თხის რქა – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი
2013 წელს თხის რქებს პირადი ურთიერთობების ასაწყობად საუკეთესო პერიოდი ექნებათ. წლის პირველივე ნახევრიდან შეგიძლიათ თამამად შეგიყვარდეთ ასაკისა და სქესისდაგანურჩევლად, თქვენი რჩეული. ურთიერთობა აუცილებლად წარმატებით განვითარდება და არა ერთ ბედნიერ დღეს გაჩუქებთ.
შესაძლებელია დროებით თქვენი კარიერული სწრაფვების პირად სფეროში წარმატებით ჩანაცვლება მოგიხდეთ. მაგრამ ნუ დაიზაფრებით, ეს ბუნებრივი მომენტია, განსაკუთრებით თქვენთვის. პირველობის მოყვარულ ადამიანებს წარმატება არც ერთ სფეროში უნდა აკლდეთ.
უკვე ოჯახის მქონე თხის რქებს განსაკუთრებული ყურადღებისა და სითბოს გამოჩენა მოგიწევთ პარტნიორების მიმართ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ თქვენთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღონ თუ ვერ იგრძნობენ სათანადო სიყვარულსა და ზრუნვას თქვენი მხრიდან. მაქსიმალურად დაანახეთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი თქვენთვის და თავს ნუ დაზოგავთ ერთმანეთის ბედნიერებისთვის.
თუ გსურთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიხალვათე და სიმშვიდე შეიტანოთ შეეცადეთ უფრო მარტივად შეხედოთ სამყაროს და არ გააპრობლემოთ ყოველი მცირე დეტალი, რაც არ მოგეწონებათ. ყველაფერი ბევრად უფრო ადვილია ირგვლივ, ვიდრე გგონიათ. თქვენი განწყობითა და ტრაგიკული მიდგომებით კი ხშირად, პარტნიორსაც უფუჭებთ თანაცხოვრების ხალისს.
მარტოხელა თხის რქებისთვის გველის წელს შესაძლებლობების ასორტიმენტი აქვს მომზადებული, თუმცა ყველაფერი თქვენზეა. მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებითა და მონდომებით შეძლებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ნუ დაგეზარეათ, ღიად დახვდით სიახლეს და მყარად მოეჭიდეთ ახალ იმედს თქვენს ცხოვერებაში. ადამიანი, რომელიც მოგწონთ მარტივად მოიხიბლება თქვენით თუ ზედმეტად სერიოზული არ იქნებით და როგორმე გაუყადრებთ მას თავს.
კარგად დააკვირდით პოტენციურ პარტნიორებს, დიდი შანსია ვინმეს თქვენზე დაქორწინება ან უბრალოდ თქვენ გვერდით ყოფნა ანგარებიანი მიზნების გამო უნდოდეს. არავის მოატყუებინოთ თავი და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ურთიერთობაში დომინანტი თქვენს ხართ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ გველის წელი საუკეთესოა წარმატებული კავშირების შესაქმნელად და თუ ღირსეულ პარტნიორს მონახავთ არ დააყოვნოთ. ფული და კარიერა ყველაფერი არ არის ცხოვრებაში. თქვენ განსაკუთრებით გჭირდებათ მოსიყვარულე და თბილი პარტნიორი გვერდში… უფრო მეტი წარმატებისთვის…