თხის რქა ბოსი
თხის რქა მთელი დღე კაბინეტში ზის, ტელეფონები განუწყვეტლივ წკრიალებენ, ხან ერთ ყურმილს იღებს ხან მეორეს და ყველას წყნარი და აუღელვებელი ხმით პასუხობს. მის თავში რომელიმე სტატისტიკური ცნობარივით ყველა კითხვის ამომწურავი პასუხი ინახება.
სამუშაო დღე სისხამ დილით იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ის პირველი მიდის და უკანასკნელი გამოდის სამსახურიდან და ხშირად კაბინეტში უწევს წვერის გაპარსვა და ვახშამი.
ამასთან იმაზეც წუხს რომ ოჯახისთვის განკუთვნილი დროის სამსახურისთვის მოხმარება უწევს. მიუხედავად იმისა რომ კარიერა მისთვის ყველაფერზე წინ დგას, სახლი მისთვის წმიდათაწმიდაა.
თხის რქა ბოსი ხელქვეითებისთვის მამასავით მკაცრი მაგრამ სამართლიანი გახლავთ. მათგან არა მარტო მორჩილებას არამედ თავმდაბლობასაც მოითხოვს. თუმცა დავალებას ყვირილით არასოდეს იძლევა, თუ უყურადღებობით და დაუდევრობით წყობილებიდან არ გამოიყვანეთ.
თანამშრომლებს არასოდეს ეპირფერება, არც კომპლიმენტებით ავსებს და ყველასთან ერთგვარ დისტანციაზეა, ფამილარობას ვერ იტანს. მართალია შექებაში თავშეკავებულია, მაგრამ სამაგიეროდ თუ პრობლემები გაქვთ ყოველთვის მოგისმენთ და შეძლებისდაგვარად და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაგიწევთ.
სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ რომ თხის რქა მხოლოდ კარგი სოციალური სტატუსისა და წარმომავლობის ადამიანებს სცემს პატივს. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ჰარვარდ ან ოქსფორდ დამთავრებული თანამშრომლების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი კოლეჯიდან მოსული ხალხის მიმართ. ამაში გამოსჭვივის მის ტრადიციების, ტიტულების, ცნობილი გვარებისა და ავტორიტეტებისადმე სიყვარული.
ხელქვეითების წახალისებაში ის გულუხვი არ არის, მაგრამ თუ ვინმეს რამე ეკუთვნის არ დაუკარგავს.
ამას გარდა ის ცოტა კომპლექსით შეპყრობილი როდია, რამდენსაც არ უნდა აკეთებდეს, მაინც ჰგონია რომ ვერ გააკეთა ისე როგორც საჭიროა და მუდმივად სჭირდება ვინმე ვინც წაახალისებს. შექებაზე ყურები უწითლდება და მუდამ ცდილობს თავის თავს და გარშემომყოფებს რაღაცა დაუმტკიცოს.
ჩაცმის მხრივ უპირატესობას მუქ ტონებს, მკაცრ კოსტუმს და სადა ჰალსტუხებს ანიჭებს. თუ მაჯის საათს ატარებენ, აუცილებლად კლასიკური ფორმის, ან ტყავის სამაჯურით იქნება. ამას გარდა ძველებური ნივთებიც მოსწონთ და შესაძლოა რომელიმე მათგანი ჯიბის საათითაც შეგხვდეთ.
ასეთია, ან თითქმის ასეთია თხის რქა უფროსი.
მან კარგად იცის რომ დრო ფულზე მეტია. ამიტომ დროს არ კარგავს და არც თქვენ მოგცემთ ამის უფლებას. ხელქვეითების დასაქმებას ყოველთვის ახერხებს.
თუ თხის რქას თქვენი რაიმე არ მოსწონს, შენიშვნას იშვიათად აძლევს, უფრო გამომეტყველებით უნდა მიხვდეთ, აუცილებლად წარბებს შეჭმუხნის და სახე მოექუფრება.
მას არ მოსწონს თავისუფალად ჩაცმული და წვერგაბურძგნული თანამშრომლები, მკვეთრი კოსმეტიკით და მძაფრი სუნამოს სუნით. ამასთანავე ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მანერებს: იყავით თავშეკავებული და თავის დაჭერა ისწავლეთ. დაიმახსოვრეთ იგი ვერ იტანს ფამილარობას და არასოდეს მიმართოთ სახელით სხვების თანდასწრებით, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ. თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, სტაბილური სამსახური მთელი ცხოვრების განმავლობაში გარანტირებული გექნებათ.
ლინდა გუდმენი