ასტროლოგიური მაღაზია

თხის რქა – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

თხის რქა_20132013 წელს, თხის რქებისთვის სიყვარულისა და ჰარმონიული ურთიერთობების პერიოდი იწყება. პირველ ადგილას შეეცდებით დააყენოთ რომანტიული სფერო და ყველასდაგასაკვირად, დროებით მაინც მეორე პლანზე გადადებთ ბიზნესს.

გადააფასებთ და სხვა თვალით შეიყვარებთ საკუთარ თავს, შესაბამისად, ირგვლივმყოფებიც სხვა თვალით შემოგხედავენ და თქვენი პატივისცემა თუ სიყვარული მათთვისაც გაორმაგდება. 2013 თხის რქებისთვის მშვიდი და უპრობლემო წელი იქნება.

ზაფხულის და ზამთრის პერიოდში აუცილებლად დაუთმეთ დრო აქტიურ დასვენებას. ხშირად განიტვირთეთ და იქონიეთ სასიამოვნო საღამოები. ეს ყველაფერი მხოლოდ დადებითად წაადგება თქვენს მომავალ ცხოვრებას და საქმიან სფეროს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ყველა თხის რქას არ ეხება და თუ რომელიმე მათგანი წინა წლების პერიოდში ნაკლებად აქტიურობდა საქმიან სფეროში მათ სწორედ ახლა მოუწევთ გამოცოცხლება, პასიური ადამიანებიდან საქმიანი პიროვნებების ამპლუაში გადასვლა და მომდევნო წლის ამგვარად გატარება.

თუ მიმდინარე დღეების განმავლობაში არა ერთხელ იგრძნობთ, რომ სამყარო მნიშვნელოვან შეტყობინებებს გიგზავნით დაფიქრდით, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე? ჯანმრთელობის გაუარესება, ფინანსური არასტაბილურობა, ემოციური აშლილობა თუ სხვა მსგავსი პრობლემა უმიზეზოდ არასოდეს ჩნდება. ესე იგი თქვენ რაღაცას არა სწორად აკეთებთ და ღირს ამ ყველაფერის გამოსწორება.

გველის წელი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნებისმიერ სფეროში თქვენს წარმატებას. სამსახურში არაჩვეულებრივად აგეწყობათ საქმე იმ თანამშრომლებთანაც კი, ვისთანაც აქამდე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა „გაკავშირებდათ”. თქვენი აზრი წელსაც ისევე მნიშვნელოვანი იქნება გარშემო მყოფთათვის, როგორც ყოველთვის, თუმცა თქვენ იპოვნით საკუთარ თავში ახალ თვისებას – განსხვავებულად, შემოქმედებითად შეფუთოთ უკვე გამართლებული იდეები და პროექტები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება და მაღალი შეფასება მიიღოთ საზოგადოებისგან.

ოჯახში შეეცადეთ იანვრის დადგომამდე მოაწესრიგოთ და განაახლოთ ყველაფერი ახალი წლისთვის. გველის წელიწადს თქვენთვის უამრავი სიკეთე და ბედნიერი წუთი მოაქვს და თქვენც დახვდით მას დადებითი ემოციითა და შემოქმედებითი იდეებით სავსე იმისთვის, რათა თორმეტივე თვე მშვიდად, ჰარმონიულად და უპრობლემოდ გაატაროთ.

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები