ასტროლოგიური მაღაზია

თხილი (5 აგვისტო – 1 სექტემბერი) – დრუიდების ჰოროსკოპი

თხილიირლანდიელი კელტების მითოლოგიაში თხილი იყო „წმინდა ფორტი”, რომელშიც პოეზიის ფერია ცხოვრობდა. ირლანდური კანონით ხეები იყოფოდა ოთხ კატეგორიად, რომლის მიხედვითაც ხის უკანონო მოჭრა გარკვეუ სასჯელს ითვალისწინებდა. ამ კანონის თანახმად, ადამიანები სასიკვდილო სასჯელით ისჯებოდნენ მხოლოდ ორი ხის მოჭრის შემთხვევაში, ესენია: თხილი და ვაშლი.

შოტლანდიის კალედონიის უძველესი სახელი ნიშნავს „გორაკი – თხილთან ერთად გაზრდილი”. კელტურ ლეგენდებში თხილი სიბრძნის სიმბოლოდ მიიჩნეოდა და თუ მის გულს შეჭამდი – შესაძლებელი იყო ყველაფერი გაგეგო ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ.

ერთ-ერთი კელტური ლეგენდის თანახმად (ფინის საგა), ტყის თხილი ჩაცვივდა ჭაში და მასში მცხოვრები ორაგულების საკვები გახდა. როდესაც ფინმა დაიჭირა და შეჭამა ერთ-ერთი მათგანი, მან მაშინვე შეიძინა სიბრძნე. ამიტომაც უწოდებენ თხილს სიბრძნის ხეს, ხოლო კელტური სიმბოლო „ორაგული” – ცოდნის ძალას წარმოადგენს.

თხილის ნიშნის ადამიანები ჭკვიანები, მგრძნობიარენი არიან და საღად აზროვნებენ. ეს გონებამახვილობა მათგან კარგ მოკამათეებსა და მწერლებს აყალიბებს. ისინი არიან კარგი ორგანიზატორები და დამგეგმავები, რომელთაც უმცირესი დეტალებიც გათვალისწინებაც კი შეუძლიათ.

ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილის გამო მათგან კარგი მეცნიერები და სპეციალისტები გამოდიან.

ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის დროს, გამოირჩევიან ცოდნისაკენ და ცნობისმოყვარეობისაკენ მიდრეკილებით, რომელიც შეიძლება ყველგან ,,ცხვირის ჩაყოფაშიც,, კი გადაიზარდოს.

ადამიანები, დაბადებულნი თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, გამოირჩევიან გახსნილობით და მაღალი ტემპერამენტით. ისინი ცდილობენ საზოგადოებრივი აღიარების მოპოვებას, რათა ხელოვნების დარგში სხვა ადამიანების განათლების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მათი დადებითი მხარეებია: გულახდილობა და პრინციპულობა, უარყოფითი – ზედმეტი კრიტიკულობა.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი