ასტროლოგიური მაღაზია

თხა/ცხვარი – ზოგადი დახასიათება

ცხვარიელეგანტური, ბუნებაზე შეყვარებული და არტისტული თხა შეიძლებოდა ყველაზე მიმზიდველი ნიშანი ყოფილიყო მთელს ზოდიაქოში, მაგრამ საკუთარი პესიმისტობა და მოუსვენრობა უშლის ამაში ხელს.
თხა თავისი თავით არასდროს არ არის კმაყოფილი და სასოწარკვეთამდე მიყავს საკუთარი გარემოცვა თავისი ჭირვეული ხასიათით. თხა მტაცებელია თუმცა, ამას არასდროს აღიარებს. მისი არადისციპლინირებულობა და მუდმივი დაგვიანებები მას აუტანელს ხდის, თუმცა ამასთან ერთად, მას შეუძლია თავი მოაწონოს ადამიანებს, თუკი დასჭირდა. მასში საერთოდ არ არის დამოუკიდებლობის გრძნოა, მაგრამ შეუძლია ცხოვრების ნებისმიერ ფორმას მოერგოს, ოღინდ მას შემდეგ, თუკი უზრუნველყოფენ მას მინიმალური უსაფრთხოებით.სუსტი და ქალური ნიშანია. უყვარს წუწუნი. უყვარს, როდესაც მას მბრძანებლობენ, ასწავლიან რა და როგორ უნდა გააკეთოს. მან არასდროს იცის, რომელი გზა აირჩიოს და მუდამ სხვის იმედზეა.
მისი მანერები ბრძნულია, მაგრამ ხასიათი აქვს ჭირვეული. ხშირად არის რელიგიური, დაინტერესებულია უმაღლესი ჭეშმარიტებითა და ფანტასტიკით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით.

თხა კეთილად და საყვარლად გეჩვენებათ , მგრამ სინამდვილეში, ის უბრალოდ მიდრეკილია ქველმოქმედებისკენ, სიამოვნებით ეხმარება მათ, ვინც მასზე უბედურია. სამწუხაროდ ის, რასაც ის სხვებს უნაწილება, ხშირ შემთხვევაში სხვას ეკუთვნის. მას არ აქვს განვითარებული მესაკუთრეობის გრძნობა. რაც უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, ეს უფრო მის გარემოცვაზე, ან სხვის ნებაზეა დამოკიდებული, ვიდრე თავად მასზე.

თუმცა თხის არაკეთილსინდისიერებას გაუგებრობის გამოწვევა შეუძლია. მას არ აქვს არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივა. ის არაა შექმნილი ხელმძღვანელობისთვის, ის უფრო მოსწავლის და დაქვემდებარებულის როლში უნდა იყოს და კარგი ხელმძღვანლობის პირობებში, შეიძლება წარმატებასაც კი მიაღწიოს ხელოვნების დარგში.

თხას კარგი გემოვნება აქვს. მას შეუძლია იყოს კარგი სპეციალისტი იმ საქმეებში, რომელშიც საჭიროა ტექნიკური და არტისტული ბუნების შეერთება. თხა ჭკვიანია, მამრგამ არასდროს ითამაშებს წამყვან როლს და ეს მისთვის უკეთესია. მის ფანტაზიებით აღსავსე ბუნებას ძლიერი ნებისყოფა ესაჭიროება.

ეს ქალური ნიშანია. ადამიანები ადვილად ვპატიობთ ქალებს შეცდომებსა და ჭირვეულობას. თხას სურს, იცხოვროს მშვიდად და მდიდრულად. ოცნებობს ქორწინებაზე, რომელიც მას სიმდიდრეს მოუტანს, ან ოცნებობს მდიდარ მეგობარსა და მეცენატზე. ეს ის მასალაა, რომლებიდანაც კურტიზანები, სუტენიორები, დიდი მსახიობები და მცერლები იწარმოება. ყველაფერი დამოკიდებულია გამართლებაზე.

მაგრამ თხამ თავი უნდა აარიდოს ვაჭრობას, ვინაიდან მისგან კარგი მოვაჭრე არ გამოვა, ის ვერ გადმოსცემს აზრებს ნათლად, საუბრობს ხან ძალიან სწრაფად, ხან პირიქით, ხშირად ებმის ენა. ის არასდროს იქნება ომში გამარჯვებული, მბრძანებელი და ჯარისკაციც კი. ბედის უკუღმართობის შემთხვევაში მან შეიძლება ხიდის ქვეშ დაასრულოს სიცოცხლე.

თუმცა მას არ ექნება პრობლემა იქ, სადაც საუბარია ტანსაცმელსა და მოდაზე – აქ ძალიან დიდია მისი უნარები. თუკი გაქვთ ქალაქგარეთ კომფორტული სახლი, სადაც ხშირად იკრიბებიან მსახიობები და არტისტები, სჯობია არ დაპატიჟოთ თხის ნიშნის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ შემდგომში ვეღარ გათავისუფლდებით მისგან, იმდენად კარგად მოერგება ამ ყველაფერს. კომფორტი – სასიკეთოა მისი წონასწორობისთვის, მსახიობების სტუმრობა – ფაქტიურად მისი გალაღებაა, ხოლო სიმწვანე – ის ამას აღმერთებს.

თხას ხშირად ექნება სასიყვარულიო პრობლემები და მისი ცხოვრება, ბობოქარი ქინება.

თუკი თხა ცხოვრებას კატას, ღორს ან ცხენს დაუკავშირებს, ისინი უზრუნველყოფენ მის სიმშვიდეს. კატას – თხის ჭირვეულობა გაართობს, ღორი მშვიდად აიტანს მას გარკვეულ ზღვრამდე, ხოლო ეგოისტ ცხენს, საერთოდ არ ანაღვლებს ეს ყველაფერი.

ვერცერთი სხვა ნიშანი ვერ აიტანს თხას დიდხანს, განსაკუთრებით ხარი, რომელიც მართალია უზრუვეყოფს სიმშვიდეს ოჯახში, მაგრამ სამაგიეროდაც ბევრს მოითხოვს, ხოლო თხა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. რაც შეეხება თხისა და ძაღლის წყვილს, ასეთი კავშირი განწირულია თავიდანვე, იმიტომ რომ ორივე პესიმისტები არიან და ერთმანეთის ატანა გაუჭირდებათ.

ცხოვრების მეორე ფაზა, მართალია მისი გრძნობების აფორიაქებას შეძლებს, თუმცა დანარჩენი ორი ფაზა მშვიდი და სასიამოვნო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ მატერიალური პრობლემების არქონისა და კარგი მრჩევლების ყოლის შემთხვევაში, თხამ შეიძლება წარმატებებსაც კი მიაღწიოს.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

Comments

  1. me rom aseti ar var 🙂