ასტროლოგიური მაღაზია

თხის რქა – ანტი-ჰოროსკოპი

თხის რქა_ანტი-ჰოროსკოპითხის რქა ასტროლოგიის მცოდნეებს შორის ნაკლებად სასიამოვნო ნიშნად მიიჩნევა. ზედმეტად ფრთხილი, ჩაკეტილი , ქედმაღალი და კლდესავით ძლიერი, ხისტი, სასტიკი ტიპაჟი, რომელსაც ყველა პრაგმატიკად და კონსერვატორად თვლის. უყვარს განდეგილობა. შეცოდების უნარი არ გააჩნია და მისგან მცირედი დახმარების იმედიც ნუ გექნებათ. პატივისცემას იმსახურებს ამ ნიშნის რკინის ნებისყოფა.

თხის რქა არასდროს ავლენს თავის სუსტ მხარეებს, რადგან თვლის, რომ გარშემომყოფნი მომენტალურად დაიწყებენ ამით მის მანიპულირებას. ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი და სამყარო, რომ კერკეტი კაკალია. ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად და რთულად აღიქვმას და ხანდახან გამიზნულად იკრძალავს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიამოვნებებით ტკბობას. ღიმილი იშვიათი რამაა თხის რქის სახეზე. ურთიერთობებში მოუქნელია. თავდაჯერებულობის დაკარგვის დროს იწყებს ძალაუფლების გამოვლინებას. მისთვის პრობლემატურია გრძნობების ბუნებრივად გამომჟღავნება. ზოგადად, უყვარს ემოციებს დათრგუნვა და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს.

მიდრეკილება აქვს მარტოობისკენ, სიჯიუტისკენ , ცინიზმისა და ეგოიზმისკენ. მისი ცხოვრებისეული კრედოა ” მიზანი ამართლებს საშუალებებს”. მზადაა, სასურველი მიზნის მისაღწევად უგულვებელჰყოს არამარტო საკუთარი, არამედ სხვისი გრძნობებიც. ტერორიზებას უკეთებს მეუღლეს და უკან იხევს მხოლოდ ძალის ან ფსიქიკური ზეწოლის შემთხვევაში. უჭირს მსუბუქად და იუმორით ცხოვრება. არაფერს პატიობს, ამაში ხედავს ცხოვრების აზრს.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, გულქვაობა, სიცივე, დაბალსულიერება. სახლში ჟანდარმი, სამსახურში – ტირანი. პრიმიტიული, შურისმაძიებელი და წყენის დამმახსოვრებელი, ეკიდება და უკირკიტებს თითოეულ წვრილმანს. წარმოადგენს ერთდროულად განდიდების მანიის, არასრულფასოვნების კომპლექსისა და სუსტი სულიერ – ინტელექტუალური შესაძლებლობების ნაზავს. ამიტომაც, მუდმივად დაწინაურებას ცდილობს.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი
  1. Ira Dzagania

    ra sainteresoa!titkmis emtxveva chems axlobel,realur adamianebs

  2. Emee Yeah

    raiiiiiiioooooooo :d

დატოვეთ კომენტარი