ასტროლოგიური მაღაზია

თხის რქა – სასიყვარულო შეთავსება

თხის რქათხის რქა – ვერძი

„მარტოობა ერთად“- ასე შეიძლება ეწოდოს ასეთ კავშირს. თხის რქას ვერძის თავიდან აღზრდა და მისი ემოციების საჭირო მიმართულებით მიმართვა მოუნდება. სწორედ აქ წარმოიშვება ანტაგონიზმი. ხშირი ჩხუბი, აფეთქებები. თუ ვერძი სუსტია, მაშინ ის აუცილებლად იქცევა უნებისყოფო ცოლად ან ქმრად თხის რქის ხელში.

თხის რქა – კურო

ეს არის საუკეთესო კავშირი ყველა კავშირს შორის. მათ სექსუალური შეთავსება აერთიანებთ, ავთ საერთო ინტერესები თითქმის ყველა სფეროში. ამ წყვილში წამყვანი როლი თხის რქას ენიჭება, რომელიც წინ მიუძღვის კუროს და ანათლებს ყველა საკითხში, დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა დაალაგოს კარადა, რა როგორ სჯობს და ა.შ>… თუმცა, „განათლების“ პროცესი კუროს ყოველთვის როდი სიამოვნებს, ხშირად ცეცხლდება კიდეც ამის გამო. როგორც კი თხის რქა მიხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაშინვე უქმნის პარტნიორს თავისუფლების ილუზიას, გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. კუროსთვის დამახასიათებელია ინერტულობა, რის გამოც მთელი არსებით აღფრთოვანებულია თხის რქისელი საქმისადმი მიდგომითა და გამძლეობით. ცდილობს მიბაძოს მას ყველაფერში. ეს იდეალური კავშირია.

თხის რქა – ტყუპები

უიშვიათესი კავშირია. ტყუპებისთვის თხის რქა საიდუმლოა, რომელიც თავისი ამოუხსნელობით იზიდავს. თხის რქის სიცივე და ფეხმოუცვლელობა ტყუპებს საინტერესო ნიღბად მიაჩნია და აინტერესებს, რა იმალება ამის მიღმა. თხის რქისთვის ტყუპები ბავშივითაა – მიამიტი, ზედაპირული და არასერიოზული. როგორც წესი, ამ ორ ნიშანს შორის შექმნილი ოჯახი მალევე ინგრევა, ან ნარჩუნდება თხის რქის განზრახვის გამო ყველაფერი გააკეთოს მისთვის, რომ როგორმე გამოასწოროს ტყუპები.

თხის რქა – კირჩხიბი

იშვიათი და პრობლემური კავშირი, საკმაოდ არაშეთავსებადი ქორწინებაა. თხის რქა ზედმეტად მომთხოვნია კირჩხიბის მიმართ და ყველაფერში საკუთარი წესრიგის დაწესებას ცდილობს. მას სურს „გამოასწოროს“ კირჩხიბი, ამ ნიშნის გამოსწორება კი შეუძლებელია! ამიტომ იწყება მუდმივი ჩხუბი, კონფლიქტი, კამათი, გაურკვევლობა, წყენა… საბოლოოდ ხშირად, ისინი შორდებიან ერთმანეთს.

თხის რქა – ლომი

რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თხის რქა ხშირად იხიბლება ლომის ხელგაშლილობით და იჯერებს მის დაპირებებს მთელი სამეფოს გადაცემის შესახებ. ლომმა შეიძლება არც კი შეასრულოს დანაპირები, თხის რქა კი დაელოდება და დაელოდება სანამ არ მიხვდება, რომ მოატყუეს, ადამიანზე შთაბეჭდილების შეცვლა და გაწბილება კი უკვე გვიანია. ლომი თხის რქის ცივი და მკაცრი გარეგნობის მიღმა ვნებას და მგზნებარე სიყვარულს ეძებს. თუმცა ზოგჯერ მალევე ბეზრდება მისი ცხოვრების სწორხაზოვანი სტრატეგია და ცვლილებების სურვილი უჩნდება.

თხის რქა – ქალწული

გაწონასწორებული და მყარი კავშირია. ორივე რეალურად უყურებს ცხოვრებას, საღად მოაზროვნე და პრაქტიკული ადამიანები არიან. თხის რქას დეტალებზე შეუძლია ყურადღების გამახვილება, რასაც ქალწული ძალიან აფასებს. ის თხის რქასთან სიყვარულის საიდუმლოს შეიცნობს. მას პარტნიორისგან ნაზი სიტყვები, მისით აღფრთოვანება და მისი ღირსებების აღნიშვნა სჭირდება. სხვა შემთვევაში შეიძლება მათ ურთიერთობაში ბზარიც კი გაჩნდეს, თუმცა ბავშვებს, მაინც შეუძლიათ ეს ქორწინება დაუნგრეველი გახადონ.

თხის რქა – სასწორი

თხის რქა აღფრთოვანებულია პედანტი სასწორის ზომიერებითა და გონიერებით. სასწორისთვის კი თხის რქა სიმყარისა და სიძლიერის გამოხატულებააა. ხშირად, თხის რქა სასწორს მიმართულებას აძლევს და მასწავლებლად ევლინება. მიუხედავად ამდენი თანხვედრისა, ერთ დღეს შეიძლება ყოველგვარი გულდაწყვეტის გარეშე, ერთმანეთის ლანძღვით დაშორდნენ, ვინაიდან საერთოდ განსხვავებული ტიპაჟები არიან, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად ქმნის ურთიერთგაგებიაში პრობლემებს.

თხის რქა – მორიელი

ორი ძლიერი ნიშნის ბრწყინვალე კავშირია. მათი სიყვარული, როგორც წესი, ყოველთვის ძლიერი და ღრმაა. მათი გრძნობა, წლებთან ერთად, არ ცვდება, პირიქით, უფრო მყარი და საინტერესო ხდება. მათი შვილები ბედნიერები არიან, რადგან სიყვარულისა და ჰარმონიის ატმოსფეროში იზრდებიან. თუ ეს ადამიანები ერთმანეთს მაინც შორდებიან, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან, რომლებიც მუდმივად ერთმანეთთან სახიფათო თამაშით ირთობენ თავს.

თხის რქა – მშვილდოსანი

მშვილდოსანი საზოგადოებრივი კანონის, წესრიგის და მიღებული დებულებების მეურვეა, თხის რქისთვის კი მსგავსი რამ არ არსებობს, რადგან მისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი დადგენილებებია. მათი ქორწინება შეიძება შედგეს გათვლის საფუძველზე, სადაც მეუღლეებს საერთო ინტერესები და საქმე გააერთიანებთ, ან საოცარი სულიერი ერთობა ექნებათ. სხვა შემთხვევაში, ეს კავშირი პრობლემატურია.

თხის რქა – თხის რქა

ეს ორი მარტოსული ადამიანის კავშირია. ისინი არ აძლევენ ერთმანეთს განვითარების საშუალებას. აქვთ მხოლოდ საქმიანი პარტნიორობა და თითოეული თავის მხარეს ექაჩება. როგორც წესი, ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთის „გამოსწორებას“ და იწყებენ სითბოსა და ყურადღების გარეთ ძიებას. თუმცა, არსებობს თხის რქების ბედნიერი ოჯახებიც, როდესაც ორი ნახევარი ერთ მთლიანს წარმოადგენს. ასეთ კავშირში სასურველია, რომ ერთ ერთი მათგანი მაინც არ იყოს თხის რქის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი, ან დათმობისა და ლავირების თვისებებს ფლობდეს.

თხის რქა – მერწყული

ერთი შეხედვით, ერთნაირი საინტერესო და უცნაური ადამიანები არიან. თუმცა, ეს ილუზია მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ ორივე მარტოობით იტანჯება. მერწყულს ჰგონია, რომ თხის რქა მუდმივი და სანდო პარტნიორია და არც კი ეჭვობს, რომ ის სრულიად თავისუფალი და საკმაოდ ცბიერია. თხის რქა არასდროს უშვებს ვინმეს თავის თავისუფალ სამყაროში, მერწყული კი მანამ ეცდება შეღწევას, სანამ საბოლოოდ არ გადაიწვება და ხელებს ჩამოყრის. არადა, თხის რქა თვლის, რომ მერწყული სწორედ ის პიროვნებაა, ვინც შეყვარების შემთხვევაში არასდროს გაილაშქრებს მისი თავისუფლების წინააღმდეგ. მერწყულს სურს ჩასვას თხის რქა სახლში და თავისუფლება მხოლოდ მისი იყოს. მოკლედ, ამ წყვილში ხშირია გაუგებრობები და წინააღმდეგობები. საკმაოდ რთული კავშირია.

თხის რქა – თევზები

ეს, შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი