნიერი, დატკბით ყოველი დილით, ყოველი ჩახუტებით, კოცნით, სითბოთი… გაიღიმეთ ბევრი და იფიქრეთ იმაზე რა ბედნიერი ხართ იმით რაც გაქვთ… რაც გაკლიათ ის თავისით მოგეცემათ… )
მოკლედ, თქვენ უბრალოდ უნდა ინატროთ და ის თავისით გაჩნდება ^_^

images (1)ალბათ, გაგიგიათ რომ ძველად ოჯახში ორსულის ყოლას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ ხოლმე… ეს მარტო საქართველოში არ ხდებოდა და რეალურად, არც „პროვინციული საქციელია”, როგორ შეფასებასაც მსგავს შემთხვევას დღეს ვაძლევთ ხოლმე… აქ ისევ და ისევ დადებითი ენერგიის შენარჩუნებასთან და სანუკვარი სურვილის ასრულებაზე მობილიზებასთან გვაქვს საქმე ^_^ რა აუცილებელია მთელმა მსოფლიომ იცოდეს რომ „უკვე ელოდებით”?!

– ისე დაელოდეთ! მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად ^_^ როდესაც დრო მოვა ხომ ისედაც ყველა ყველაფერს ნახავს… ყოველი სათქმელი სიტყვა, თუნდაც მოლოცვა ან კეთილი სურვილი სამომავლოდ მაინც მოვა თქვენამდე… არაფერია საჩქარო… გარდა იმისა, რომ ახალჩასახულ პატარას სრული უსაფრთხოებისა და ბედნიერების ვაკუუმი შეუქმნათ… როგორც ფიზიკურ ისე ენერგეტიკულ დონეზე.

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ცრუ რწმენაა და არ არსებობსო, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე ვინმეს თვალი ან უარყოფითი სიტყვა… არ არის სასიამოვნო… და მითუმეტეს არ ესიამოვნება თქვენს პატარას :)

თუ სამედიცინო თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ იქმნება, ნუ მოერიდებით სქესობრივ კავშირს, ორსულობის ბოლო თვეებშიც კი

შეეცადეთ ხშირად ესაუბროთ და ეკონტაქტოთ მას პირველივე დღეებიდან და ჩასახვისთანავე არ მოაკლოთ დედისა და მამის ყურადღეა და სითბო, თანაბრად. იმის გამო, რომ ჩანასახი უფრო მეტ დროს დედასთან ატარებს და მამას შედარებით ნაკლებად ეკონტაქტება მამებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ გაასმაგებული ყურადღება ბავშვის მიმართ… ესაუბრეთ მას ბევრი, მოეფერეთ, მოუყევით ამბები, აკოცეთ, ეთამაშეთ… ჩაიხუტეთ ^_^ (დედიკოს მუცლის ჩახუტება სულაც არ არის რთული <3) გაუმეორეთ ძალიან ხშირად, რომ უსაზღვროდ გიყვართ, რომ გიხარიათ, რომ ელით მის დაბადებას და ერთი სული გაქვთ როდის ჩაიკრავთ გულში ^_^ მოფერების დროს გამოიყენებთ სიტყვები „ჩემო ბედნიერო”, „ჩემო კეთილო”, „ჩემო თბილო”, „ჩემო ჯანმრთელო”, „ჩემო გახარებულო”, „ჩემო გამრავლებულო”…

თუ მშობლებს ერთმანეთში ან სხვასთან ჩხუბი ან კამათი მოგიწევთ აუცილებლად აუხსენით ყველაფერი პატარას, გააგებინეთ რომ ცუდი არაფერი ხდება, რომ მას ეს არ ეხება, ყველა კარგად არის და ყველას ისევ ისე უყვარს როგორც მანამდე <3

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახში დაუგეგმავ შვილს ელოდებით არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ ეს პატარას! პირიქით, როგორც imagesკი მის შენარჩუნებას გადაწყვეტთ მაშინვე მოუხადეთ ბოდიში თქვენი უარყოფითი აზრების გამო, დაამშვიდეთ და აგრძნობინეთ რომ ის ძალიან ძალიან სასურველია, რომ არანაირი საფრთხე არ ელის და მისი დაბადება არსებობა ახარებს ^_^ როგორც წესი, ადამიანები რომელთა დაბადებაც მშობლებს არ სურდათ (იმისდამიუხედავად გაჩენის შემდეგ როგორ ზრდიდნენ და ექცეოდნენ მათ) მძიმე და წარუმატებელი ცხოვრებით ცხოვრობენ :( აბა, გაიხსენეთ თუ არიან თქვენ ირგვლივ ასეთები და დაფიქრდით რამდენად ესადაგება ეს მოსაზრება მათ დღევანდელ ყოფას…

მხოლოდ ძალიან ძლიერი და მედგარი პიროვნებები ახერხებენ ჩასახვისდროინდელი ამ ტრავმისგან გათავისუფლებას და უზრუნველი ცხოვრების წარმართვას…

მოკლედ, გიყვარდეთ თქვენი შვილები მანამდეც სანამ გააჩენთ, ჩასახავთ და გაიცნობთ მათ მეორე მშობელს ^_^ გიყვარდეთ თქვენი გაგრძელება და საკუთარი თავი თქვენში თუ თქვენს პარტნიორში… სამყაროს და სხვისი სიყვარული ხომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება… მოიშორეთ ყოველგვარი უარყოფითი აზრი, ემოცია, მუხტი და გწამდეთ, რომ სიყვარულით, სიკეთით და სამყაროსთან ერთ რიტმში ცხოვრებით ყველანაირი სირთულის დაძლევა და ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი <3
თქვენთვის, თქვენი პარტნიორისთვის და თქვენი შვილისთვის ^_^

დაუშეარეთ ეს სტატია კედელზე მეგობრებს, ვისაც ჯერ არ ჰყავს პატარა <3ახალი წლის დამდეგს სურვილის ჩათქმაში, აუცილებლად დაეხმარებათ ^_^

ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით, და ბედნიერი შვილები გყოლოდეთ :*
ინატრეთ და გაჩნდება

მოამზადა ვივი ვაშამ

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი