თხის რქა – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

თხის რქა
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი სიკეთის მომტანია თქვენთვის. აქცენტი გააკეთეთ ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე, რომელთაც უამრავი საქმის მიუხედავად, ტქვენი ყურადღება და სითბო სჭირდებათ. აუცილებლად გამოყავით თვეში რამდენიმე დღე მხოლოდ საკუთარი თავისთვის. დაისვენეთ, გახალისდით, მოუარეთ სხეულს, იკითხეთ და განვითარდით სულიერად.
კარიერა
ამ მხრივ, მშვიდი, მაგრამ დაძაბული პერიოდი გაქვთ. იქნება კონფლიქტები, გაუგებრობები, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეეცადეთ მშვიდად მიჰყვეთ ცხოვრებას და მიიღოთ საუკეთესო მისგან. გამოიყენეთ შვებულების დთეები და ახალი ძალებით დაუბრუნდით მოსაგვარებელ პრობლემებს. მშვიდ და დასვენებულ გონებაზე ნებისმიერი სირთულის დაძლევა უმარტივესი იქნება.
სიყვარული
თქვენი პირადი ცხოვრება წელს უფრო განახლდება და მრავალფეროვნებას შეიძენთ. თუ ორმოც წლამდე ასაკის ხართ და ჯერ არ შეხვედრილხართ ადამიანს, რომელიც გაბედნიერებთ, ნუ იდარდებთ. ყველაფერი წინ არის. პარტნიორთან ურთიერთობაში მიეცით მას თავისუფლება და ნუ დაამძიმებთ საკუთარი მოთხოვნებით, წესებით, ბრძანებებით…
ფინანსები
კარგი პერიოდია ინვესტიციებისთვის. დააბანდეთ თანხა ნებისმიერ საქმეში რასაც თქვენად მიიჩნევთ და გჯერათ რომ გამოგივათ. რისკზე წასვლაც თამამად შეგიძლიათ თუ სიტუაციას კარგად გაეცნობით და მოქმედების რამდენიმე გეგმა გექნებათ. თქვენ ეს არასოდეს გიჭირთ.
ჯანმრთელობა
თქვენ ყველაზე მდგრადი ჯანმრთელობა გაქვთ ზოდიაქოთა შორის, ამიტომ ამ მხრივ, არც წელს იქნება დიდი სხვაობა. ერთადერთი რაც აუცილებლად მოგეთხოვებათ დასვენება და ვარჯიშია. გაუფრთხილდით ხერხემალს, არ აწიოთ სიმძიმეები და გამოიძინეთ სრულყოფილად, თუნდაც უქმეებზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი წარმატების საწინდარია.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
5 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ki ar var tipiuri txis rqa magram, ra vqna ara tipiurebistvis astrologia ar itvaliswinebs zogad horoskopebs 😀
რა თანხაა არის საჭირო პირადი ჰოროსკოპის შესადგენად ?
მნიაჰ მნიაააჰ ^_^ ♥ ♥ ♥
ara xo uazrobaa eh horoskopi 😀
rasqvia tipiuri txisrqa iset dros davibade 1994 31 dekembers da es txirrqaaa tu txis chliqi?:D