ასტროლოგიური მაღაზია

თხის რქა – ზოგადი დახასიათება

თხის რქა22 დეკემბერი – 20 იანვარი
ასტროლოგიური სტიქია: მიწამმართველი პლანეტა: სატურნი
დევიზი: „მე ვიყენებ!“

სიტყვა: პატივმოყვარეობა

სიმბოლო: თხა, კიბე, კოშკის საათი

თილისმა: შავი კატა

ქვები: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი

ლითონი: ტყვია

ბედნიერი კვირის დღე: სამშაბათი, შაბათი

უიღბლო დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი

ბედნიერი რიცხვი: 3, 5, 7, 8

ბედნიერი ფერები: მუქი მწვანე, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ბაცი ყვითელი, მუქი ყავისფერი და ყველა მუქი ფერი.

ქვეყნები და ქალაქები: ალბანეთი, ავღანეთი, ბულგარეთი, ბოლივია, ბოსტნია, ბრიუსელი, ვარშავა, ჰესენი, დრეზდენი, აუსბურგი, მაკედონია, მექსიკა, მოსკოვი, ოქსფორდი, პოზნანი, საქსონია

ჯანმრთელობა

თხის რქის სუსტი ადგილებია: მუხლები, თეძოები, ძვლები, კუნთები, ხერხემალი, სისხლის მიმოქცევა, ფარისებური ჯირკვლები, კანი, კბილები. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

პროფესიები

პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, არქიტექტორი, ბიზნესისა და ვაჭრობის სფერო.

დადებითი თვისებები

ერთგულება, შეუპოვრობა, მიზანდასხულობა, პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, გამძლეობა, სიბრძნე, სიფრთხილე, ორგანიზებულობა

უარყოფითი თვისებები

სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, კონსერვატორულობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, სისასტიკე, სიცივე, დაბალსულიერება.

თხის რქა ძალიან ძლიერი, მომთმენი და შეუპოვარია. ბევრს მუშაობს თავის დასამკვიდრებლად. ადვილად არაფერი ეძლევა. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ და როგორც წესი, არასდროს უხვევს დასახული გზიდან.

თუ თხის რქას წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად პრაქტიკული აზროვნების ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც არავის და არაფერს მისცემს უფლებას გზაზე გადაეღობოს, გეგმები შეაცვლევინოს.

როდესაც საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, თხის რქა შესაძლოა ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ამიტომ, მისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გამონახოს საკუთარ თავში ძალები დეპრესიიდან გამოსასვლელად: მოიგონოს საქმე, ჰობი, რაიმეთი დაკავდეს, უარი თქვას სახლში ჩაკეტვაზე. ეს ბევრად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარება.

საერთოდ, თხის რქას მიდრეკილება აქვს ცხოვრების დრამატიზირებისკენ. მაშინაც კი, როდესაც საქმე ისე ცუდად არ არის, მის წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით მძიმე და ფატალურია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ უპირველესად, სწორედ ეს არის მისთვის დამღუპველი, რადგან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას უშლის ხელს. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ეს ჩვეულებრივი თხის რქისეული დეპრესიაა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და დროა საღად შეხედოს მოვლენებს, უკეთესია _ იუმორით.

ამ ნიშანს მუდამ ესაჭიროება გვერდით ადამიანი, რომელიც ანუგეშებს, გაამხნევებს, მხარს დაუჭერს. ასეთ შემთხვევაში მას ცხოვრებისეული ხალისი უბრუნდება.

საერთოდ, თხის რქა საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე და ძალიან ერთგული მეგობარია, რომელიც არაფრით დაუშვებს ღალატს.

მიისწრაფის ხელმძღვანელობისკენ, თუნდაც ცოტა ადამიანი ჰყავდეს დაქვემდებარებაში. აქვს კარგი ორგანიზატორული ნიჭი, არის საქმიანი, პუნქტუალური, რეალისტური, პრაქტიკული, პასუხისმგებლიანი, პატივმოყვარე ადამიანი. მისი უმთავრესი პრობლემები: სიზარმაცე, ეგოიზმი, სიჯიუტე, განმარტოვება, კომპლექსები და საკუთარი ძალების რწმენის არქონაა.

იმპულსური ადამიანების თვალში, თხის რქა, სნობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ის ძალაუფლების, პატივისცემისა და დიდებისკენ ისწრაფვის. არასდროს აღწევს წარმატებას უცბად, ამისთვის დიდი დრო სჭირდება. მისი მიღწევები წლების გადმოსახედიდან უფრო სჩანს, თუმცა მცირედი წინსვლა მის ცხოვრებაში ყოველთვის შეიმჩნევა, მართალია, არა ისეთი, როგორიც სხვებს აქვთ _ უცაბედი, თავბრუდამხვევი კარიერული ზრდა. არა, სამწუხაროდ ეს მისი ხვედრი არ არის.

თხის რქა ნელი, დაუღალავი ნაბიჯით, ჯიუტად მიისწევს მწვერვალებისკენ. ყოველთვის მხოლოდ წინ! შესაძლოა თავიდან ვერც კი შეამჩნიოთ, ვინაიდან სპეციალურად არასდროს იქცევს ყურადღებას. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მასთან შედარებით ყველას აქვს გამარჯვების შანსი, თუმცა, უმეტესად, თავისი საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, კარიერულ გამარჯვებას სწორედ ეს ნიშანი აღწევს!

ის აღრფთოვანებას და მადლიერებას ვერ ფარავს მათ წინაშე, ვინც ის აღმასვლის გზაზე დააყენა და ყოველთვის მზადაა საპასუხო სიკეთისთვის.

თხის რქა დაუფიქრებლად და უხეშად გამოთქვამს თავის აზრებს, მაგრამ, როგორც წესი, ძალიან ჭკვიანია და არასასურველ მტრებს არ შეიძენს.

ხშირად ძალიან ფრთხილი და წინდახედულია და უნარი აქვს თავი აარიდოს ყოველგვარ წინააღმდეგობასა და უსიამოვნებებს, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ იშვიათად უწევს წაბორძიკება.

თხის რქას აქვს უნიკალური თვისება _ შეუძლია უმნიშვნელო შანსიც კი სათავისოდ გამოიყენოს.

ის ყველას აძლევს დაწინაურების უფლებას, მაგრამ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, სანუკვარ მიზანთან მაინც პირველი აღმოჩნდება ხოლმე.

მასთან ჭიდილი შეუძლებელია და აზრიც არ აქვს.

თხის რქა ტოვებს ნაზი, მორიდებული ცოტათი ჯიუტი ადამიანის შთაბეჭდილებას. ის უბოროტო ჩანს, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი ბოლომდე მიენდოთ და აღსარებაც კი ჩააბაროთ მას, რაც ზოგჯერ შესაძლოა საკუთარი თავის გასაძლიერებლადაც კი გამოიყენოს. ერთიანობაში კი ეს არის ძალიან ერთგული, სანდო ადამიანი, რომელიც თუ ერთხელ დაგიმეგობრდათ, არასდროს გიღალატებთ.

როგორც წესი, ეს ადამიანები ცაში არ იყურებიან, პირიქით, მათი მზერა ყოველთვის პირდაპირაა მიმართული და მიწაზე მყარად დგანან.

სიზარმაცე, იმპულსურობა, ეჭვიანობა _ თხის რქისთვის ძნალად გადასალახავი წინაღობებია, ამიტომ ცდილობს არასდროს იყოს მათი გავლენის ქვეშ.

თხის რქა არასდროს გამოამჟღავნებს თავის უკმაყოფილებას საზოგადოების დასანახად. პატივის სცემს ასაკსა და გამოცდილებას. აიდეალებს წინაპრებსა და უფროსებს. უყვარს ტრადიციები, ოჯახი, ნათესავები. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები ხანდაზმულ ასაკში ცდილობენ აინაზღაურონ ის, რაც ახალგაზრდობაში ვერ მოასწრეს. წლების მატების მიუხედავად მოწიფულ ასაკში უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობისას.

თხის რქა ერთგულებას და სტაბილურობას იჩენს სასიყვარულო სფეროშიც. მას იშვიათად უყვარდება ისეთი ადამიანი, ვისაც საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა არ უკავია, ან დაბალ სოციალურ საფეხურზე იმყოფება.

ის იშვიათად ქმნის ოჯახს დაუფიქრებლად, პირიქით, დიდხანს ემზადება მისთვის. თუმცა არსებობენ რომანტიკული თხის რქები, თუმცა არც ისინი აძლევენ ემოციებს დაბრმავების უფლებას.

იმისთვის, რომ თხის რქის პატივისცემა დაიმსახუროთ, აუცილებელია თხის რქისეული ყველა მოთხოვნის შესრულება.

ჯანმრთელობის მხრივ თხის რქების სუსტ ადგილებს წარმოადგენენ ძვლები და კიდურები (არტრიტი, რევმატიზმი). მელანქოლიის შედეგად შესაძლებელია თავის ტკივილები, თირკმელებისა და ფსიქიკური დაავადებების ალბათობა.

თითქმის ყველა თხის რქას მგრძნობიარე კანი აქვს, რაც ყოველგვარ ალერგიებსა და კანის დაავადებებით ვლინდება. ასევე, მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.

ბავშვობაში თხის რქებს საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ბევრად სუსტი, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა წლებთან ერთად იზრდება. ამის მიუხედავად, თხის რქა მაინც ვერ ახერხებს ექიმებისა და საავადმყოფოებისთვის თავის არიდებას, რაშიც ყველაზე დიდ და უარყოფით როლს მისი შიშები, ფორიაქი და გაურკვევლობის გრძნობა თამაშობენ. მათ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ მისთვის, ვიდრე მიკრობებს.

ის უძლურია პესიმიზმის მიმართ.

თხის რქებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე და ცხოვრებისადმი უფრო მშვიდი, ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოიმუშაონ. ეს არის მათი ჯანმრთელობის საუკეთესო პროფილაქტიკა. თუ დეპრესიულობასთან გამკლავებას შეძლებენ, მაშინ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებენ მხნეობას.

თხის რქა, როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობს.

თხის რქებისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება ყველაფერს ასე სერიოზულად და ტრაგიკულად რომ არ აღიქვამდნენ. მათთვის აუცილებელია უფრო ლაღი, ხალისიანი განწყობა, მხიარულება, გართობა, ოპტიმიზმი და მსუბუქ, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში მათ უკვე შეეძლებათ მათთვის დამახასიათებელი დეპრესიისგან თავის დაღწევა და შესაბამისად, მეტი პოზიტივის შეტანა საკუთარ ცხოვრებასა და ბედ-იღბალში.

ადრე თუ გვიან, თხის რქა მაინც აღწევს დასახულ მიზნებს!

გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული თხის რქა
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები თხის რქაში
კვანძები თხის რქაში
ლილიტი თხის რქაში
სელენა თხის რქაში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Loli Tas

    eg simartlea:)

  2. Anastasia Khantadze

    😀 😀 😀 😀 : momwons 😀

  3. Sofi Tavberidze

    gavchede : )) tu gindat rom gamicnot 😀 me grmad 😀 shegidzliat gadaikitxot 😀 chemi xasiatebis analogiaaa :DD profesiam piri damagebina pirveliveze politika rogor ewera 😀

  4. Maia Kitiashvili

    kvelaze kargi nishani 🙂

  5. Ako Oo

    saintereso iyo )

  6. Mariam Toidze

    shokshi var ai vapshe yvelaperi emtxveva : )))

  7. Ruska Lorchoshvili

    mere kidev amboben crurwmenaaoo es yvelaperii :)))

  8. Irma Tofuriani

    gadavirieee, ra sizusteaaaa

  9. Marika Chiqovani

    simartlea))

  10. Likaa Xizanishvili

    momwons :d kargad damaxasiatet 😀 😀 )))

  11. MaRia'mos MaRia'mos

    სოოოფ : დ
    მეც გაოცებული დავრჩი :დ

  12. ra kargad damaxasiates mokled gamakvirvet 😀

  13. Nina Kasradze

    boloshi kuros ki txis rqis tipiur warmomadgenlebs unda eweros :)) da ert-erti dziritadi qvaa qrizoprazi :)) zogadad ki sakmaod zusti daxasiatebaa, madloba :))

  14. მოწევა ვნებს ჯანმრთელობას

    🙂

  15. NiiNii Tvaradze

    vafshe sul_sul yvellaferi emtxveva dzaan magaria es nishani:)))

  16. Katy Kapanadze

    shen morieli unda naxo ra magaria :)))

  17. Katy Kapanadze

    sheni simbolo romelia txa? :D:D

  18. NiiNii Tvaradze

    ki txis rqaaa

  19. NiiNii Tvaradze

    ki txis rqaaa

  20. Likuna Tevdorashvili

    <3

დატოვეთ კომენტარი