Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

თხის რქა – მერწყული – მესაზღვრე ნიშნები

txisrqa_citelimerckuli_citeli

(18-23 იანვარი)

ზოდიაქოს ნიშანთა ასეთი ნაზავი მეტად კაშკაშა იერსახეს ატარებს. ამ წყვილში ერთმანეთს ხვდებიან თხის რქას მმართველი პლანეტა სატურნი, რომელიც აჯილდოებს ადამიანს ტრადიციულობით, საზღვრებით, პედანტურობით და მერწყულის მმართველი ურანი, რომელიც თავისუფლების, ჩარჩოების მიღმა ყოფნის მეხოტბეა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ ასეთ ადამიანთა ცხოვრება უფრო მეტად, წინაღობების გადალახვით სირბილს ჰგავს. ისინი მუდმივად დაკავებულნი არიან, ხოლო მათ გეგმებში მუდმივად იჭრება რაღაც ახალი. მათ შორის ხშირად ვხვდებით ნიჭიერ პროგრამისტებს, დიზაინერებს, ნოვატორებს, მოწინავე ტექნოლოგების შემქმნელებს. დიდხანს ვერ პოულობენ ოჯახურ ბედნიერებას, თუმცა, 30-35 წლის შემდეგ ისინი მეტად საიმედო და სტაბილურ მეუღლეებად ყალიბდებიან და მათი ცხოვრებაც უფრო დალაგებული, ჰარმონიული ხდება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი