თხის რქა – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(22.12 – 19.01)
შავი დრაკონის წელი თხის რქებს ბევრ სიკეთეს მოუტანს. წინა წლებში მიღწეული წარმატებები 2012-ში კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტ ნაყოფს გამოიღებს.
წელს სჯობს პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა ისწავლოთ. გაანალიზეთ – თქვენს ცხოვრებაში რაც ხდება ყველაფრის მიზეზი თქვენთვითონ ხართ და შეეშვით ცუდი დეტალების სხვებისთვის გადაბრალებას. აიღეთ სადავეები ხელში და მართეთ თქვენი ცხოვრება.
პირად ცხოვრებაში დადებითი და წარმატებული წელი გელით. თუ შეხვდებით პარტნიორს, რომელთან ცხოვრებაც მოგინდებათ დიდხანს არ იორჭოფოთ. თამამად და მტკიცედ გადადგით ნაბიჯი თანაცხოვრებისკენ.
წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმეები გასაიდუმლოებულად აკეთეთ. სანამ შედეგი ხელში არ გექნებათ უახლოეს პარტნიორსაც კი არაფერი გაუმხილოთ. ასე თქვენი მიზნები უფრო მარტივად განხორციელდება და თქვენც კმაყოფილი იქნებით.
შესაძლებელია რამდენიმეჯერ წარმოიქმნას სიტუაცია რომელიც გაიძულებთ მიზანზე უარი თქვათ მაგრამ წინ სვლა მაინც არ შეწყვიტოთ. ხომ იცით, თუნდაც პატარა ნაბიჯებით – ბოლოში მაინც წარმატებით გახვალთ!
2012 წელს თქვენგან მოწინავე პოზიციებზე გადანაცვლებაა მოსალოდნელი, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. დაწინაურებას ღირსეულად შეხვდით და მაქსიმალურად მოიკრიბეთ ლიდერული თვისებები. სამყარო თქვენგან აქტიურ და ღია ნაბიჯებს ელის.
წელს მეტი პრაქტიკაა მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში ვიდრე თეორია. ასე რომ მოემზადეთ, წინ აქტიური, მრავალფეროვანი და საინტერესო დრაკონის წელი გაქვთ!
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება თხის რქის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.