თხის რქა – კვების რაციონი
თხის რქა აღმერთებს წვნიან პუდინგებს და უჭირს თვალი აარიდოს გემრიელ თბილ ფუნთუშებს. მის რაციონში კალციუმის უკმარისობაა, ამაზე მეტყველებს მათი სუსტი მუხლები და ძვლები.
ყოველთვის ეცადეთ კვირის განმავლობაში ზომიერად მიირთვათ, კვირის ბოლოს კი სიამოვნებას მიეცეთ ხოლმე.
გთავაზობთ კვების რაციონს სამუშაო დღეებისთვის და უქმეებისთვის:
საუზმე (აირჩიეთ ერთი ვარიანტი)
1. 25 გრ უშაქრო ბურბუშელა რძესთან ერთად, 1 ვაშლი ან მსხალი
2. 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, ნახევარი ჭიქა ხილის უშაქრო წვენი, 1 ფორთოხალი
სადილი (აირჩიეთ ერთი ვარიანტი)
1. 2 ნაჭერი პური, შეუზღუდავი რაოდენობის ბოსტნეულის შერეული სალათა, 2 ს.კ. გახეხილი ყველი.
2. 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, 1 კვერცხი ან 1 ქათმის ბარკალი, დიდი ულუფა შერეული ბოსტნეულის სალათა, 2 ხრაშუნა პური
ვახშამი:
250 გრ გრილზე მომზადებული კანგაცლილი ქათამი, დიდი ულუფა ბოსტნეულის შერეული სალათა ან მწვანე ბოსტნეული.
უიკენდი:
კვირის ბოლოს შეგიძლიათ უფრო გემრიელად და ბევრი მიითვათ. გაინებივრეთ თავი პიცით, ცომეულით, ნამცხვრებით, შემწვარი ხორცით, რომელსაც ნებისმიერ გარნირს მიაყოლებთ და ფერადი კოქტეილებით.