თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესია და თქვენი კარიერა ასტროლოგიურ რუკაზე, ანუ MC ნიშნებში
MC, იგივე „მედიუმ ქოელი“ არის ზოდიაქოს ნიშანი მეათე სახლის კუსპიდზე, ნათალური რუქის უმაღლესი წერტილი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს ყველაზე მაღალ მისწრაფებებს. უკავშირდება კარიერასა და „ცხოვრებისეულ გზას“, მიუთითებს ჩვენს სოციალურ სტატუსსა და რეპუტაციაზე.
ე.წ. „მედიუმ ქოელის“ ნიშანი არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ჩვენი დაბადების ჟამს ჰორიზონტზე სამხრეთის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობდა.
კარიერას უმეტესად შინაგანად ბოძებული ნიჭისა და ბუნებრივი მისწრაფებების საფუძველზე ვაწყობთ, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრებისეული გზა მოსაწყენად გვეჩვენება, სამსახური რუტინად გვექცა და ეს ის არაა, რაც გვჭირდება. MC -ის მდებარეობის განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით მიზნის დასახვა გამოაცოცხლებს არსებულ სიტუაციას.
თითოეული ჩვენგანი სოციალურ აქტივობებში ურთიერთგანსხვავებულად ვავლენთ თავს. MC-ის მდებარეობის განსაზღვრა მოგცემთ შესაძლებლობას, მიენდოთ თქვენს საუკეთესო უნარებს, დაგანახებთ, თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები, ასევე დაგეხმარებათ იმის დადგენაში, თუ რამდენად სასარგებლოა თქვენთვის უკვე შექმნილი „საზოგადო იმიჯი“.
MC ვერძში: თქვენთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს სამუშაო გარემოს ხშირი ცვლა, აღნიშნული კი უპირატესობას განიჭებთ, რადგან იღებთ სხვაზე მეტ გამოცდილებას და მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამთ ახალი სივრცეების დასაპყრობად. ბოსად ყოფნის მოთხოვნილება თვითდასაქმებისკენ მიმავალ კარებს გიღებთ. თქვენ ენერგიული ლიდერი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ლიდერული უნარების გამოვლენის არეალი სცენა, სამხედრო სამსახური, სპორტული კარიერა, ბიზნესი, სამართალი, თუ პოლიტიკაა. ბუნებრივად კონკურენტუნარიანსა და მეომარს საჯარო (საზოგადოებრივი) პერსონობა წარმატებას გიქადით ნებისმიერ სფეროში, რომლითაც დაინტერესდებით. უშიშარი ხართ რისკის მიმართ, სწორედ აღნიშნული თვისება გამოგარჩევთ ყველასგან. გიყვართ ნოვატორობა და შეგწევთ უნარი, იქცეთ უდიდესი ნახტომების ფუძემდებლად, ევოლუციური მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
MC კუროში: უპირატესობას უსაფრთხო, პრაქტიკულ სამუშაო გარემოს ანიჭებთ, რომელიც მატერიალური აქტივების დაგროვების საწინდარს წარმოადგენს. კვალიფიციური კადრი ბრძანდებით მიწათმოქმედების, მშენებლობის დარგში, ასევე იმ სფეროებში, რომელიც ფორმირების უნარს მოითხოვს-მოქანდაკეობა, გამწვანება, მებაღეობა, არქიტექტურა, უძრავი ქონების აგენტი, ანტიკვარული ნივთების შემგროვებელი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ვენერით მართული მც მიგიძღვებათ სილამაზის ქმნისკენ. ანათებთ, როდესაც ბუნებრივად მონიჭებული შესაძლებლობები გამოვლენას დეკორატორობას, საოჯახო ნივთების რეპროდუქციას, სარემონტო სამუშაოებსა და მუსიკის სფეროში ახორციელებს. შეგწევთ უნარი, განსაზღვროთ სად აქვს ამა თუ იმ ბიზნესს განვითარების საწინდარი და მიაღწიოთ მაქსიმუმს, როგორც ფინანსურმა მაგნატმა, ან ინვესტრომა.
MC ტყუპებში: თქვენი მთავარი მიზანი ირგვლივ არსებული ყველა სახის ინფორმაციის შესრუტვა და მათი ახალ ფორმებად გარდაქმნაა. აღნიშნული კი წარმატებულს გხდით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჟურნალისტიკა, თეატრალური კარიერა, სწავლება (მასწავლებლობა, ლექტორობა), მწერლობა, ხელოვნება, დიზაინერობა და სამოდელო სამყარო. საუბრის გადამეტებული სიყვარული გაძლევთ უნარს, გამორჩეულად წარმატებული იყოთ გაყიდვების, საზოგადო კავშირების დამყარების სფეროში, სარეკლამო ბიზნესის წარმოებასა და ორატორობაში. ისეთი სამუშაო გარემო გიზიდავთ, რომელიც ქაოსის ცენტრში ყოფნას, მუდმივ ცვლილებებს, აღელვებულობასა და იდეების სწრაფ მსვლელობას მოითხოვს.
MC კირჩხიბში: ინტუიციური, მზრუნველი და სიტუაციის სიღრმისეულად კითხვის დიდოსტატი. თქვენთვის სასურველია ისეთი სფეროები, როგორიცაა პედიატრია, სამკურნალო თერაპიები, ბავშვების მოვლა და განათლება-აღმზრდელობა, საინფორმაციო უზრუნველყოფის სერვისები და სოციალური მხარდაჭერა. თქვენი უნარი მოერგოთ სხვების ემოციურ განწყობებს, გაძლევთ სხვებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობას, შესაბამისად, თქვენთვის მომგებიანია საჯარო სამსახურსა, ან კომერციულ სფეროებში დასაქმება, როგორიცაა მაგალითად სარეკლამო ბიზნესი, ან მარკეტინგი. წარმოსახვის უნარი კარგად ვლინდება ხელოვნებაში, რადგან დაჯილდოვებული ხართ ნიჭით, საკუთარი ნამუშევრების წყალობით გადმოსცეთ ადამიანური ემოციები.
MC ლომში: თქვენი „მეფური მე“ შესანიშნავად ვლინდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურები (მმართველობითი ორგანოები), სხვების განსწავლულობაზე ზრუნვა, თეატრალური კარიერა, მუსიკა, ხელოვნება, მსახიობობა, გაყიდვები და მენეჯმენტი. შეგაქვთ ნათელი თქვენს ხელმძღვანელობით უნარში და სავსებით შესაძლებელია, ფლობდეთ კრეატიულ შესაძლებლობებსაც. თქვენი გარეგნული ბრწყინვალება გიმარტივებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარებას. ასევე შესაძლოა გაგიტაცოთ გასართობმა საქმიანობამ, როგორიცაა მაგალითად დღესასწაულების მოწყობა, ან ქორწინების დაგეგმვა, იმპორტ-ექპორტი, საკუთარი დიდი კომპანიის ხელმძღვანელობა. მოგწონთ საზოგადო სტილზე მუშაობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბრწყინვალება, დინამიურობა, გულითადობა და სულგრძელობა-ყველა ეს თვისება მყარი შთაბეჭდილების მოხდენის უნარს განიჭებთ.
MC ქალწულში: სტაბილურობა და წვრილმანებზე ორიენტირებულობა თქვენთვის უმთავრესია. ანალიტიკური გონება სრულყოფილ მკვლევარს, მწერალს, მასწავლებელს, ბიბლიოთეკარს, საჯარო მოსამსახურესა თუ მონაცემთა ბაზის კოლექტორს გაგხდით. ასევე სასურველია სამეცნიერო, თუ სამედიცინო სფეროები. მათ, ვისაც მიწიერი ნათალური რუქა აქვთ, უყვართ მიწათმოქმედება, სამკურნალო და ალტერნატიული მედიცინა. მუყაითი მუშაკი ხართ და გაგაჩნიათ მაღალი პასუხისმგებლობისა და წესრიგის შეგრძნება. ზრუნავთ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გარშემომყოფებს გარკვეულ სისტემებზე ინტერდამოკიდებულებას უთავისებთ. შთაგონების წყაროს შესაძლოა ჰოლისტიკური ჯანმრთელობის სფეროებში, ლიტერატურაში, სამკურნალო დაწესებულებების დაარსებაში მიაგნოთ, როგორიცაა მაგალითად სპა, ჯანსაღი კვების ობიექტები, ან იოგას ცენტრი.
MC სასწორში: დახვეწილობა და გულღიობა კარგი კონტაქტების დამყარებაში გეხმარებათ. პატიოსნებისა და მოქნილობის განსახიერება ხართ. სიტუაციის მრავალმხრივად ხედვის უნარი დინების მიმართულებით ცურვასა და დროის მოთხოვნების შესაბამისად, კარიერულ ცვლილებებზე მორგების შესაძლებლობას გაძლევთ. სტილის შესანიშნავი გრძნობა წარმატებას კონსულტანტის (მრჩევლის), დეკორატორის როლში გიქადით, ხელოვნების რომელიმე დარგის ათვისებით, ან უბრალოდ, ხელოვნებათმცოდნეობის დაუფლებით, ასევე გასართობი შოუების მოწყობით. შეგიძლიათ, ისეთი ინტელექტუალური პროფესიებით დაინტერესდეთ, როგორიცაა სამართალი, პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება, დიპლომატია, მწერლობა. თქვენი ბალანსის შეგრძნება და პატიოსნების მაღალი დონე მოთხოვნად ბიზნეს პარტნიორს გხდით, ხოლო ოპონირების თქვენეული დახვეწილი მანერა კარგ რესპონდენტად გაქცევთ. თქვენ შეგწევთ უნარი, შთააგონოთ გარშემომყოფები, წარმატების კიბეზე მიმავალ გზაზე ხელი შეგაშველონ.
MC მორიელში: საგნის სიღრმისეული შესწავლის უნარი კვალიფიციურ მკვლევარად გახდომის შესაძლებლობას გაძლევთ. თქვენი შორსმჭვრეტელი გონება თანაბარწილ პატივისცემასა და შეშფოთებას იწვევს კოლეგებში. გამოირჩევით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ღრმა ფსიქოლოგია, კრიმინალისტიკა, გამოძიება, ჰიპნოზირება, დრამატული ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები. განმარტოებით მუშაობას ამჯობინეთ. დაჯილდოვებული ხართ ტრანსფორმაციის უნარით, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართაც მიმართავთ. ჩრდილებს შორის ანათებთ და ბნელეთს მიარღვევთ, რაც სხვების ფსიქიკის წვდომის უნარს განიჭებთ. აღნიშნულმა შესაძლოა მიგიყვანოთ შემოქმედებითი ენერგიის წყარომდე, სექს თერაპიამდე (ტანტრა), ან სულიერ განახლებამდე. დამალული მოტივების გამოაშკარავების დიდოსტატი ბრძანდებით, აღნიშნული კი ნებისმიერ წარმოწყებაში გეხმარებათ. ცხოვრების მანძილზე არაერთ სახეცვლილებას განიცდით, შესაბამისად, იცვლით ინტერესის სფეროებსაც (კარიერას).
MC მშვილდოსანში: მიღებული ცოდნისა, თუ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებისკენ მიდრეკილს შეგეფერებათ სწავლება, ფსიქოლოგიური კონსულტანტობა, ან სულიერი მოძღვრობა, წინამძღოლობა. მარადმწვანე სტუდენტი ხართ და წარმატებას აღწევთ ისეთ სამუშაო გარემოში, რომელიც კვლევას, გამოძიებას, შესწავლას, ფილოსოფოსობასა და კონტაქტების დამყარებას მოითხოვს. მსგავს სფეროებს განეკუთვნება უმაღლესი განათლება, სასულიერო განათლება, ჟურნალისტიკა, ლინგვისტიკა, მწერლობა, ფოტოგრაფია, რეჟისურა და თაეტრი. მოგზაურობა თქვენთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საშუალებას წარმოადგენს, რადგან თქვენ ახალი კულტურის, იდეებისა და სიბრძნის შეცნობის გზით იწრთობით.
MC თხის რქაში: თქვენ პერსონალური მთების (სიმაღლეების) დაპყრობისთვის დაიბადეთ, განსაკუთრებულ გამძლეობას ფლობთ დასახული მიზნების სისრულეში მოსაყვანად. ამ მიწიერ არსებებს იზიდავთ მიწათმოქმედება, კერძო საკუთრება, სასურსათო ბიზნესი, მებაღეობა. ეს გიგანტური ამბიციების მქონე „მედიუმ ქოელია“ და ის, ვინც სტაბილურად მოძრაობს, დოვლათის შეგროვებითაა დაკავებული, რა თქმა უნდა წარმატებას აღწევს. შენი საჯარო სახე სერიოზული და მიზანდასახულია, რაც პატივისცემას განიჭებთ. გონივრულად იყენებთ დროსა და არსებულ რესურსებს, ასევე სხვებისგან სარგებლის მიღების უნარს ფლობთ.
MC მერწყულში: არატრადიციული დამოკიდებულების მქონე, სხვების აღფრთოვანების მოყვარული, ორიგინალურობით დაჯილდოვებული, მეამბოხე, დებოშირი, ტრადიციების მრღვეველი, გენიალური იდეების ხორცშესხმის დიდოსტატი, გზის მკაფავი, აი, როგორია „მედიუმ ქოელი“ მერწყულში. მიდრეკილი ხართ ტექნოლოგიური სიახლეებისა და კოსმიური სწავლებების მიმართ, ამიტომ შესაძლოა ღრმა დაინტერესება გამოხატოთ ასტრონომიის, ასტროლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო დარგში. თქვენ მოდის კანონმდებელი, ექსპერიმენტული ხელოვნებისა და მუსიკის ფუძემდებელი ბრძანდებით. ასევე შესაძლოა თავი, როგორც სოციალური ცვლილებების მოთავემ გამოიჩინოთ, ღრმად დარწმუნებულმა იმაში, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
MC თევზებში: წარმატებას იმ სფეროებში აღწევთ, რომელიც ღრმა წყლებში ცურვას მოითხოვს. ესაა ძალიან კრეატიული „მედიუმ ქოელი“, რომელიც თქვენგან შესანიშნავ მსახიობს, მკურნალს, ბავშვებისა და ცხოველების მეგობარს აყენებს. თქვენი იარაღი ინტუიცია, ხოლო სიძლიერე სენსიტიურობაა, თუმცა პოტენციალს მოუფრთხილდით. შესანიშნავი ფანტაზია საშუალებას გაძლევთ წარმატებებს მიაღწიოთ კინო ინდუსტრიაში. დაჯილდოვებული ხართ კოლექტიური მესიჯისებისთვის განსაზღვრული ფორმის მიცემის ნიჭით, რასაც მუსიკის, ნაამბობის, აღმზრდელობითი სამუშაოების, სასულიერო სწავლებებისა, თუ უბრალოდ „საკუთარ მედ“ ყოფნის ხარჯზე ახორციელებთ.
თქვენი სამუშაო გარემო შესაძლოა წყალს უკავშირდებოდეს: ყველაფერი რაც ზღვასთან, ზღვის პროდუქტებთანაა კავშირში. სავსებით შესაძლებელია არავერბალური კომუნიკაციების დამყარების ნიჭიც მოგეცეთ. თევზები ტერფებს მართავს, აღნიშნული კი რეფლექსოლოგად, ექიმ-ორთოპედად, ან უბრალოდ ტერფების მასაჟისტად მუშაობის უნარს განიჭებთ.
მოამზადა ანინამ