თხის რქა მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
ეს საკმაოდ ძლიერი, სერიოზული, საქმიანი მამაკაცია. არასდროს შეარყიოთ მისი რეპუტაცია. თხის რქა ვერ იტანს, როდესაც ვინმეს ეჭვი ეპარება მის კეთილშობილებაში. მისი გადარწმუნება, ან კამათში დამარცხება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ნუ გააკრიტიკებთ მის ამ თვისებას – მისი სიძლიერე ამაშია. ის ვერ გაიგებს თქვენს საყვედურებს და ვერც იმას, რატომ არ გინდათ მასთან ურთიერთობა. შეეცადეთ იყოთ მისი მოკავშირე, ის მიიღებს თქვენს დახმარებას და ასმაგად აგინაზღაურებთ.
თხის რქა ძალიან მეგობრული და სანდოა. მასთან ურთიერთობისას ყველას სტაბილურობის განცდა ეუფლება. ის ერთგული და მზრუნველია და იგივეს ითხოვს სხვებისგანაც. შეეცადეთ მხარი აუბათ მას ყველა წამოწყებაში. გაჭირვების ჟამს მხარში ამოუდექით, იმედი ჩაუსახეთ. მას ხშირად აქვს ჩუმი დეპრესიული მდგომარეობები, რასაც სუსტ სქესს უმალავს, თუმცა დამალვა ხშირად არ გამოსდის და ის მის ხასიათში გაღიზიანობადობითა და მელანქოლიურობით ვლინდება. ხშირად იმყოფება უგუნებოდ, ან ცუდ ხასიათზე.
მთლიანობაში, ეს საკმაოდ ძლიერი მამაკაცია, რომელიც ყოველთვის აღწევს თავის მიზნებს, მითუფრო მაშინ, როდესაც გვერდით ერთგული, სანდო პარტნიორი ეგულება.